კულტურა
ქუთაისის კულტურა სტაბილური უცვლელობით
FaceBook
ქუთაისში ხშირადაა ქარი. თუმცა, მას ნაკლებად მოაქვს ცვლილებები. ყოველ შემთხვევაში კულტურაში "ცვლილებების ქარი" ნაკლებად უბერავს.

ეს ერთი შეხედვით ნაკლია, თუმცა შესაძლებელია, ამ ცვალებად დროში სტაბილური ერთფეროვნების და უცვლელობის შენარჩუნება სხვა პოზიტივს შეიცავს და სწორედ ამაშია ქუთაისის გამორჩეულობა.

ამ "გამორჩეული სახით" ანუ უცვლელობით იყო დასამახსოვრებელი ქუთაისის კულტურული სივრცე 2017 წელსაც.
ქუთაისში 2017 წელსაც კლიმატის სირბილის და უცვლელობის იმედად რჩებოდნენ კინომოყვარულები. კინო ისევ ღია ცის ქვეშ "ზაფხულის კინოჩვენებების" სივრცეში დატოვეს და მაყურებელმა ვერაფრით გადაინაცვლა დარბაზში.

2017 წელს ქუთაისში "კინაღამ" გაიხსნა კინოთეატრი "საქართველო". რომელიც უკვე რამდენიმე წელია იხსნება, ამ მოლოდინში გამოიცვალა რამდენიმე მთავრობა, თუმცა კინოთეატრს არ შეუცვლია მოლოდინის რეჟიმი. სამაგიეროდ წელს გარკვეული აქტივობა მაინც აჩვენა და კინაღამ კინოთეატრის ამოქმედებაც ახარეს ხალხს. მაგრამ სიხარული დიდხანს არ გაგრძელებულა, კვირეულთან ერთად დასრულდა ფილმების ჩვენება კინო "საქართველოშიაც~.
კმაყოფილება არ გააჩინა ფილმების ხარისხმა და კვირეულის პოლიტიკამაც. "საქართველოში" რეჟისორების რეზო ჩხეიძისა და ელდარ რიაზანოვის სახელობის კინოკვირეული წარმოადგინეს. რომელიც მიზანად არც მეტი არც ნაკლები ქართულ-რუსული კულტურული ურთიერთობების გაღრმავებას ისახავდა . საამისოდ ორგანიზაციები ქართული - "ჯარისჯაცის მამის" სახლი და რუსული - М –СТУДИЯ იღწვოდნენს.

თუმცა, ამ ღწვამ შედეგები მაინცადამიანც ევრ გამოიღო. მიუხედავად იმისა რომ კვირეულზე ბევრი ილაპარაეკეს ორი ქვეყნის ერთმანეთის მიმართ გადადგმული ნაბიჯების მნიშვნელობასა და შეხების წერტილების ძიებაზე. ეს წერტილები ვერც ამ კვირეულზე მოიძებნა.

კინოკვირეულის მსგავსად შეხების წერტილები მოიძიეს თეატრალურ ფესტივალზეც. იმერეთის თეატრალური ფესტივალი 2017 წელსაც ჩატარდა და იმერეთში მოქმედი თეატრების საფესტივალო სპექტაკლების ნახვის შესაძლებლობა შექმნა. იმერეთის მუნიციპალიტეტბს შემოუერთდა სოხუმის თეატრი და თეატრალური დასი პოლონეთიდან. რის შემდეგაც ფესტივალის გეოგრაფიის გაფართოებასა და მისთვის "საერთაშორისო"სტატუსის მინიჭებაზე დაიწყო საუბარი.
გეოგრაფიის გაზრდაზე დაიწყო საუბრები მესხიშვილის თეატრშიც."ქუთაისი არ ჩანს მსოფლიო თეატრალურ რუკაზე" და იგი მომავალ წლებში ამ დეფიციტის შევსებას შეეცდება. ამაზე მესხიშვილის თეატრის ახალი სამხატვრო ხელმძღვანელი კოტე აბაშიძე მიუთითებს.

მანამდე თეატრმა სპექტაკლით "რევიზორი" მონაწილეობა მიიღო თბილისის საერთაშორისო თეატრალურ ფესტივალზე.მესხიშვილის თეატრის სცენაზე კი სამი პრემიერა განხორციელდა: "ორნი საქანელაზე", "უბედურება" და "ედიტ პიაფი". ამ სპექტაკლებიდან ყურადღება "უბედურებამ" მიიქცია, თუნდაც იმით, რომ "უბედურება" სულაც არ აღმოჩნდა უბედურება. რეჟისორმა გიორგი სიხარულიძემ კლდიაშვილის ტექსტის საინტერესო წაკითხვა შესთავაზა პუბლიკას.
პრემიერით დაასრულა წელი ქუთაისის ოპერის თეატრმა, დასმა "რიგოლეტო" დადგა და ამით ერთგვარი მტკიცებულება წარმოადგინა, რომ ქუთაისში ოპერის თეატრი თავის არსებობას ამართლებს.

მანამდე თეატრის შენობაში ბალეტის საერთაშორისო ფესტივალი გაიმართა. ოპერისგან განსხვავებით ქუთაისში საბალეტო სკოლამ ფეხი მაინცადამიანც ვერ მოიკიდა. სამაგიეროდ მსოფლიოს აჩუქა დიდი ქორეოგრაფი ქუთაისიდან ჯორჯ ბალანჩინი. ქუთაისში ბალეტის არარსებობით გამოწვეული უსამართლობის დაძლევა და სამართლიანობის აღდგენა ქუთაისის ახალგაზრდულმა ცენტრმა იკისრა და ფესტივალიც დააფუძნა.

ქუთაისში მოეწყო ბევრ საერთაშორისო კინოფესტივალში გამარჯვებული ფილმის "სხვისი სახლის" (რეჟისორი რუსუდან გლურჯიძე) პრემიერაც. (ფილმი კარლოვი–ვარის საერთაშორისო კინოფესტივალის გამარჯვებული გახდა საკონკურსო პროგრამაში East of the West. ქართველი რეჟისორის ფილმი ასევე წარდგენილი იყო "ოსკარზე" პრეტენდენტ ფილმებს შორის. ნომინაციაში "საუკეთესო უცხოენოვანი ფილმი", თუმცა "ოსკარის" შორტ-ლისტში ვერ შევიდა).
მოკლედ ქართველმა რეჟისორებმა ასე თუ ისე ისწავლეს ან გაიხსენეს ფილმების გადაღება.
(სამაგიეროდ შსს-ში ვერაფრით ისწავლეს ვიდეოების მონტაჟი. ამიტომ პოეტის დისკრედიტაციისთვის შექმნილი ვიდეო რომ ფაბრიკაციაა იოლი შესამჩნევი ხდება, ეს ლირიული გადახვევა).
ქუთაისში გაიხსენეს თანაქალაქელი შემსრულებლები, ამიტომ ახალ წელს გამართულ გალა კონცერტზე მოქალაქეებს ახალ წელს ქუთაისური ჯგუფები და მომღერლები მიულოცავენ.

სამაგიეროდ, ქუთასიში 2017 წელსაც არ გაჩნდა ან აღდგა ოფიციალური კულტურის ალტერნატიული კულტურული სივრცეები, სადაც "ვეფხისტყაოსანთან" ერთად "ანტიტყაოსანსაც" წაიკითხავდნენ.ამიტომ ნეგატივი 20 წლის შემდეგაც ვერ გარდაიქმნა პოზიტივად. კულტურა, კვლავაც ოფიციალური კულტურის, ანუ სისტემის მძევალია.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისში, 10 მარტს, ფილმის ,“ქუთაისის კათოლიკეები - უწინ და დღეს”,
პრეზენტაცია გაიმართება.
11:12 / 09.03.2024
ქუთაისში, 10 მარტს, ფილმის ,“ქუთაისის კათოლიკეები - უწინ და დღეს”, პრეზენტაცია გაიმართება.
20 თებერვალს, ქუთაისის ოპერის თეატრის დამაარსებლის თეიმურაზ
კობახიძის დაბადებიდან ასი წლისადმი მიძღვნილი კონცერტი
გაიმართება. 
15:27 / 14.02.2024
20 თებერვალს, ქუთაისის ოპერის თეატრის დამაარსებლის თეიმურაზ კობახიძის დაბადებიდან ასი წლისადმი მიძღვნილი კონცერტი გაიმართება. 

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.