საზოგადოება
23 თებერვალი - ტორნადოთა, დამპყრობთა და მოღალატეთა დღე
FaceBook
ყოველი დღის მიღმა ათასობით მოვლენა და ადამიანი დგას. წელიწადის თითოეული რიცხვი მრავალ ისტორიას და მოგონებას უკავშირდება.
გთავაზობთ რუბრიკას "რიცხვები და მოვლენები", სადაც წლის ყოველ დღესა და რიცხვში წარსულში მომხდარ სხვადასხვა ფაქტს შეგახსენებთ.


23 თებერვალს ბელორუსი, ყირგიზეთი, ტაჯიკეთი, რუსეთი და სამხრეთ ოსეთი სამშობლოს დამცველის დღეს აღნიშნავს. ეს თარიღი საბჭოეთში ადრე წითელი არმიის დღედ იწოდებოდა. დღეს რუსეთში სახელი შეუცვალეს და გააკეთილშობილეს. თუმცა,  შინაარსი იგივე დარჩა. მოკლედ, რუსეთში 23 თებერვალს ზეიმობენ იმ ჯარის დღეს, რომელიც ბოლო სამასი წელია ძირითადად სხვისი დაპყრობითაა დაკავებული. ეს საკითხი ამ დრომდე ვერ გაურკვევიათ ბელორუსში, ყირგიზეთში, ტაჯიკეთსა და სამხერეთ ოსეთში. ნაწილობრივ ვერც საქართველოში იმიტომ რომ 23 თებერვალს ჩვენთან რატომღაც "კაცების დღედ" მოიხსენიებენ.

სამაგიეროდ, ბრუნეიში ზუსტად იციან რას აღნიშნავენ 23 თებერვალს - დამოუკიდებლობის დღეს. პრაქტიკულად იგივეს ზეიმობენ ჰაიანაში - რესპუბლიკის დღეს.

23 თებერვალს მოინდომეს გამომგონებლებმა და რა აღარ მოიმოქმედეს. მაგალითად, 1874  წლის 23 თებერვალს ინგლისელმა მაიორმა უოლტერ უინგფილდმა დააპატენტა თამაში "Sphairistike", რომელსაც დღეს ჩოგბურთის სახელით ვიცნობთ.

1893 წლის 23 თებრვალს დააპატენტეს დიზელის გამომყვანი მოწყობილობაც.

1941 წლის 23 თებერვალს პირველად მიიღეს პლუტონი. მძიმე რადიოაქტიური მეტალი.

1947 წლის 23 თებერვალს კიდევ რა მოვლენაც მოხდა, ეს ძალიან გაუხარდებათ ქუთაისის მერიის ჩინოსნებს და ამაყად გადახედავენ კედელზე ჩამოკიდებულ სერთიფიკატს. ამ დღეს სტანდარტების საერთაშორისო ორგანიზაცია იგივე (ISO) დაფუძნდა.

23 თებერვალი აშშ-ში სხვადასხვა მოვლენით გამოირჩა. 1903 წლის 23 თებერვალს კუბამ აშშ-ს გუანტანემო გადასცა მუდმივი არენდით.

1884 წლის 23 თებერვალი აშშ-ში სტიქიური მოვლენებითაც დარჩა ისტორიას. ამ დღეს სამოცზე მეტი ტორნადო დაატყდა თავს ამერიკის სამხრეთ შტატებს. ქარბორბალა იმდენი იყო მათთვის სახელების დარქმევასაც ვერ ასწრებდნენ ამერიკელები.

ტორნადოზე ნაკლები უსიამოვნო ამბავი არც 1807 წლის 23 თებერვალს გაიგეს ამერიკელებმა. აშშ-ს ყოფილი ვიცე- პრეზიდენტი აარონ ბერა სამშობლოს ღალატის ბრალდებით დააკავეს.

კინაღამ სამშობლოს ღალატის კვალიფიკაცია მიეცა 14 ათას ინგლისელს, რომლებიც დეზერტირობის ბრალდებით იხდიდა სასჯელს. მათ, მეორე მსოფლიო ომის დროს ბრძოლის ველიდან მოცოცხეს. თუმცა, ინგლისის მთავრობამ მაინც დაინდო მათი თანამემამულეები და 1953 წლის 23 თებერვალს მათთვის ამნისტია გამოაცხადა,


Print E-mail
FaceBook Twitter
თეგები: #23 თებერვალი
მსგავსი სიახლეები
27 მარტს, ქუთაისს, ბევრისთვის საყვარელი მუსიკალური ჯგუფი
12:19 / 22.03.2024
27 მარტს, ქუთაისს, ბევრისთვის საყვარელი მუსიკალური ჯგუფი "რეზო და ბავშვები" ეწვევა.
დღეს საქართველოში ძველით ახალ წელს აღნიშნავენ.
11:09 / 14.01.2024
დღეს საქართველოში ძველით ახალ წელს აღნიშნავენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.