ახალი ამბები
თეატრალური ფესტივალის მერვე დღე - „დოდოს მოლოდინში“
FaceBook
22 ივნისს,  ფესტივალი "თეატრალური იმერეთი 2023"-ის ფარგლებში, მესხიშვილის თეატრის სცენა ხარაგაულის თეატრს დაეთმობა. 

წარმოდგენილი იქნება სპექტაკლი „დოდოს მოლოდინში“ დათო ტურაშვილის ამავე სახელწოდების პიესის მიხედვით. დადგმა რეჟისორ ირინე ჩხეიძეს ეკუთვნის. 

სპექტაკლი 19 საათზე დაიწყება. დასწრება თავისუფალია.

"თეატრალური იმერეთი 2023"- ში მონაწილეობას იმერეთის თორმეტივე მუნიციპალიტეტის თეატრი იღებს.

ფესტივალში მონაწილეობენ თეატრალური დასები იტალიიდან და აზერბაიჯანიდან.

ჯამში ფესტივალზე წარმოდგენილი იქნება 15 სპექტაკლი.

პროექტს უკვე მეთოთხმეტე წელია იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაცია და იმერეთის თეატრალური საზოგადოება ერთობლივად ახორციელებს. ასევე, ფესტივალის მხარდამჭერია რეგიონის 12-ვე მუნიციპალიტეტი.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
სპეციალური საგამოძიებო სამსახური
12:55 / 13.12.2024
სპეციალური საგამოძიებო სამსახური "ქუთაისიპოსტისგან" პროევროპულ აქციაზე გადაღებულ ვიდეომასალას და ჟურნალისტების პერსონალურ მონაცემებს ითხოვს.
უამინდობის გამო, დასავლეთ საქართველოში, გზების გარკვეულ
მონაკვეთებზე შეზღუდვებია.
11:22 / 13.12.2024
უამინდობის გამო, დასავლეთ საქართველოში, გზების გარკვეულ მონაკვეთებზე შეზღუდვებია.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.