პოლიტიკა
"ნაციონალური მოძრაობის" ერთობლივი მიმართვა - სოლიდარობა ბესო ქათამაძეს
FaceBook
"ნაციონალური მოძრაობა"  ოზურგეთში მათი პარტიის წევრის, ბესო ქათამაძის ცემის ფაქტს ეხმაურება. პარტიის ქუთაისის ორგანიზაციის წევრებმა საკრებულოებში მათი პარტიის დეპუტატებთან ერთად, ქუთაისის მერიის წინ ბრიფინგი გამართეს და მომხდარის გამოძიება მოითხოვეს.

მათი თქმით, "ქართული ოცნება" ცენტრალურ ხელისუფლებასთან შეთანხმებით მოქმედებს და ხელს აფარებს რეალურ დამნაშავეებს. 

"მოვითხოვთ, სასწრაფოდ იქნას საქმე გამოძიებული, არაუგვიანეს პარასკევისა კი ჩაინიშნოს ოზურგეთის საკრებულოს სხდომა და   უფლებამოსილება შეუჩერედეს "ქართული ოცნების" დეპუტატებს",- განაცხადა  ქუთაისის საკრებულოს ფრაქცია  "ნაციონალური მოძრაობის"დეპუტატმა, გია უკლებამ.

ოზურგეთის საკრებულოს "ნაციონალ" დეპუტატს საკრებულოს შენობაში 17 ივნისს ფიზიკურად გასუწორდნენ. როგორც თავად ბესო ქათამაძე ამბობს, მას საკრებულოს ფარქცია "ქართული ოცნების" დეპუტატებმა "ფეისბუკზე" მის მიერ გამოქვეყნებული სტატუსის გამო სცემეს.

ბესო ქათამაძე მომხდარის გამოძიებისთვის ხელისუფლებას ვადას კვირის ბოლომდე აძლევს, წინააღმდეგ შემთხვევაში საპროტესტო აქციების გამართვას აპირებს.
Print E-mail
FaceBook Twitter



მსგავსი სიახლეები
გოგი წულაიას მხარდასაჭერად დღეს თბილისში
ციხესთან აქცია გაიმართება.
11:38 / 28.03.2021
გოგი წულაიას მხარდასაჭერად დღეს თბილისში ციხესთან აქცია გაიმართება.
გოგი წულაიამ ხელისუფლების
წინააღმდეგ დამოუკიდებელ ბრძოლას იწყებს.
11:49 / 07.03.2021
გოგი წულაიამ ხელისუფლების წინააღმდეგ დამოუკიდებელ ბრძოლას იწყებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.