პოლიტიკა
"ევროპული საქართველო" ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარეს პრაიმერის წესით აირჩევს
FaceBook
"ევროპული საქართველოს" ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარეს პრაიმერის (შიდა გამოკითხვის) წესით აირჩევენ.
კანდიდატურის შერჩევა 14 დეკემბერს, პარტიის ქუთაისის ოფისში მოხდება.

პრაიმერს "ევროპული საქართველოს" თავმჯდომარე, დავით ბაქრაძე დაესწრება. 

თავმჯდომარის პოსტზე წარდგენილია პარტიის წევრი და ქუთაისის საკრებულოს დეპუტატი, დავით გოგისვანიძე, რომელიც 2017 წლის 21 ოქტომბრის ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ქუთაისის მერობისთვის იბრძოდა. 

"ევროპული საქართველო"  2016 წლის საპარლამენტო არჩევნების შემდეგ,  პარტია "ნაციონალური მოძრაობისგან" გამიჯნული წევრებით დაკომპლექტდა. ამ დრომდე, პარტიის ქუთაისის ორგანიზაციის თავმჯდომარის მოვალეობას გია თევდორაძე ასრულებდა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები

საქართველოს პარლამენტის 2020 წლის
არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად პოლიტიკური პარტიების
ნაწილს დღეს საქართველოს ცენტრალური სარჩევნო კომისიისთვის (ცესკო)
მომართვის ვადა ამოეწურათ.
10:57 / 15.07.2020

საქართველოს პარლამენტის 2020 წლის არჩევნებში მონაწილეობის უფლების მისაღებად პოლიტიკური პარტიების ნაწილს დღეს საქართველოს ცენტრალური სარჩევნო კომისიისთვის (ცესკო) მომართვის ვადა ამოეწურათ.

ქუთაისის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის, ნიკა
ლატარიას მიერ დეპუტატის მანდატის დატოვების შემდეგ, წარმომადგენლობით
ორგანოში ადგილი გათავისუფლდა.
12:44 / 13.07.2020
ქუთაისის საკრებულოს ყოფილი თავმჯდომარის, ნიკა ლატარიას მიერ დეპუტატის მანდატის დატოვების შემდეგ, წარმომადგენლობით ორგანოში ადგილი გათავისუფლდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.