კულტურა
ხატვა კარანტინში (ფოტო)
FaceBook

კორონავირუსით გამოწვეულმა პანდემიამ ყველაფერს ადგილი უცვალა.


სკოლები, ოფისები, იქამდე მოგზაურთა კლუბებიც სახლში გადაიტანა. შეგიძლია სახლიდან გაუსვლელად იმოგზაურო. (მიუხედავად იმისა, რომ მოგზაურობის იდეა სწორედ სახლიდან გასვლაა).

სახლებში გადავიდა თეატრებიც და მუზეუმებიც. სოციალურ ქსელ  „ფეისბუკში“ გაჩნდა ჯგუფი სახელწოდებით „მუზეუმი სახლიდან“, რომელიც ათობით მხატვარს აერთიანებს და  კიდევ უფრო მეტ ნახატს უყრის თავს მის სივრცეში.

ვირტუალურ მუზეუმს საკმაოდ მდიდარი კოლექცია დაუგროვდა. რომელიც თანამედროვე  ქართული მხატვრობის ერთიან ვირტუალურ სურათს ქმნის.


ამ ჯგუფის მიზანია, ერთმანეთს გავუზიაროთ ნახატები სახლის კედლებიდან ან კარანტინის პერიოდში ჩვენს მიერ შესრულებული ახალი ნამუშევრები, სანამ მსოფლიო მუზეუმები დახურულია.  ასევე, შეგვიძლია ავტვირთოთ დიდი მხატვრების ნამუშევრები საინტერესო ისტორიებით მთელი მსოფლიოს კოლექციებიდან. ამ რთულ პერიოდში, რომელსაც Covid-19-ის ერა ქვია, ასე შევძლებთ დროებით ვიმოგზაუროთ ერთგვარ ვირტუალურ მუზეუმში - სადაც ყველანი ერთად ვართ, მხატვრებიც და დამთვალიერებლებიც!  - წერია ჯგუფის გვერდზე.

პანდემია მშვენიერი მოტივატორი და ინსპირატორი აღმოჩნდა  ჯგუფის შექმნელებისთვის.


თუმცა, იგი ცუდი მოკავშირე აღმოჩნდა ბევრი მხატვრისთვის.

მიუხედავად იმისა, რომ მხატვრები სახლში, სახელოსნოში უმეტესად მარტოობაში მუშაობენ.  კარანტინით და იზოლაციით გამოწვეული მარტოობა უფრო რთული შეიქნა.


თითქოს გარეგნულად არც არაფერი შეცვლილა. მუშაობის პროცესში განმარტოება მთავარი  პირობა იყო მხატვარ ირმა კუხიანიძისთვის. თუმცა,  „პამდემიური სიმარტოვე“  სხვა გამოწვევა  ყოფილა.  გასამკლავებლად არც ისე იოლი.

ირმა კუხიანიძე


„ვერ ავხსნი. მანამდეც ხომ სახლში ვიყავი და ვმუშაობდი. ფაქტია, (პანდემიამ) შეცვალა ეტყობა. ურთიერთობები მაკლია, ვერ ვმუშაობ ისე როგორც მანამდე. რთულია ასე გამოკეტვა. ვხატავ მაგრამ არა ისე ინტენსიურად", - ამბობს მხატვარი.


მხატვარ დავით კუხალაშვილისთვის იზოლაციამ და კარანტინმა   ყოფითი პრობლემა მეტი შექმნა, ვიდრე ეგზისტენციალური.

„ერთადერთი მასალის შეძენა გაჭირდა მეტი არაფერი შეუცვლია“.

მხატვარი პანდემიის საკითხს არ შეხებია და არც ნახატი მიუძღვნია. სამაგიეროდათოს ადრინდელ ნახატებში ბევრია ისეთი ნამუშევარი, რომელიც დღევანდელ მდგომარეობას ეხმიანება ა ასე ვთქვათ პანემიურ -წინასწარმეტყველური სულისკვეთებისაა.

„მოსაცდელი“,  დავით კუხალაშვილი



ოფიციალური პირები“, დავით კუხალაშვილი

„თუ ვერაფერს ცვლი, აღწერე“ -  ამბობდა გერმანელი რეჟისორი რაინერ ვერნერ ფასბინდერი.


ლიამაც აღწერა მისი ემოცია და დამოკიდებულება,


იმაზე თუ როგორ იქცევიან მნიშვნელოვანი ინსტიტუციის წარმომადგენლები რთულ ეპოქებში, რამდენად იაზრებენ პასუხისმგებლობებს და უფრთხილებიან სხვა ადამიანების უსაფრთხოებას. თანაც ისინი ვისთვისაც ზრუნვა და გაფრთხილება - პირდაპირი მოვალეობაა.

ლიას პანდემიის პერიოდის ნახატს „მსხვერპლი“ ჰქვია და იგი აღდგომის წინა ღამეს დაიხატა.

„მსხვერპლი“, ლია უკლება


„თქვენ რა გინდათ რომ ტაძრები დავხუროთ?!“ ეს შეკითხვა დაუსვა ჟურნალისტებს მამა ანდრია ჯღამაიძემ აღდგომის კვირაში. როცა სრულიად ლეგიტიმურად დაისვა საკითხი, ვინ აიღებდა პასუხისმგებლობას, თუკი ეკლესია გახდებოდა ინფექციის გადატანის ადგილი. გამიჩნდა განცდა, რომ ეს არავის ადარდებს, რომ გაგვწირეს სიკვდილისთვის. ჩვენ უბრალო ადამიანებს არანაირი მექანიზმი არ დაგვიტოვეს თავის გადასარჩენად. გადაწყვიტეს მსხვერპლად შევწირვოდით ინსტიტუციის გაძლიერების საქმეს".


პანდემია სახლში კეტავს. აჩენს მარტოობას, აჩენს იდეებს, ახალ გამოწვეევბს, აჩენს ძლევამოსილი ინსტიტუციების სახეს, რომელსაც შეიძლება ვერ ცვლი, მაგრამ აღწერ.

 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, 10 მარტს, ფილმის ,“ქუთაისის კათოლიკეები - უწინ და დღეს”,
პრეზენტაცია გაიმართება.
11:12 / 09.03.2024
ქუთაისში, 10 მარტს, ფილმის ,“ქუთაისის კათოლიკეები - უწინ და დღეს”, პრეზენტაცია გაიმართება.
20 თებერვალს, ქუთაისის ოპერის თეატრის დამაარსებლის თეიმურაზ
კობახიძის დაბადებიდან ასი წლისადმი მიძღვნილი კონცერტი
გაიმართება. 
15:27 / 14.02.2024
20 თებერვალს, ქუთაისის ოპერის თეატრის დამაარსებლის თეიმურაზ კობახიძის დაბადებიდან ასი წლისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება. 

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.