პოლიტიკა
ოპოზიცია ტაქსის მძღოლზე პოლიტიკური მოტივით განხორციელებულ მუქარაზე საუბრობს
FaceBook
გაერთიანებული ოპოზიციის წევრები ამტკიცებენ, რომ ქუთაისში ტაქსის მძღოლს უცნობი პირები პოლიტიკური მოტივით დემუქრნენ.
მუქარის ფაქტზე "ქუთაისიპოსტს" "ევროპული საქართველოს" ვანის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე კობა ძაგნიძე ესაუბრა.

"ბიძაჩემი ტაქსის მძღოლია. ორი დღის წინ მას ქუთაისში უცნობი ადამიანი ჩაუჯდა და გააფრთხილა, თუ მისი ოჯახი და ნათესავები არ დაალაგებდნენ "ოცნებასთან" ურთერთობას, მის ოჯახს პრობლემები შეექმნებოდა," – გვიყვება "ევროპული საქართველოს" ვანის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარე კობა ძაგნიძე.

"ევროპული საქართველოს" ვანის ორგანიზაციის ლიდერი თემაზე დეტალურად საუბარს ჯერჯერობით ერიდება, თუმცა აღნიშნავს, რომ ამ ფაქტთან დაკავშირებით პოლიციის განყოფილებაში დაკითხეს.

ტაქსის მძღოლის დაშინების შემთხვევაზე საუბრობს "ევროპული საქართველოს" ერთ–ერთი ლიდერი აკაკი ბობოხიძეც.

"საღორიის ტყეში ჩაუჯდა ტაქსში ამ ადამიანს პირი, რომელიც ოჯახის განადგურებით დაემუქრა. ეს ყველაფერი იმის გამო, რომ ისინი ოპოზიციური პარტიის მომხრეები და აქტივისტები არიან. ამიტომ ვაფრთხილებთ მუქარის ინიციატორებს, თუ ამ ტაქსის მძღოლს, ან მისი ოჯახის რომელიმე წევრს თმის ღერი მაინც ჩამოუვარდება, პასუხისმგებლობა პირდაპირ ხელისუფლებას დაეკისრება," - ამბობს აკაკი ბობოხიძე.

"ევროპული საქართველოს" ვანის რაიონული ორგანიზაციის თავმჯდომარის კობა ძაგნიძის თქმით, ბიძამისს ამ ფაქტზე მედიასთან საუბარი არ სურს.
ტაქსის მღოლლის მიმართ პოლიტიკური მოტივით განხორციელებული მუქარის შემთხვევაზე საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კომენტარს მიღებისთანავე შემოგთავაზებთ.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები

საიდან აიმღვრა, ან რატომ -
შეერთებული შტატებისა და ირანის ურთიერთობები? რატომ ვერ ძოვს ბალახს
ერთად ეს ორი ქვეყანა?
12:14 / 10.01.2020

საიდან აიმღვრა, ან რატომ - შეერთებული შტატებისა და ირანის ურთიერთობები? რატომ ვერ ძოვს ბალახს ერთად ეს ორი ქვეყანა?

ქუთაისში, საქართველოს ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობის აღსანიშნავად,
ევროკავშირისა და საქართველოს დროშები აღმართეს.
14:43 / 12.12.2019
ქუთაისში, საქართველოს ევროპის საბჭოს თავმჯდომარეობის აღსანიშნავად, ევროკავშირისა და საქართველოს დროშები აღმართეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.