ახალი ამბები
"ორმაისობისადმი" მიძღვნილი ღონისძიებები დღეს გალაკონცერტით დასრულდება
FaceBook
„ქუთაისქალაქობა 2023“-ის ფარგლებში დაგეგმილი ღონისძიებები დღეს გალაკონცერტით დასრულდება.

ცენტრალურ მოედანზე სცენას უკვე ამზადებენ, სადაც თბილისის მერიის საკონცერტო ორკესტრი „ბიგ-ბენდი“ იმღერებს.

ქუთაისელი აუდიტორიის წინაშე, 20:30 საათზე, მაია ბარათაშვილი, მარიკო ებრალიძე, ნესტან ჯიბლაძე, ნინი გველესიანი, თემო საჯაია, ზაურ ბოლქვაძე წარსდგებიან.

კონცერტის დასასრულს სცენა ელექტრონული მუსიკის შემსრულებელ ბესიკ გრძელიშვილს დაეთმობა.

გალაკონცერტამდე კი, 18:30 საათზე, მესხიშვილის თეატრში, თბილისის სიმფონიური ორკესტრის კონცერტი ,,სიმღერები ქართული კინოფილმებიდან“ (ვახტანგ კახიძის ხელმძღვანელობით და დირიჟორობით) გაიმართება.

საკონცერტო პროგრამაში ეკა მამალაძე, ნეკა სებისკვერაძე, დავით ნოზაძე, ნატო კახიძე, გედევან ჯინჭარაძე მონაწილეობენ. კონცერტზე სხვადასხვა თაობის ქართველი კომპოზიტორების არჩილ კერესელიძის, რევაზ ლაღიძის, გია ყანჩელის, ბიძინა კვერნაძის, ჯანსუღ კახიძის, სულხან ცინცაძის, ვახტანგ კახიძის კინო მუსიკა შესრულდება. აღნიშნულ კონცერტზე დასწრება მოსაწვევებითაა შესაძლებელი. 

„ქუთაისქალაქობასთან“ დაკავშირებული აქტივობები ოთხი დღის მანძილზე გაიმართება.

ქუთაისში "გვირილობის" დღესასწაულის აღნიშნვა 1911 წლიდან დამკვიდრდა. გვირილას, როგორც ბუნებრივ ანტიბიოტიკს, ტუბერკულოზთან ბრძოლაში სიმბოლური დატვირთვა ჰქონდა. გაზაფხულის ამ დღეს გაყიდული ყვავილებიდან მიღებული შემოსავალი დაავადებულთა მკურნალობას ხმარდებოდა.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონით გათვალისწინებულ
უფლებამოსილებებს საჯარო რეესტრის ნაცვლად, სახელმწიფო აუდიტის
სამსახური განახორციელებს.
16:51 / 09.03.2026
„უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ კანონით გათვალისწინებულ უფლებამოსილებებს საჯარო რეესტრის ნაცვლად, სახელმწიფო აუდიტის სამსახური განახორციელებს.
საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) ადამიანის
უფლებათა ევროპულ სასამართლოს მზია ამაღლობელის სახელით კიდევ ერთი,
მესამე საჩივარი წარუდგინა.
11:53 / 09.03.2026

საქართველოს ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციამ (საია) ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოს მზია ამაღლობელის სახელით კიდევ ერთი, მესამე საჩივარი წარუდგინა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.