კულტურა
23 პროფესიული სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელების ვინაობა ცნობილია
FaceBook
კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტრომ პროფესიული თეატრების სამხატვრო ხელმძღვანელების პოზიციებზე კონკურსი მიმდინარე წლის 24 ივლისს გამოაცხდა.
როგორც სამინისტროში აცხადებენ, სამხატვრო ხელმძღვანელებს დაკავებულ პოსტებზე ვადა სხვადასხვა დროს ეწურებათ, თუმცა, კონკურსი ყველასთვის ერთ დროს გამოაცხადდა. სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის თანამდებობის დასაკავებლად კულტურის სამინისტროში 40 განაცხადი შევიდა

23 პროფესიული სახელმწიფო თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელის ვინაობა უკვე ცნობილია:

1. სსიპ თბილისის შოთა რუსთაველის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი - რობერტ სტურუა

2. სსიპ თბილისის კოტე მარჯანიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი - ლევან წულაძე

3. სსიპ თბილისის ნოდარ დუმბაძის სახელობის მოზარდ მაყურებელთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი -  დიმიტრი ხვთისიაშვილი

4. სსიპ თბილისის ვასო აბაშიძის სახელობის მუსიკალური კომედიისა და დრამის პროფესიული სახელმწიფო თეატრი - დავით დოიაშვილი

5. სსიპ თბილისის მარიონეტების პროფესიული სახელმწიფო თეატრი - ლეო გაბრიაძე

6. სსიპ თბილისის მიხეილ თუმანიშვილის სახელობის კინომსახიობთა პროფესიული სახელმწიფო თეატრი - გიორგი სიხარულიძე

7. სსიპ თბილისის გიორგი მიქელაძის სახელობის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრი - ნიკოლოზ საბაშვილი

8. სსიპ ჩრდილების პროფესიული სახელმწიფო თეატრი "აფხაზეთი" - გელა კანდელაკი

9. სსიპ თბილისის ალექსანდრე გრიბოედოვის სახელობის რუსული პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი - ავთანდილ ვარსიმაშვილი

10. სსიპ თბილისის პეტროს ადამიანის სახელობის სომხური პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი - არმენაკ ბაიანდურიანი

11. სსიპ მესხეთის (ახალციხის) პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი - ნაზო (ლია) სულუაშვილი

12. სსიპ ახალციხის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრი - ვახტანგ ქორიძე

13. სსიპ ქუთაისის ლადო მესხიშვილის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი - კონსტანტინე აბაშიძე

14. სსიპ ქუთაისის იაკობ გოგებაშვილის სახელობის თოჯინების პროფესიული სახელმწიფო თეატრი - ლევან გაბრიჭიძე

15. სსიპ ჭიათურის აკაკი წერეთლის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი - მამუკა ცერცვაძე

16. სსიპ ზესტაფონის უშანგი ჩხეიძის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი - ნინო ლიპარტიანი

17. სსიპ ფოთის ვალერიან გუნიას სახელობის პროფესიული სახელმწიფო თეატრი - დავით მღებრიშვილი

18. სსიპ ზუგდიდის შალვა დადიანის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი - ბადრი წერედიანი

19. სსიპ სენაკის აკაკი ხორავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი - ირაკლი ადამია

20. სსიპ ოზურგეთის ალექსანდრე წუწუნავას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი - ვასილ ჩიგოგიძე

21. სსიპ გორის გიორგი ერისთავის სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი - დავით ჩხარტიშვილი

22. სსიპ თელავის ვაჟა-ფშაველას სახელობის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი - პაატა გულიაშვილი

23. სსიპ ზინაიდა კვერენჩხილაძის სახელობის დმანისის პროფესიული სახელმწიფო დრამატული თეატრი - ლაშა ჩხვიმიანი

Print