პოლიტიკა
"უნდა შევინარჩუნოთ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა" - პრეზიდენტი
FaceBook
ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა და უნდა შევქმნათ ქვეყანა, რომელშიც თავისუფალი მოქალაქეები მისცემენ მომავალ თაობებს მიღწევებს, როგორც ეს ჩვენს წინაპრებს მიუციათ მთელი კაცობრიობისთვის, - ამ სიტყვებით მიმართა საქართველოს პრეზიდენტმა, გიორგი მარგველაშვილმა თავისუფლების მოედნიდან საქართველოს მოსახლეობას.

პრეზიდენტმა საზეიმო ღონისძიებაზე სიტყვით გამოსვლისას საქართველოს მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლებს მადლობა გადაუხადა.

"დღევანდელ დღეს ვულოცავ ჩვენს მეგობრებს და მადლობას ვუხდი მათ იმისთვის, რომ ჩვენთან ერთად დგანან და იმისთვის, რომ ამ რთულ ვითარებაში ისინი ამტკიცებენ მხარდაჭერას ჩვენი ქვეყნისთვის. ასეთი წარმომადგენლობითი დელეგაციები, რაც დღეს საქართველოშია, აქამდე არ ყოფილა და ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ეს იმ გამარჯვებების საწინდარია, რომელიც ჩვენს სტრატეგიულ მიზნამდე, ნატო-სა და ევროკავშირის წევრობამდე მიგვიყვანს. დღევანდელ დღეს ვულოცავ პრემიერს, მთავრობას და მმართველ პარტიას, ვულოცავ ყველა ოპოზიციურ პარტიას და საზოგადოებრივ გაერთიანებას, რადგან ჩვენ დემოკრატიას სწორედ ეს მრავალფეროვნება ქმნის. ჩვენ ამ სიძლიერით ვაძლიერებთ დემოკრატიულ საქართველოს. მინდა მასმედიას მივულოცო დღევანდელი დღე, ვინაიდან დემოკრატია თქვენი თავისუფლების გარეშე ვერ შედგებოდა.

საქართველოს ყველა მოქალაქეს გილოცავთ ამ მნიშვნელოვან თარიღს. დღეიდან ჩვენ გადავაბიჯებთ ჩვენი რესპუბლიკის ახალ ასწლეულში და მომავალ 100 წელს გავივლით ისევე, იმ პრინციპებით და ღირებულებებით, რაც ჩვენს წინაპრებს გაუვლიათ. აქ მიზანი ნათელია - ჩვენ უნდა შევინარჩუნოთ ჩვენი ქვეყნის დამოუკიდებლობა და უნდა შევქმნათ თავისუფალი ქვეყანა, რომელშიც თავისუფალი მოქალაქეები, მათი მრავალხმრივი ნიჭის განვითარება გააძლიერებს ჩვენს სამშობლოს და ისევე მისცემს მომავალ თაობებს მიღწევებს, როგორც ეს ჩვენს წინაპრებს მიუციათ მთელი კაცობრიობისთვის. დღევანდელი მდგრადობა ჩვენი ერის ნათლად მაჩვენებს, რომ ჩვენი ქვეყანა გამარჯვების გზაზე დგას და ამიერიდან მხოლოდ გამარჯვების გზით ივლის. ღმერთი გფარავდეთ თქვენ და ღმერთი ფარავდეს საქართველოს", - განაცხადა პრეზიდენტმა.

2018 წლის 26 მაისს საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 100 წელი სრულდება. 1918 წლის 26 მაისს, საქართველოს პირველმა რესპუბლიკამ, ნოე ჟორდანიას თავმჯდომარეობით, დამოუკიდებლობა გამოაცხადა.

interpressnews.ge
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
''ამ კანონს ვეტოს ნამდვილად დავადებ,'' - ამის შესახებ საქართველოს
პრეზიდენტმა, სალომე
ზურაბიშვილმა რუსული კანონის მიღების შემდეგ განაცხადა.
16:59 / 17.04.2024
''ამ კანონს ვეტოს ნამდვილად დავადებ,'' - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუსული კანონის მიღების შემდეგ განაცხადა.
ათიათასობით საქართველოს მოქალაქის პროტესტის მიუხედავად პარლამენტმა
რუსული კანონი პირველი მოსმენით მიიღო.
14:52 / 17.04.2024
ათიათასობით საქართველოს მოქალაქის პროტესტის მიუხედავად პარლამენტმა რუსული კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.