საზოგადოება
„ქალის თვალით დანახული“ შექსპირის სონეტების პრეზენტაცია ქუთაისში
FaceBook
შექსპირის სონეტების ახალი თარგმანის რედაქტორი კინომცოდნე გოგი დოლიძეა.


ქუთაისის ილია ჭავჭავაძის სახელობის საჯარო ბიბლიოთეკის მე-8 საქალაქო ფილიალში წიგნის პრეზენტაცია გაიმართა.

დამსწრე საზოგადოებას უილიამ შექსპირის სონეტების ახალი თარგმანი გააცნეს. სონეტების ქართულ ვერსიაზე ორი მთარგმნელი მუშაობდა.

შექსპირის ტექსტი ინგლისურიდან პწკარედულად ქუთაისის შარტავას №6 საჯარო სკოლის ინგლისურის პედაგოგმა, ქეთევან ნიკოლაძემ თარგმნა, ხოლო ქართული ვერსიის ავტორი პოეტი, ირმა ქურასბედიანია.

"მართალია, შექსპირის სონეტების რამოდენიმე თარგმანი არსებობს ქართულად, შესანიშნავი თარგმანები, მაგრამ ჩვენი სურვილი იყო სწორედ ქალ ავტორებს გვეთარგმნა. "ქალის თვალით დანახული შექსპირი" - ასე შეიძლება ვუწოდოთ ამ პროექტს", - აღნიშნა ირმა ქურასბედიანმა.

წიგნის რედაქტორი კინომცოდნე გოგი დოლიძეა, რომელიც 47 წლის წინ, რეზო თაბუკაშვილის თარგმნილი სონეტების გამოცემის რედაქტორიც გახლდათ.

შექსპირის სონეტების ახალი კრებული გამოცემულია მეცნიერ-სპეციალისტთა და ჟურნალისტთა სამეცნიერო-შემოქმედებითი კავშირის "ინტელექტის" მიერ.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, 10 მარტს, ფილმის ,“ქუთაისის კათოლიკეები - უწინ და დღეს”,
პრეზენტაცია გაიმართება.
11:12 / 09.03.2024
ქუთაისში, 10 მარტს, ფილმის ,“ქუთაისის კათოლიკეები - უწინ და დღეს”, პრეზენტაცია გაიმართება.
20 თებერვალს, ქუთაისის ოპერის თეატრის დამაარსებლის თეიმურაზ
კობახიძის დაბადებიდან ასი წლისადმი მიძღვნილი კონცერტი
გაიმართება. 
15:27 / 14.02.2024
20 თებერვალს, ქუთაისის ოპერის თეატრის დამაარსებლის თეიმურაზ კობახიძის დაბადებიდან ასი წლისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება. 

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.