მერის რიგგარეშე არჩევნებში ზესტაფონსა და ჭიათურაში 29 კანდიდატია დარეგისტრირებული.
ზესტაფონში მერობისთვის 14 პარტიისა და ორი საინიციატივო ჯგუფის მიერ დასახელებული სულ 16 კანდიდატი იბრძოლებს.
მმართველმა პარტიამ ზესტაფონის მუნიციპალიტეტში გიორგი
გოგლიჩიძე წარადგინა, „გაერთიანებული ოპოზიციის“ სახელით კი ბაქარ
ხიჯაკაძე იბრძოლებს.
13 კანდიდატია დარეგისტრირებული ჭიათურაში. მმართველი გუნდის სახელით ჭიათურის მუნიციპალიტეტში მერის მოვალეობის შემსრულებელი გივი მოდებაძე იბრძოლებს. „გაერთიანებულ ოპოზიციას“ ჭიათურაში მერობის კანდიდატი არ ჰყავს.
მერობის რიგგარეშე არჩევნები სულ 5 მუნიციპალიტეტში ჩატარდება.
კენჭისყრა 2019 წლის 19 მაისს გაიმართება.
ოპოზიციურ ძალებს შორის არსებობს კონსენსუსი, თუ როგორ უნდა გამოვიდეს ქვეყანა არსებული კრიზისიდან - ამის შესახებ პარტია "ფედერალისტების" ერთ-ერთმა ლიდერა გიგა ბოკერიამ "ქუთაისიპოსტთან" საუბარში განმარტა.
პარტია „ფედერალისტების“ ერთ-ერთი ლიდერის, თამარ ჩერგოლეიშვილი განცხადებით, ქუთაისის მთავარი პრობლემა რეალური თვითმმართველობის არარსებობაა, რის გამოც ქალაქი საკუთარი პოტენციალის სრულად გამოყენებას ვერ ახერხებს.




მასალის გამოყენების პირობები