პოლიტიკა
ქუთაისში, „კატო მიქელაძის სკოლამ“ მუშაობა დაასრულა
FaceBook
კატო მიქელაძის სკოლამ მუშაობა დაასრულა.

სკოლაში წარმოდგენილი იყო სემინარების ციკლი რომელიც ქალთა საკითხებს ეხებოდა. სემინარების ბოლო შეხვედრა ხელოვან ქართველ ქალებს მიეძღვნა. ხელოვნებათმცოდნე ლალი პერტენავამ ისაუბრა თემაზე ქართველი ქალები ვიზუალურ ხელოვნებაში.
"ადამიანისათვის თვითრეალიზაცია და თვითგამოხატვის შესაძლებლობა კარგად ყოფნის ერთერთი ფაქტორია, შემოქმედებითი პროფესიები კი ამ შესაძლებლობების გამოვლენის საშუალება. საქართველოში, სადაც გენდერული უთანასწორობა დიდ წილად განსაზღვრავს, ცხოვრების ხარისხს, მნიშვნელოვანია ქალების თვითგამოხატვა როგორ უკავშირდება მათი კარგად ყოფნის განცდას", - აღნიშნა ლალი პერტენავამ.

მაინც რას ნიშნავს კარგად ყოფნა? რას ეფუძნება ჩვენი შინაგანი ჰარმონია?
ლალი პერტენავამ თეორიული ჩარჩო წარმოადგინა. რომლის თანახმად ადამიანის და მათ შორის ხელოვანი ადამიანის კარგად ყოფნა ექვს ფაქტორზეა დამოკიდებული.
თვითმიმღებლობა,
პოზიტიური ურთიეთობები სხვებთან,
ცხოვრების მიზანი,
ავტონომია,
გარემოს ფლობა,
და პერსონალური ზრდა.
ადამიანმა კარგად რომ იგრძნოს თავი ეს ექვსი აუციებელი პირობაა.
ხოლო პერსონალური ზარდა ხუთივე ფაქტორის შეთავსება.

ეს საკითხები შესაძლებელია გაცილებით დიდ მნიშვნელობას იძენდეს ხელოვანი ხალხისთვის, ვიდრე მათთვის ვინც ყოველდღიურ რუტინაშია ჩართული.
თანაც ბედნიერება საქართველოში სხვა მნიშვნელობას იძენს და იგი შესაძლებელია ოჯახთან იყოს კავშირში, დასავლეთში კი ავტონომიურობასთან იყოს ბმაში.

ხელოვანი ცდილობს სამყარო გააანალიზოს საკუთარი პერსპექტივიდან. ხელოვანისთვის მნიშვნელოვანია თავის განცალკავება, სხვა პრიზმიდან ყურება და მერე ამის რეფლექსია. თითოეულ ხელოვან ადამიანში სიღრმის განზომილება, ფერის აღქმა განსხვავებულია. "მე ჩემს თავთან ვლაპარაკობ და ამ დიალოგში ყალიბდება სამყარო", -ითქვა შეხვედრაზე.
ნებისმიერი ადამიანი ხელოვანია, ამის მეცნიერული საფუძველი არა მაქვს, ვერ დავამტკიცებ, მაგრამ მგონია რომ სათქმელი ყველას აქვს ზოგი არ გამოხატავს, ზოგი ვერ იკავებს და გამოხატავს. შემოქმედებითი იმპულსი არ ასვენებს და ცდილობს მუდმივად გამოხატოს", -აღნიშნა ლალი პერტენავამ

კატი მიქელაძის სემინარების ფარგლებში 13 შეხვედრა გაიმართა. რომლებშიც 13-მა მომხსენებელმა მიიღო მონაწილეობა და სხვადასხვა პლატფორმიდან და რაკურსიდან გააშუქეს საკითხები. პრობლემები რომლებიც ქალებს აწუხებთ და რომლის გადაწყვეტამაც შესაძლებელია უკეთესი გახადოს ჩვენი სამყარო.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისის მერია ორი წლის განმავლობაში უშედეგო  მცდელობის შემდეგ
დღეს დროშას აღმართავს.
10:32 / 12.08.2020
ქუთაისის მერია ორი წლის განმავლობაში უშედეგო  მცდელობის შემდეგ დღეს დროშას აღმართავს.
ქუთაისის მერის ყოფილი მოადგილე
გრიგოლ დალაქიშვილი,  სამტრედიაში მერის პირველ მოადგილედ
დაინიშნა.
15:21 / 11.08.2020
ქუთაისის მერის ყოფილი მოადგილე გრიგოლ დალაქიშვილი,  სამტრედიაში მერის პირველ მოადგილედ დაინიშნა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.