განათლება
"ყოველთვის მივდივარ როცა დრო მაქვს" - სარგებლობენ თუ არა სკოლის ბიბლიოთეკებით მოსწავლეები
FaceBook

"ჰარი პოტერი", წიგნები მოგზაურობაზე, ქართველი და უცხოელი კლასიკოსები  - ეს იმ წიგნების არასრული ჩამონათვალია, რომლებსაც მოსწავლეები საჯარო სკოლის ბიბლიოთეკებში ითხოვენ.

საჯარო სკოლებში  განმარტავენ, რომ მოსწვალეების სკოლის ბიბლიოთეკებში ვიზიტი ბოლო პერიოდში  უფრო გახშირდა, რადგან წიგნების კითხვა მასწავლებლების თქმით, "მოდური" გახდა. მოსწავლეების მოთხოვნასთან ერთად, საჯარ სკოლებში მათ წიგნადი ფონდის უფრო მეტად შევსება და მრავალფეროვნება სურთ. 


ქუთაისის #7 საჯარო სკოლის მე-11 კლასის მოსწავლე, ანზორ კვირიკაშვილი სასწავლო წლის ბოლოს დაგეგმილი გამოცდებისთვის ემზადება. ამიტომ სკოლის ბიბლიოთეკას ძირითადად სხვადასხვა ტესტების გასატანად სტუმრობს. ამბობს, რომ გასულ წელს უფრო ფილოსოფიური წერილებით და ნაშრომებით იყო დაინტერესებული.

"თუ სკოლას აქვს შესაბამისი წიგნი, რა თქმა უნდა, ამ შანსს ხელიდან არ ვუშვებ, მე-9 - მე-10 კლასში როცა ვიყავი მეტად მაინტერესებდა ფილოსოფოსები და მხატვრული ლიტერატურაც. ყოველთვის მივდივარ როცა დრო მაქვს  ამიტომ წელს პირველი რაც გავაკეთე იყო ის, რომ ბიბლიოთეკიდან ფიზიკის ტეტსტები გამოვიტანე",  -  გვიყვება ანზორ კვირიკაშვილი.

მეშვიდე საჯარო სკოლაში ამბობენ, რომ მოსწავლეების გააქტიურება განსაკუთრებით ბოლო წლებში შეიმჩნევა. დაახლოებით, 1 000 მოსწავლიდან უკვე 200 ბიბლიოთეკის მკითხველი გახდა. თუმცა, საჯარო სკოლების  (#7-ე; #33-ე და მეორე საჯარო სკოლა) ბიბლიოთეკაში ჩვენი მისვლის მომენტში სამკითხველოში მოსწავეელები არ დაგვხვედრია. 
"ჯერ სასკოლო წიგნების დარიგება არ არის დასრულებული  და ამიტომაც, ახლა ნაკლებად სარგებლობენ ბიბლიოთეკით", - განმარტეს საჯარო სკოლებში. 


მეშვიდე საჯარო სკოლის სამკითხველო დარბაზი

"ჰარი პოტერის ფილმებს ვუყურებ ხშირად და მომწონს, შემდეგ დედამ მირჩია წიგნიც წამეკითხა. კიდევ მომწონს ფერადი წიგნები უფრო მოგზაურობაზე და ჯადოქრებზე",  - ამბობს მეშვიდე კალასის მოსწავლე, ვიკა რუსაძე.

ამავე, საჯარო სკოლის ბიბლიოთეკის გამგის თამარ გახოკიძის თქმით, მოსწავლეების მიერ წიგნით დაინტერესებაში დიდი წვლილი საგნის მასწავლებელებსაც მიუძღვით.

"ვაკვირდები და ვიზიტორების უმეტესობა მაინც მე-7, მე-8, და მე-9 კალსის მოსწავლეები არიან. აინტერსებთ თანამედროვე მწერლები და ვაკვირდები რომ მოსწონთ წიგნებთან ურთიერთობა. როდესაც ერთი და იგივე წიგნს ბევრი მათგანი მკითხავს ვხვდები, რომ იქ დამრიგებელმაც იაქტიურა", - ამბობს თამარ გახოკიძე.


ქუთაისის მეშვიდე საჯარო სკოლის ბიბლიოთეკა

საჯარო სკოლის მასწავლებლების თქმით, რამდენიმე წლის წინ საფრთხედ აღიქვამდნენ, რომ მოსწავლეების განსაკუთრებულ დამოკიდებულებას კომპიუტერის და ინტერენეტისადმი. თუმცა, მათი თქმით, ბოლო 5 წელია წიგნისადმი ინტერესი მოსწავლეებში უფრო გააქტიურდა.

#33-ე საჯარო სკოლაში ქართული ენა, ლიტერატურის და უცხო ენის მასწავლებელბი გვიხსნიან, რომ გარდა პროგრამული წიგნებისა, ისინი ყურადღებას დამხამრე და მხატვრულ ლიტერატურაზეც ამახვილებენ.

"მე აუცილებლად მივიჩნევ, გარდა სასწავლო წიგნისა მოსწავლეს ქონდეს ზოგადი განათლება და წარმოდგენა სამყაროზე. მინდა ჩემმა მოსწავლემ იცოდეს ვინ არიან ქართველი თუ უცხოელი კლასიკოსები. მითუმეტეს ახლა განსაკუთრებით ექცევა ყურადღება გამოცდებზე თემის დაწერას. მე სულ ვეუბნები ჩემს მოსწავლეებს, რომ მხოლოდ სასკოლო წიგნებით კარგი თემა ვერ დაიწერება",  - ამბობს #33-ე საჯარო სკოლის ქართული ენის და ლიტერატურის მასწავლებელი, მზია ცირეკიძე.

მისი თქმით, მოსწავლებს ძირიდადად ვაჟა ფშაველას, აკაკი წერეთლის, ილია ჭავჭავაძის და კონსტანტინე გამსახურდიას ნაწარმოებების წაკითხვას სთავაზობს. მზია ცირეკიძე ამბობს, რომ კლასში მოსწავლების უმეტესობა მასწავლებლის რჩევას ითვალისწინებს.

#33-ე საჯარო სკოლის ბიბლიოთეკაში ამბობენ, რომ მოსწავლეების გააქტიურება მათთანაც შესამჩნევი გახდა. გარდა მოსწავლეებისა ბიბლიოთეკას მასწავლებლებიც სტუმრობენ, რადგან მათთვის სასწავლო დამხმარე სახელმძღვანელოები უკვე ბიბლიოთეკის წიგნადი ფონდის ნაწილია.

"ინგლისურენოვან ლიტერატურას უფრო მასწავლებლის დამხმარე სახელმძღვანელოდ ვიყენებთ. ხშირად ვკითხულობთ რა არის სიახლე და რა შეიძლება შევიტანოთ კლასში", - ამბობს ინგლისური ენის მასწავლებელი, თამუნა გაჩეჩილაძე.

ქუთაისის #33-ე საჯარო სკოლის ბიბლიოთეკარის თქმით, ამ დროისთვის სკოლის წიგნადი ფონდი 6 000-მდე წიგნს მოიცავს. სადაც გაერთიაენებულია, როგორც ქართული, ასევე უცხოენოვანი ლიტერატურა.


ქუთაისის #33-ე საჯარო სკოლის ბიბლიოთეკის ახალი წიგნების კუთხე. ამ დროისთვის სკოლის წიგნადი ფონდი 6 000-მდე წიგნს მოიცავს

ერთ-ერთი მდიდარი წიგნადი ფონდი აქვს ქუთაისის იოებ ოცხელის სახელობის #2 საჯარო სკოლას. სადაც ბიბლიოთეკა 1884 წლიდან ფუნქციონირებს და უკვე 26 531 წიგნს ინახავს, რომლის საერთო ღირებულება, 75 465 ლარია. ბიბლიოთეკაში ამბობენ, რომ სკოლის ბიბლიოთეკა ნამდვილად ეხმარება მოსწავლეებს ცოდნის გაღრმავებასა თუ ინტერესის დაკამაყოფუილებაში. ბიბლიოთეკის გამგის ინფორმაციით, 1 500 მოსწავლიდან სკოლის ბიბლიოთეკაში უმეტესი მათგანი გაწევრიანებული და აქტიურადაც კითხულობს წიგნებს.

"მე მესმის, რომ მოსწავლეებს მოსწონთ ახალი ფერადი წიგნები. ამ მხრივ, არჩევანი დიდია. მოთხოვნაა ასევე კლასიკოსებზე. ამის გარდა, სურთ წაიკითხონ დოსტოევსკის ნაწარმოებები", - ამბობს ქუთაისი #2 საჯარო სკოლის ბიბლიოთეკის გამგე, მაია კვიტაშვილი. მისი თქმით, წიგნადი ფონდის შევსებას ყოველწლიურად ახდენს. რა დროსაც მოსწავლეების სურვილებსაც ითვალისწინებს.

"განსაკუთრებით აქტიურობენს პირველიდან მეექვსე კლასისი ჩათვლით მოსწავლეები. აინტერესებთ ყველაფერი და აქ სულ ჟრიამულია. რაც შეეხება, მეექვსე კლასის ზემოთ აქ შედაებით საშუალოა მოთხოვნა, თუმცა ცუდი მდგომარეობა არისო ვერ ვიტყვი",  - ამბობს მაია კვიტაშვილი.


ქუთაისის #2 საჯარო სკოლის ბიბლიოთეკა

სკოლის მოსწავლეები ამბობენ, რომ ზოგჯერ წიგნის წასაკითხად დრო არ რჩებათ, რადგან, მათი თქმით, სასწავლო პროგრამა ისედაც გადატვირთულია. მოსწავლეების ნაწილი ამბობს, რომ ზოგჯერ სკოლებში მოძველებული წიგნებია, რაც, მისი თქმით, კითხვის პროცესს უინტერესოს ხდის.

"უკვე მეცხრე კლასში ვარ და გაკვეთილების სწავლით საკმაოდ ვიღლები, თუმცა, ბოლოს ერთი თანამედროვე მწერლის წიგნით დავინტერესდი დ ის ჩვენ ბიბლიოთეკას არ აღმოაჩნდა. ყოფილა შემთხვევა ძველი წიგნებიც გამომიტანია და წამიკითხავს, თუმცა ეს არც ისე სასიამოვნო იყო" - ამბობს  მეორე საჯარო სკოლის მოსწავლე ჩვენთან საუბარში.

ქუთაისის საჯარო სკოლების ბიბლიოთეკების წარმომადგენლების თქმით, მოსწავლეები მუდმივად ახალ მწერლებს და ახალ ნაბეჭდ წიგნებს ითხოვენ. ზოგჯერ წიგნების განახლებას სკოლა ან განათლების და მეცნიერების სამინისტრო უზრუნველყოფს.

"არსებობს სხვადასხვა პროექტი, სადაც სკოლის წარმომადგენელი დაწერს რა წიგნი უნდა, რატომ უნდა. ამის შემდეგ შესაძლებელია წიგნადი ფონდები სკოლებში სამინისტრომაც შეავსოს", - ამბობს ქუთაისის რესურსცენტრის ხელმძღვანელი, ბადრი ვაშაკიძე.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
იმერეთში, 2019-2020 სასწავლო
წლისთვის, 30 საჯარო სკოლაში არც ერთი პირველკლასელი არ
ჩარიცხულა. 
17:28 / 18.07.2019

იმერეთში, 2019-2020 სასწავლო წლისთვის, 30 საჯარო სკოლაში არც ერთი პირველკლასელი არ ჩარიცხულა. 

საუკეთესო მაგისტრის სტატუსი
ვესტ ვირჯინიის შტატის უნივერსიტეტში,  წლის განმავლობაში მხოლოდ
ერთს ერგება.
12:30 / 22.06.2019

საუკეთესო მაგისტრის სტატუსი ვესტ ვირჯინიის შტატის უნივერსიტეტში,  წლის განმავლობაში მხოლოდ ერთს ერგება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.