პოლიტიკა
ზესტაფონში მერობისთვის გოგი წულაია იბრძოლებს
FaceBook
ზესტაფონის მერობისთვის პარტია თავისუფალი საქართველოს თანათავმჯდომარე გოგი წულაია იბრძოლებს. მერიის შენობის წინ წულაია პარტიის ლიდერმა კახა კუკავამ წარადგინა. წარდგენას დეპუტატი დავით ჭიჭინაძე ესწრებოდა. მათი თქმით, მთავარი მიზანია არ დაბრუნდეს ხელისუფლებაში "ნაციონალური მოძრაობა" და დასრულდეს "ქართული ოცნების" მმართველობა. წულაიამ ზეტაფონის მუნიციპალიტეტში არსებულ პრობლემებზე ისაუბრა და თანამოაზრეებს წინასაარჩევნო პროგრამა გააცნო.

,,ზესტაფონლებს არ დავპირდები რომ ავაშენებ. მე არავის არ ავაშენებ, ყველამ ერთად უნდა ავაშენოთ. ზესტაფონიდან დავიწყებ ბრძოლას რეალური თვითმმართველობისთვის. მარაზმია და უზნეობაა, როდესაც ფერო წამლავს ადამიანებს ზესტაფონში და იქ გამომუშავებული თანხა მიდის თბილისში, ბიუჯეტში. აქ არის ყველაზე მეტი ონკოლოგიური დაავადებებით გარდაცვლილი ადამიანი", - განაცხადა გოგი წულაიამ.

გოგი წულაიას შუალედურ არჩევნებში მხარს ,,ქრისტიან დემოკრატიული მოძრაობა" და ,,ეროვნულ პატრიოტული მოძრაობა" და დამოუკიდებელი დეპუტატი დავით ჭიჭინაძე უჭერენ.

შულადეური არჩევნები მაისში გაიმართება.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე ქუთაისში მესამე
სექტორისა და მედიის წარმომადგენლების მოწვევას იღებს.
18:26 / 23.04.2024
ქუთაისის მაჟორიტარი დეპუტატი ზაზა ლომინაძე ქუთაისში მესამე სექტორისა და მედიის წარმომადგენლების მოწვევას იღებს.
12:57 / 19.04.2024
"არა რუსულ კანონს!" - ამ სახელწოდებით ქუთაისში, ახალგაზრდები და სხვადასხვა პროფესიის ადამიანები, დღეს, საპროტესტო აქციას გამართავენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.