პოლიტიკა
გეგმები და პრიორიტეტები - ქალი თავმჯდომარეები იმერეთის მუნიციპალიტეტებიდან
FaceBook
იმერეთის 12-დან სამ მუნიციპალიტეტში საკრებულოს თავმჯდომარედ ქალები აირჩიეს.
ტყიბული, თერჯოლა და ხარაგაული - ეს ის მუნიციპალიტეტებია, სადაც საკრებულოს მომდევნო ოთხი წლის განმავლობაში ქალი თავმჯდომარეები უხელმძღვანელებენ. სამივე მათგანი საკრებულოში "ქართული ოცნების" კვოტით მოხვდა.

თერჯოლის საკრებულოს თავმჯდომარე, ყოფილი ჟურნალისტი ნინო ჯანელიძეა. ის საკრებულოს სხვა წევრებთან ერთად, პირველი სხდომის დაწყებამდე რამდენიმე წუთით ადრე ადგილობრივი ეკლესიის წინამღვარმა დალოცა.

ნინო ჯანლიძე ჩვენთან საუბარში ამბობს, რომ მისი მთავარი პრიორიტეტი ხალხთან სიახლოვე იქნება.

"ჩვენთვის პრიორიტეტი იქნება ღია და გამჭირვალე მუშაობა. მაქსიმალურად იქნებიან სხდომებში ჩართული მოქალაქეები, რათა, მათი თანამონაწილეობით გადაიჭრას სხვადასხვა პრობლემები. ახლა უკვე შიგნიდან დავინახავ ყველა იმ პრობლემას, რასაც მანამდე, როგორც ჟურანალისტი გარედან ვხედავდი," - ამბობს ნინო ჯანელიძე. მისი თქმით, კონკრეტული ნაბიჯი, რომელითაც მუშაობას დაიწყებს, მუნიციპალიტეტში ინფრასტრუქტურის, მათ შორის, გზის საფარის მოწესრიგება იქნება.

ნინო ჯანელიძე მოხარულია, რომ საკრებულოს უმრავლესობამ მას ნდობა გამოუცხადა და ამბობს, რომ სახელმწიფო უწყებებში ადგილობრივ დონეზე გენდერული უთანასწორობის პრობლემა მოგვარებას დაიწყებს.

თავმჯდომარის გარდა, თერჯოლის 27 წევრიან საკრებულოში 2 ქალია.

კანონიერება და მოსახლეობასთან ანგარიშვალდებულება იქნება - ასეთია ტყიბულის საკრებულოს ქალი თავმჯდომარის პრიორიტეტი. ნატალია კობახიძე პედაგოგია, ის ტყიბულის N2- ე საჯარო სკოლაში დაწყებით კლასებში ასწავლის. ნატალია ამბობს, რომ პედაგიური მოღვაწეობის გაგრძელას მომავალშიც აპირებს.

"მინიმალური საათებით ვიმუშავებ სკოლაში, ძირითადად მუნიციპალიტეტის პრობლემების მოგვარება იქნება პრიორიტეტული," - ამბობს ნატალია კობახიძე.

საკრებულოს ქალი თავმჯდომარე გვიყვება, რომ პოლიტიკური საქმიანობის გამოცდილება არ აქვს, თუმცა, იმედოვნებს, რომ აღებულ ვალდებულებას თავს კარგად გაართმევს.

ის თვლის, რომ პოლიტიკაში და არა მხოლოდ, ქალების ჩართულობა მნიშვნელოვანია.

ტყიბულის საკრებულოში სულ 27 წევრია, აქედან 3 ქალია.

სამაგიეროდ, 10 ქალი დეპუტატი ჰყავს ხარაგაულის 35 წევრიან საკრებულოს. ერთ-ერთი მათგანი საკრებულოს თავმჯდომარეა. მას საკრებულოს ქალი თავმჯდომარეებისგან (თერჯოლა და ტყიბული) განსხვავებით საკრებულოშიც და პოლიტიკაშიც მუშაობის გამოცდილება აქვს. იგი საკრებულოს წინა მოწვევის საკრებულოს თავმჯდომარის მოდგილე გახლადთ.

რა სამოქმედი გეგმით მოდის მანანა ბარაბაზე ამის გასარკევად ტელეფონზე დაკავშირების მიუხედავად მან ზარებს არ უპასუხა.

ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნები 21 ოქტომბერს ჩატრადა. მუნიციპალიტეტებში საკრებულოს პირველი სხდომა 21 ნოემბერს გაიმართა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
''ამ კანონს ვეტოს ნამდვილად დავადებ,'' - ამის შესახებ საქართველოს
პრეზიდენტმა, სალომე
ზურაბიშვილმა რუსული კანონის მიღების შემდეგ განაცხადა.
16:59 / 17.04.2024
''ამ კანონს ვეტოს ნამდვილად დავადებ,'' - ამის შესახებ საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა რუსული კანონის მიღების შემდეგ განაცხადა.
ათიათასობით საქართველოს მოქალაქის პროტესტის მიუხედავად პარლამენტმა
რუსული კანონი პირველი მოსმენით მიიღო.
14:52 / 17.04.2024
ათიათასობით საქართველოს მოქალაქის პროტესტის მიუხედავად პარლამენტმა რუსული კანონი პირველი მოსმენით მიიღო.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.