საზოგადოება
26 თებერვალი - წინასწარმეტყველ მუჰამედის დაბადებისა და ანტითავადური მოვლენების დღე
FaceBook
ყოველი დღის მიღმა ათასობით მოვლენა და ადამიანი დგას. წელიწადის თითოეული რიცხვი მრავალ ისტორიას და მოგონებას უკავშირდება.
გთავაზობთ რუბრიკას "რიცხვები და მოვლენები", სადაც წლის ყოველ დღესა და რიცხვში წარსულში მომხდარ სხვადასხვა ფაქტს შეგახსენებთ.

26 თებერვალს მაულიდის დღესასწაულს ანუ წინასწამეტყველ მუჰამედის დაბადების დღეს აღნიშნავენ ისლამურ ქვეყნებში. ამ მოვლენას ზოგიერთ ისლამურ ქვეყანაში მთელი თვის მანძილზე ზეიმობენ. ქალაქებს აფორმებენ სხვადასხვა ამონარიდებით ყურანიდან, ატარებენ შეხვედრებს და მღერიან რელიგიურ სიმღერებს იგივე ნაშიდებს.

სამღერლად არ ქონდათ საქმე თავადებს რუსეთში 1714 წელს. რადგან ამ წლის 26 თებერვალს პეტრე პირველი ბრძანებას გამოცემს, სადაც აღნიშნულია, რომ თავადებს, რომელთაც რიგითებად არ უმსახურიათ გვარდიის პოლკში, არ მიენიჭებათ ოფიცრის წოდება.

დიდგვაროვნებს არც საფრანეთში წაუვიდათ საქმე კარგად 1794 წლის 26 თებერვალს, რადგან საფრანგეთში კონვენტმა დეკრეტი გამოსცა,  რომელიც რევოლუციის მტრებისთვის ქონების ჩამართმევას გულისხმობდა. ხოლო 1848 წლის 26 თებერვალს საფრანგეთში საერთოდ იკრძალება თავადის ტიტული. მოკლედ თებერვალი თავადებისთვის მძიმე დღეა.

26 თებერვალი არც პოლონელებისთვის ყოფილა ტკბილად მოსაგონარი დღე. ამ დღეს ქვეყანა საკუთარი არმიისა და სეიმის გარეშე დაჩა 1832 წლის 26 თებერვალს პოლონეთი რუსეთის შემადგენელი ნაწილი გახდა.

სამაგიეროდ, ამ დღეს გაუმართლა ნაპოლეონს, რომელიც ელბაზე იყო გადასახლებული. მან აქედან გაქცევა მოახერხა. 1815 წლის 26 თებერვალს მოხდა ეს ამბავი.

1917 წლის 26 თებერვალს ჯაზის მოყვარულებსაც გაუმართლათ. ამ დღეს ნიუ -იორკში პირველად ჩაიწერა ჯაზი ფირფიტაზე. სტუდია Vიცტორ ში მოხდა ეს ისტორიული ფაქტი.
ისტორიაში შევიდა 1924 წლის 26 თებერვალიც. ამ დღეს აშშ-ში, არიზონას შტატში ფუძნდება გრანდ-კანიონი.
არ გაუმართლა ჰიტლერს თუმცა, გაუმართლებდა მთელ მსოფლიოს ჰიტლერისთვის უფრო მეტი რომ მიესაჯათ. მას 1924 წელს ხუთი წლით პატიმრობას უსჯიან სახელმწიფო გადატრიალების მცდელობის გამო.

სანამ ჰიტლერი დაიწყებდა ომს, მანამდე ამერიკელმა მაფიოზებმა "ივაჟკაცეს". 1930 წელს კლავენ ამერიკული მაფიის ერთ-ერთ ბოსს, ტომ რეინს.  რის შემდეგაც იწყება ამერიკის ისტორიაში მაფიოზური კლანების ყველაზე მასშტაბური ომი.

26 თებერვალს ჩეხოსლოვაკიიდან საბჭოთა ჯარები გამოდის ქუვეითიდან კი ერაყული, 26 თებერვალი თავისუფლების დღეც აღმოჩნდა.

Print E-mail
FaceBook Twitter
თეგები: #26 თებერვალი
მსგავსი სიახლეები
27 მარტს, ქუთაისს, ბევრისთვის საყვარელი მუსიკალური ჯგუფი
12:19 / 22.03.2024
27 მარტს, ქუთაისს, ბევრისთვის საყვარელი მუსიკალური ჯგუფი "რეზო და ბავშვები" ეწვევა.
დღეს საქართველოში ძველით ახალ წელს აღნიშნავენ.
11:09 / 14.01.2024
დღეს საქართველოში ძველით ახალ წელს აღნიშნავენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.