საზოგადოება
24 თებერვალი - კალენდრის დაბადების დღე
FaceBook
ყოველი დღის მიღმა ათასობით მოვლენა და ადამიანი დგას. წელიწადის თითოეული რიცხვი მრავალ ისტორიას და მოგონებას უკავშირდება.
გთავაზობთ რუბრიკას "რიცხვები და მოვლენები", სადაც წლის ყოველ დღესა და რიცხვში წარსულში მომხდარ სხვადასხვა ფაქტს შეგახსენებთ.


თებერვლის თვე მდიდარია სხვადასხვა ქვეყნებში დამოუკიდებლობის მოპოვებისა თუ დაკარგვის მოვლენებით. 24 თებერვალს მექსიკაში დროშის, ესტონეთში კი დამოუკიდებლობის დღეს ზეიმობენ.

1303 წლის 24 თებერვალი მნიშვნელოვანი იყო შოტლანდიელებისთვის. ამ დღეს როსლანთან მოხდა პირველი ბრძოლა შოტლანდიის დამოუკიდებლობისთვის. შოტლანდიელებს დამოუკიდებლობის სურვილი დიდ ცოდვად ჩაუთვალეს და დასაჯეს.

დამოუკიდებლობისთვის მებრძოლების არ იყოს, ქრისტიანების სიკვდილით დასჯა საუკუნეების განმავლობაში ადეკვატურ ქმედებად ითვლებოდა. ოფიციალური ბრძანება დასჯაზე 303 წელს გელარიუსმა გამოსცა, რომლის საფუძველზეც დაიწყო ქრისტიანების დევნა.

აღნიშნული წარმატებით გადაიბარა მეფე ჰუნერიკმა. მანაც არ დააკლო ხელი ქრისტიანების შევიწროებას და დასჯას.

ქრისტიანებს მანამ დევნიდნენ, სანამ ოფიციალურ რელიგიად არ იქცა და სანამ ქრისტეს სახელით თავად არ დაიწყო ხალხის დასჯა.

მაგალითად, ქრისტეს სახელით წმინდა სინოდის მიღებული გადაწყვეტილება გაზეთში გამოქვეყნდა, სადაც აღნიშნული იყო რომ მწერალი ლევ ტოლსტოი განკვეთილია რუსული მართლმადიდებელი ეკლესიიდან. ეს ამბავი 1901 წლის 24 თებერვალს მოხდა,
საეკლესიო იერარქები გარდა დასჯისა სხვა საქმითაც იყვნენ დაკავებული.

1582 წლის 24 თებერვალს პაპი გრიგორ XIII-მ თავისი ბულით Iნტერ გრავისსიმას გამოაცხადა წელთაღრიცხვის რეფორმის შესახებ და შემოიტანა ახალი გრიგორიანული კალენდარი, რომელიც პლანეტის უმეტეს ქვეყანაში გამოიყენება. სხვანაირად რომ ვთქვათ დღეს ჩვენი კალენდრის დაბადების დღეა.

24 თებერვალი საფოსტო მარკების დაბადების დღეცაა. 1854 წელს პირველად გამოიყენეს საფოსტო მარკა.

1863 წლის 24 თებერვალს არიზონა აშშ-ს შეუერთდა.

1942 წლის 24 თებერვალს კი პირველად გავიდა რადიოეთერში "ამერიკის ხმა".
Print E-mail
FaceBook Twitter
თეგები: #24 თებერვალი
მსგავსი სიახლეები
27 მარტს, ქუთაისს, ბევრისთვის საყვარელი მუსიკალური ჯგუფი
12:19 / 22.03.2024
27 მარტს, ქუთაისს, ბევრისთვის საყვარელი მუსიკალური ჯგუფი "რეზო და ბავშვები" ეწვევა.
დღეს საქართველოში ძველით ახალ წელს აღნიშნავენ.
11:09 / 14.01.2024
დღეს საქართველოში ძველით ახალ წელს აღნიშნავენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.