განათლება
სახალისო აქტივობები გაკვეთილების შემდეგ - სკოლებში შრომის გაკვეთილები ჩატარდება
FaceBook

11 წლიანი წყვეტის შემდეგ შრომის გაკვეთილები საქართველოს სკოლებში ისევ განახლდება.


გაკვეთილები საპილოტე რეჟიმშია და ამიტომ, ჯერ ის საქართველოს 100 სკოლაში, მიმდინარე წლის ოქტომბრიდან, ჩატარდება.

მისი ინიციატორი პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტია, სადაც განმარტავენ, რომ პროექტის მიზანი მოსწავლეებში შრომითი უნარების გაუმჯობესებაა. შრომის განახლებული გაკვეთილების ფარგლებში მოსწავლეებს, შესაძლოა, გაკვეთილები კულინარიაზე, სტილისტობაზე, ვიზაჟისტობაზე, მცენარეების მოვლასა და ყველა იმ საკითხზე ჩაუტარდეთ, რომელიც საქართველოს პროფესიულ სასწავლებლებში ისწავლება. აღნიშნულ პროექტს პროფესიული კოლეჯები სკოლებთან თანამშრომლობით, სკოლის ბაზაზე განახორციელებენ.


ზოგადი განათლების მართვისა და განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენელი, ლალი კალანდაძე ჩვენთან საუბარში განმარტავს, რომ შრომის გაკვეთილები ეროვნულ სასწავლო გეგმაში ჩასმული არ იქნება და მოსწავლეებს გაკვეთილების შემდეგ ჩაუტარდებათ. ლალი კალანდაძის განმარტებით, ერთადერთი მასწავლებელი, რომელიც ამაში იქნება ჩართული დამატებით შემოსავალსა და კრედიტ ქულებს მიიღებს. რაც შეეხება, კონკრეტულად თუ რა უნდა ისწავლებოდეს ლალი კანდელაკი განმარტავს:


"მოსწავლეებს შეეკითხებიან და სკოლა ასე იღებს გადაწყვეტილებას თუ რა უნდა ისწავლონ. მაგალითად, თუ ბავშვებმა აირჩიეს კულინარია. უკავშირდებიან იმ პროფესიულ სასწავლებელს, რომელსაც ამის კურსები და პროგრამა აქვს და შემდეგ, ეს კულინარიული პროფესიული სასწავლებელი ყიდულობს მათთვის ინვენტარს, მოდის და ამ გაკვეთილებს ატარებს. კონკრეტულად რომელიმე კლასი ამაში მონაწილეობას არ მიიღებს. ჯგუფები სკოლის მე-7, მე-8 და მე-9 მოსწავლეებისგან იქნება შემდგარი, თუმცა, შეიძლება სხვადასხვა კლასის ბავშვებისგან შემდგარი შერეული ჯგუფებიც იყოს", - ამბობს ის.


პროფესიული განათლების განვითარების დეპარტამენტის უფროსი, ირინა წეროძე ამბობს, რომ ჩვენს სისტემაში პროფესიული განათლება განათლების სხვა საფეხურებთან შედარებით გათიშული იყო და მოსწავლეებისთვის ასეთი სახალისო შრომითო გაკვეთილები ხელმისაწვდომი არ იყო.

"მსგავსი გაკვეთილები აქამდე არ ტარდებოდა. ახალი მეთოდი მოიცავს როგორც კეთების სახალისო გაკვეთილებს, რომლის ფარგლებში მოსწავლემ შეიძლება რაღაც ნივთი გააკეთოს, აგრეთვე სხვა პროგრამას, რომელიც შეიძლება იყოს IT მიმართულებითაც. ძალიან მრავალფეროვანია პროგრამები, რომლებსაც კოლეჯები ახორციელებენ, დაახლოებით 150-მდე პროგრამაა, თუმცა ყველა, რა თქმა უნდა, არ ერგება ასაკობრივ ჭრილს", - ამბობს ირინა წეროძე.

ქუთაისის საჯარო სკოლის დირექტორები აღნიშნულ ინიციატივას დადებითად აფასებენ. მათი თქმით, ეს ბავშვებს არჩევანის გაკეთების საშუალებას გაუადვილებს.


მეორე საჯარო სკოლის დირექტორის, მურად ჯიშკარიანის თქმით, ქუთაისის საზოგადოებრივი კოლეჯი "იბერიიდან" შემოთავაზება მათ უკვე მიიღეს. ხელშეკრულებებიც გააფორმეს, მაგრამ ეს ხელშეკრულებები ჯერ განათლების სამინისტრომ უნდა დაამტკიცოს.

"ჩვენ ხომ ძალიან ცუდი წესი გვაქვს, აუცილებლად უნდა დაამთავროს 12 კლასი და 16, 17, 18 წლის ახალგაზრდები სწავლით არ სწავლობენ და სკოლაში მაინც სურვილი აქვთ, რომ იარონ. ამიტომ ეს პროგრამა იძლევას შესაძლებლობას თავიდანვე აღმოაჩინონ რისი კეთება სიამოვნებთ და გაყვნენ პროფესიას მომავალში თუ უნდათ", - ამბობს მურად ჯიშკარიანი.

ბაქარ ლიკლიკაძე ქუთაისის #23 საჯარო სკოლის მოსწავლეა. ის ამბობს, რომ ამ პროექტის შესახებ პირველად ესმის, თუმცა, ამბობს რომ ის , ალბათ, საინტერესო იქნება და მის განხორციელებას მიესალმება.

"შრომის გაკვეთილები აქამდე არ ჩაგვტარებია, მგონი კარგი პროექტია, მივესალმები. ჯერ არ ვართ ინფორმირებულნი ამის შესახებ, მაგრამ შეიძლება ორშაბათს გვითხრან", - ამბობს ბაქარ ლიკლიკაძე.


შრომის გაკვეთილები, რომელიც ჯერ კიდევ საბჭოთა პერიოდის მეთოდებით ისწავლებოდა საქართველოში 2006 წლიდან აღარ ისწავლებოდა. როგორც ეროვნული სასწავლო გეგმების დეპარტამენტში განგვიმარტეს, ის 2006 წელს ეროვნული სასწავლო გეგემის დამტკიცების შემდეგად ამოიღეს. მიზეზი მოძველებული მეთოდებით სწავლება იყო.

 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ევროკავშირი, როგორც განათლების, კეთილდღეობის, მშვიდობის,
სტაბილურობისა და დემოკრატიული განვითარების ერთ-ერთი მთავარი
გარანტი, დიდ როლს ასრულებს ახალგაზარდების განათლებაში, მათთვის
უკეთესი მომავლის შექმნასა და განვითარებაში.
15:34 / 17.07.2024
ევროკავშირი, როგორც განათლების, კეთილდღეობის, მშვიდობის, სტაბილურობისა და დემოკრატიული განვითარების ერთ-ერთი მთავარი გარანტი, დიდ როლს ასრულებს ახალგაზარდების განათლებაში, მათთვის უკეთესი მომავლის შექმნასა და განვითარებაში.
2024 წლის გამოცდებისთვის ქუთაისში სამი საგამოცდო ცენტრი
იფუნქციონირებს.
15:14 / 22.06.2024
2024 წლის გამოცდებისთვის ქუთაისში სამი საგამოცდო ცენტრი იფუნქციონირებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.