კულტურა
„ქუთაისური ისტორიები“ - ქუთაისში სამოქალაქო თეატრი შეიქმნა
FaceBook
ქუთაისში სამოქალაქო თეატრი დააფუძნეს.

იგი ჟურნალისტების, ახალგაზრდა მსახიობების და მუსიკოსების ერთობლივი ძალისხმევით შეიქმნა. იდეა ბლოგერს და ჟურნალისტ ზეკო ხაჩიძეს ეკუთვნის. 

თეატრის პირველი სპექტაკლის მონაწილეების უმეტესობაც ჟურნალისტები არიან.

ჟურნალისტებმა ქალაქში ახალი ტრიბუნა და პლატფორმა შექმნეს სამოქალაქო პოზიციის გამოსახატად.

სამოქალაქო თეატრის  საჭიროება, ალბათ,  ყოველთვის არის, განსაკუთრებით კი ისეთ ქალაქში, სადაც სახელმწიფო პროფესიული დრამატული თეატრი სამოქალაქო აქტივიზმზე უარს ამბობს. სახელმწიფოში არსებულ დიდ პრობლემებს, ქვეყანაში მიმდინარე სასიცოცხლო მოვლენებს დუმილით ხვდება.  ამ დანაკლისის შევსება შეუძლია სამოქალაქო თეატრს.

სამოქალაქო თეატრის პირველი სპექტაკლი ქუთაისს მიეძღვნა.

სპექტაკლი-პერფორმანსის "ქუთაისური ისტორიების" ავტორებმა პირველი წარმოდგენით პატივისცემა გამოხატეს ქალაქის, კლდიაშვილების ოჯახის, ებრაელების და რაც მთავარია ისტორიის მიმართ. მე-19 საუკუნის ქალაქის ისტორიის, რომლის ბევრი შრე საბჭოთა წარსულმა წაშალა, დამალა, თვალს მოაფარა, ჩაწყვიტა მასთან დამაკავშირებელი ჯაჭვი  და ამით დაუკარგა ქალაქს დიდი მემკვიდრეობა. რა მემკვიდრეობასაც ქმნიდა კლდიაშვილების ოჯახი - ნოვაციებისადმი სწრაფვით, სამეცნიერო აღმოჩენებით, პროგრესისთვის ფეხის აწყობით, ღირებულებებისადმი ერთგულებით და მათთვის სიცოცხლის დათმობით.

ამ კავშირის აღდგენას შეეცადა და ალბათ მომავალშიც შეეცდება სამოქალაქო თეატრი.

პერფორმანსი ორი ნაწილისგან შედგება. იგი ქუთაისში "თეატრის მოყვარეთა დასის" დამაარსებლის, ეფრო კლდიაშვილისა და მისი უმცროსი ვაჟის საბა კლდიაშვილის შესახებ ყვება. მოსაყოლი მართლაც ბევრია. ეფრომაც და მისმა შთამომავლებმაც სახელოვნად და შთამბეჭდავი ცხოვრებით იცხოვრეს.

საბა კლდიაშვილმა სიკვდილიც  სახელოვნად შეძლო.

მეცნიერი, ქიმიკოსი, სხვადასხვა კვლევის ავტორი 1905 წელს ოდესაში მეფის რუსეთის ჟანდარმერიის მიერ ებრაელთა თემის "პოგრომს" შეეწირა.იგი ებრაელების დაცვას შეეცადა, რის გამოც შავრაზმელებმა მოკლეს. 

სამოქალაქო თეატრი ამ ისტორიით გამოეხმაურა და მხარდაჭერა გამოხატა ებრაელების მიმართ მათთვის მძიმე დღეებში.

ისტორია და დღევანდელობა ამ ტრაგედიებით გადაიკვეთა და გააცოცხლა  მახსოვრობა, რომლის საუკეთესო ეპიზოდების გაქრობას მუდმივად ცდილობენ მოძალადე სისტემები. სამოქალაქო თეატრები კი იმიტომ იქმენებიან ამ სისტემებს დაუპირისპირდეს დაიცვას წარსული და გადაარჩინოს მომავალი.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, 10 მარტს, ფილმის ,“ქუთაისის კათოლიკეები - უწინ და დღეს”,
პრეზენტაცია გაიმართება.
11:12 / 09.03.2024
ქუთაისში, 10 მარტს, ფილმის ,“ქუთაისის კათოლიკეები - უწინ და დღეს”, პრეზენტაცია გაიმართება.
20 თებერვალს, ქუთაისის ოპერის თეატრის დამაარსებლის თეიმურაზ
კობახიძის დაბადებიდან ასი წლისადმი მიძღვნილი კონცერტი
გაიმართება. 
15:27 / 14.02.2024
20 თებერვალს, ქუთაისის ოპერის თეატრის დამაარსებლის თეიმურაზ კობახიძის დაბადებიდან ასი წლისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება. 

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.