ახალი ამბები
ქუთაისში მთელი დღის განმავლობაში საახალწლო ღონისძიებები გაიმართება
FaceBook
ქუთაისში, საახალწლო ღონისძიებები მთელი დღის განმავლობაში გაიმართება.
აქტივობები  14:00 საათზე დაიწყება და 20:00 საათზე ფეიერვერკით დასრულდება.

15:00-16:10 სთ. - ადგილობრივი ანსამბლები და ინდივიდუალური შემსრულებლები

14:00 – 19:30 სთ. - საახალწლო ბაზრობა  (ადგილობრივი მეწარმეები, გლინტვეინი)

15:00- 18:00 სთ. - მოსიარულე ორკესტრი

15:00-18:00 სთ. - საბავშვო გასართობი სადგურები  (სახეზე მოხატვა, ელფები, სახელოსნოები, მასკოტები) 18:45 -20:00სთ. -  ნოდარიკო ხუციშვილის მუსიკალური ბენდი

როგორც ქალაქის მერია ირწმუნება ღონისძიებები კოპვიდრეგუალციების დაცვით გაიმართება.

საახალწლო ღონისძიებების გამო ცენტრალურ მოედანზე ავტოსატრანსპორტო მოძრაობა შეიზღუდება.

ავტოტრანსპორტი და პარკინგი იქნება შემდეგი გრაფიკით: 29 დეკემბრის 10:00 საათიდან 30 დეკემბრის 23:00 საათამდე და 31 დეკემბრის 04:00 საათიდან 1 იანვრის 09:00 საათამდე.

30 და 31 დეკემბერს, დღის მანძილზე , ქუთაისში, ცენტრალურ ბულვარსა და დავით აღმაშენებლის მოედანზე დაგეგმილია საახალწლო ღონისძიებები.

ქუთაისის მერიამ საახალწლო კონცერტის გამართვა 20 დეკემბრიდან, ნაძვის ხის საზეიმო ანთებიდან დაიწყო. ქუთაისში გალა-კონცერტი 31 დეკემბერსაც ჩატარდება და მასში მონაწილეობას ქუთაისელი შემსრულებლები მიიღებენ. ესენია: ჩვენი კვარტეტი, დუეტი ლეონი, ოჩოს ქოხი, ფრანი. ასევე, მომღერლები მიმი ჯავახიშვილი, ელეონორა გოგოლაშვილი, პაჯო, ინდირა ჯგერნაია, ქეთი თურქაძე. 31 დეკემბრის საღამოს დიჯეებიც შეუერთდებიან DJ KURA, DJ ZAPA და DJ SOMALI. საღამო ფეიერვერკით დასრულდება.

ფოტო;  თეკო ჭეიშვილი
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში,
შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი
მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
14:13 / 26.04.2024
რიკოთის ახალი მაგისტრალური გზის მშენებლობის პროექტის ფარგლებში, შორაპანი-არგვეთას მონაკვეთზე, ზესტაფონის შემოვლითი 9 კმ-იანი მაგისტრალური გზა ავტოტრანსპორტისთვის დღეიდან გაიხსნა.
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს,
ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან
შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.
13:08 / 26.04.2024
საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მონაცემებით, 2023 წელს, ემიგრანტების რიცხოვნობამ 245 064 კაცი შეადგინა, რაც წინა წელთან
შედარებით 95.6 პროცენტით მეტია.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.