ახალი ამბები
ქუთაისელმა მევიოლინემ საერთაშორისო მუსიკალურ კონკურსში მეორე ადგილი აიღო
FaceBook
ქუთაისელმა მევიოლინემ, გვანცა ბუცხრიკიძემ  "ქლეველენდ საერთაშორისო მუსიკალურ კონკურსში"  მეორე საპრიზო ადგილი აიღო.
ის ნიუ-იორკის კონსერვატორიის მეორე კურსის სტუდენტია, კონკურსში კი მონაწილეობა საქართველოს სახელით მიიღო. გვანცა ამბობს, რომ საკუთარი ქვეყნის სახელით ამხელა მასშტაბის მქონე კონკურსზე გამოსვლა მისთვის საამაყო, ამავდროულად, საპასუხისმგებლოცაა.

,,კონკურსზე ისე გავედი, არც ჩემმა ოჯახმა და არც ჩემმა პროფესორმა არაფერი იცოდნენ. ზოგადად, როცა კონკურსებში ვმონაწილეობ, ვცდილობ არავის ვუთხრა, რათა ჩემს ახლობლებს ნერვიულობა თავიდან ავარიდო. ამ კონკურსში მეორე ადგილი ავიღე და მეამაყება, რომ ჩემი ქვეყნის სახელით გავედი. ვერ წარმოიდგენთ როგორ მიდგას ქართველი ხალხი გვერდით, როგორ მგულშემატკივრობენ და რამხელა სითბოს ვგრძნობ მათგან,’’ - ამბობს გვანცა ბუცხრიკიძე.

,,ქლეველენდ საერთაშორისო მუსიკალური კონკურსი’’ ყოველწლიურად ტარდება და მასში მსოფლიოს არაერთი ქვეყნის სტუდენტი მონაწილეობს.







Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
სამოქალაქო აქტივისტებმა, რომლებიც უკვე მეშვიდე დღეა,
22:15 / 04.12.2024
სამოქალაქო აქტივისტებმა, რომლებიც უკვე მეშვიდე დღეა, "ქართული ოცნების" მიერ საგარეო კურსის ცვლილებას აპროტესტებენ, აქცია-პერფორმანსი მოაწყვეს.
15:16 / 04.12.2024
"ქართული ოცნების" პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, კომპანია "ენკას" მიერ საარბიტრაჟო დავის მოგების შემდეგ აცხადებს, რომ რიონის ხეობაში ნამახვანჰესის მშენებლობა უცხოეთიდან დაფინანსებულმა არასამთავრობო ორგანიზაციებმა ჩაშალეს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.