პოლიტიკა
მწერალ გურამ დოჩანაშვილს ქუთაისის საპატიო მოქალაქის წოდება მიენიჭა
FaceBook

ქუთაისში ღვაწლმოსილი ადამიანები დააჯილდოეს.

ღვაწლმოსილი ქუთაისელის და ქუთაისის საპატიო მოქალაქის წოდება მწერალ გურამ დოჩანაშვილს, მსახიობ დავით როინიშვილს და კიდევ 12 ადამიანს მიენიჭა.


პატივგების კომისიისა და ქალაქის მერის, გიორგი ჭიღვარიას გადაწყვეტილებით ღვაწლმოსილი ქუთაისელის წოდება მიენიჭათ: კულტურულ-შემოქმედებით სფეროში გაწეული საქმიანობისთვის - ირმა ქურასბედიანს,  პედაგოგიურ საქმიანობაში გაწეული ღვაწლისათვის- ნუნუ ქათამაძეს.

ქართული რაგბის განვითარებაში შეტანილი განსაკუთრებული წვლილისათვის- ალექსანდრე-საშა ნაჭყებიას. ქართული სახვითი ხელოვნების განვითრების საქმეში შეტანილი წვლილისა და 70 წლის იუბილესთან დაკავშირებით - გიორგი ლომთაძეს. სპორტისა და ფიზიკურ აღზრდაში შეტანილი წვლილისთვის - ვახტანგ თვალთვაძე.

ქუთაისის საპატიო მოქალაქეები გახდნენ: მწერალი გურამ დოჩანაშვილი, პოეტი ტარიელ ხარხელაური, მწერალთა კავშირის თავმჯდომარე მაყვალა გონაშვილი, მელიტონ ბალანჩივაძის სახელობის ოპერისა და ბალეტის თეატრის სოლისტი-რამაზ კუბლაშვილი, ლადო მესხიშვილის სახელობის დრამატული თეატრის მსახიობები - დავით როინიშვილი და ვაჟა ოყრეშიძე, ბიზნესმენები თენგიზ აბესაძე და ბეჟან ახვლედიანი, სამედიცინო სასწავლებლის დირექტორი - დავით ჭაჭიაშვილი.

 


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
''ამ კანონს ვეტოს ნამდვილად დავადებ,'' - ამის შესახებ საქართველოს
პრეზიდენტმა, სალომე
ზურაბიშვილმა რუსული კანონის მიღების შემდეგ განაცხადა.
16:59 / 17.04.2024
''ამ კანონს ვეტოს ნამდვილად დავადებ,'' - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუსული კანონის მიღების შემდეგ განაცხადა.
ათიათასობით საქართველოს მოქალაქის პროტესტის მიუხედავად პარლამენტმა
რუსული კანონი პირველი მოსმენით მიიღო.
14:52 / 17.04.2024
ათიათასობით საქართველოს მოქალაქის პროტესტის მიუხედავად პარლამენტმა რუსული კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.