პოლიტიკა
"ტორპედო ჩვენი სიამაყეა" - ,,ტორპედოს" გულშემატკივრებმა სოლიდარობის აქცია გამართეს
FaceBook
"სოლიდარობა ქუთაისის ტორპედოს",  "ტორპედო ჩვენი სიამაყეა" - ამ სლოგანით საფეხბურთო კლუბ ,,ტორპედოს" გულშემატკივრებმა აქცია გამართეს.

როგორც აქციის მონაწილეები ამბობენ, რომ  გავრცელდა ინფორმაცია თითქოს საფეხბურთო გუნდის დაფინანსების თაობაზე ეკონომიკის სამინისტროსა და  უცხოურ (ჩინურ) კომპანიას შორის მოლაპარაკება მიმდინარეობს.

მათი თქმით, პრობლემა ფეხბურთის ფედერაციისთვისაა გადაცემული, ეკონომიკის სამინისტრო კი არაფერ შუაშია. აქციის მონაწილეები განმარტავენ, რომ აქცია არა რაიმეს მოთხოვნას, არამედ მხოლოდ სოლიდარობას ეხება.

აქციას პარტია ,,თავისუფალი საქართველოს" იმერეთის ორგანიზაციის თავმჯდომარე  გოგი წულაიაც შეუერთდა.


,,ტორპედო ჩვენი ქალაქის სიამაყეა, ამიტომ სოლიდარობას ვუცხადებთ მას", - აღნიშნა გოგი წულაიამ. აქციის მონაწილეებმა ქალაქის ცენტრალურ ბაღში გადაინაცვლეს, სადაც ტორპედოს მხარდამჭერ ფილმს აჩვენებენ.

საფეხბურთო კლუბში პრობლემები რამდენიმე თვის წინ, მას შემდეგ დაიწყო, რაც კლუბის დირექტორრმა ვერ შეძლო ფეხბურთელებისთვის ხელფასების გაცემა. 

რაზეც ფეხბურთელებმა ღიად ისაუბრეს. მოგვიანებით, პრობლემების არსებობა დაადასტურა თავად ზაალ ჩაჩავამ, რომელმაც „ტორპედო“ 2017 წელს აუქციონზე იყიდა.


ჩაჩვამ ფინანსური პრობლემების მიზეზად ჩინური კომპანიის მიერ კლუბთან გაფორმებული ხელშეკრულების გაწყვეტა დაასახელა და განაცხადა, რომ  ყველაფერს გააკეთებდა მდგომარეობის გამოსასწორებლად. წინააღმდეგ შემთხვევაში გუნდიდან წავიდოდა და კლუბს ქუთაისის მერიას დაუბრუნებდა.

ზაალ ჩაჩავა სატელეფონო ზარებს არ პასუხობს.



ავტორი: ლილე ბერიძე
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე ქუთაისში მესამე
სექტორისა და მედიის წარმომადგენლების მოწვევას იღებს.
18:26 / 23.04.2024
ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე ქუთაისში მესამე სექტორისა და მედიის წარმომადგენლების მოწვევას იღებს.
''ამ კანონს ვეტოს ნამდვილად დავადებ,'' - ამის შესახებ საქართველოს
პრეზიდენტმა, სალომე
ზურაბიშვილმა რუსული კანონის მიღების შემდეგ განაცხადა.
16:59 / 17.04.2024
''ამ კანონს ვეტოს ნამდვილად დავადებ,'' - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუსული კანონის მიღების შემდეგ განაცხადა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.