გართობა
ქუთაისის წერეთლის უნივერსიტეტში საახალწლო ფესტივალი გაიმართება
FaceBook
26 დეკემბერს, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის ღია სივრცეში, საახალწლო ფესტივალი გაიმართება.
ფესტივალს, რომელიც 18:00 საათზე დაიწყება, მუსიკალურად ჯგუფი „KILLAGES“-ი და ZAPA გააფორმებენ.

ამასთან, ადგილზე მისულებს დაგხვდებათ პატარა ,,საახალწლო სოფელი”, სადაც შეგეძლებათ დააგემოვნოთ ცხელი შოკოლადი, მიირთვათ გლინტვეინი და ჩაერთოთ სხვადასხვა კომპანიის მიერ წარმოდგენილ აქტივობებში.

საახალწლო ფესტივალზე დასწრება თავისუფალია.

Print