გართობა
20 სექტემბერს, ქუთაისში „ფრანისა“ და “რეგიონის“ კონცერტი გაიმართება
FaceBook
20 სექტემბერს, 100-საფეხურიან კიბესთან,  "ქუთაისის ახალგაზრდული ფესტივალი 2023" გაიმართება.

ფესტივალის ფარგლებში, მსმენელის წინაშე  „ფრანი“ და „რეგიონი“ წარსდგებიან.

კონცერტი 19:00 საათზე დაიწყება. ორგანიზატორი ქალაქის მერიაა.

აღნიშნული ღონისძიების ჩატარება ქალაქში 16 სექტემბერს იგეგმებოდა, თუმცა გურიაში მომხდარი ტრაგედიის გამო გადაიდო.


Print