განათლება
წერეთლის უნივერსიტეტის ჩავარდნილი ტენდერები და ტექნიკის გარეშე დარჩენილი სტუდენტები
FaceBook
"მხოლოდ ზეპისიტყვიერად ხდება ახსნა, თუ როგორ უნდა მოხდეს ფოტოს ან ვიდეოს გადაღება"

ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მიმდინარე წლის დასაწყისში დამტკიცებული ბიუჯეტი 17 მილიონი ლარით განისაზღვრა. უნივერისტეტის ძირითადი შემოსავლი სტუდენტების მიერ გადახდილი სწავლის საფასურია, რომლის 75 პროცენტი სასწავლებელში დასაქმებული პირების ხელფასებზე იხარჯება. მხოლოდ 10 პროცენტია განსაზღვრული სტუდენტებისთვის საჭირო ტექნიკის შესაძენად.
წერეთლის უნივერსიტეტში ამ დრომდე არ არის ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტებისთვის აუცილებელი ლაბორატორიული კაბიენეტი, სადაც თეორიის სწავლების გარდა, სტუდენტები პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებას შეძლებენ.
"მხოლოდ ზეპისიტყვიერად ხდება ახსნა, თუ როგორ უნდა მოხდეს ფოტოს ან ვიდეოს გადაღება", - ამბობენ სოციალურ მეცნიერებათა დეპარტამენტის, ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტები.
უნივერსიტეტში განმარტავენ, რომ ზემოთ აღნიშნული ლაბორატორიული კაბინეტის შესაქმენლად საჭირო ტექნიკის შესასყიდად 2014 წელს გამოცხადებული ტენდერები ჩავარდა. თუმცა, კონკრეტულად როდის, რა რაოდენობისა და დასახელების ტექნიკის შეძენაზე იყო გამოცხადებული ტენდერი და რა თახაზე, ამას უნივერსიტეტში ვერ აკონკრეტებენ.
"მე ახალი დანიშნული ვარ და კონკრეტულად ვერ გეტყვით, როდის გამოცხადდა ან რა თანხაზე იყო საუბარი. ეს ყველაფერი იმათ ეცოდინებათ, ვინაც წარმოადგინა ტექნიკის შესაძენად პროექტი", - განმარტავს წერეთლის უნივერსიტეტის ადმინისტრაციული სამსახურის უფროსი, კახა კუპატაძე.
ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტებისთვის ლაბორატორიული კაბინეტის მოსწაყობად ტექნიკის შესაძენად პროექტი სოციალურ-მეცნიერებათა დეპარტამენტის წარმომადგენელებმა მოამზადეს. თუმცა, აღნიშნული დეპარტამენტის ხელმძღვანელი, გრიგოლ ქობალიანი ამბობს, რომ მომზადებული პროექტის დეტალები არ იცის. შესაბამისად, მისთვის უცნობია, თუ რა ტექნიკაზე იყო მოთხოვნა.
ქობალიანის თქმით, იცის მხოლოდ ის, რომ გამოცხადებული ტენდერი ჩავარდა. როგორც ქობალიანი ამბობს, ჟურნალისტიკის მიმართულების სტუდენტებს ამ დროისთვის მხოლოდ ერთი, მოძველებული დიქტოფონი აქვთ.
დეპარტამენტის ხელმძღვანელმა "ქუთაისიპოსტი" პროექტის დეტალების გასაცნობად ჟურნალისტიკის მიმართულების ხელმძღვანელთან გადაამისამართა.
"მართალი გითხრათ, არ ვიცი რა რაოდენობის ტექნიკაზე არის საუბარი. პროექტი მიმართულების უკვე ყოფილმა ხელმძღვანელმა, ნანა შენგელიამ მოამზადა, რომელიც ამდროისთვის საქართველოში არ იმყოფება", - ამბობს ჟურნალისტიკის მიმართულების ხელმძღვანელი, მზია თადუმაძე.
"ქუთაისიპოსტის" მიერ სახელმიწფო შესყიდვების სააგენტოზე (სპა.გე) მოკვლეული ინფორამციით, წერეთლის უნივერსიტეტმა ტელე-რადიოსიგნალის მიმღებები და აუდიო ან ვიდეოგამოსახულების ჩამწერი აპარატურის შესაძენად 3 000 ლარიანი ტენდერი 2014 წლის წლის აპრილში გამოაცხადა. შემსყიდველს 30 ცალი MP3 მაგნიტაფონი უნდა შეეძინა. თუმცა, ტენდერი ჩავარდა.

KutaisiPost

მეორე ტენდერი სასწავლებელმა 2014 წელის ნოემბერში გამოაცხადა. 3 600 ლარიანი ტენდერით, სატენდერო დოკუმენტაციის მიხედვით, შემსყიდველს ორი ცალი კომპიუტერი და ერთი ცალი საბეჭდი მოწყობილობა უნდა შეესყიდა. თუმცა, ტენდერი ამ შემთხვევაშივ არ შედგა.

KutaisiPost

ასევე, არ შედგა 2014 წლის დეკემბერში 6500 ლარზე გამოცხადებული ტენდერიც, რომელიც კომპიუტერული მოწყობილობებისა და აქსესუარების შესყიდვას უკავშირდებოდა. კერძოდ აღნიშნულ თანხაში უნივრსიტეტს ერთი ცალი NოტეBოოკ I 17 ", ერთი ცალი - NოტეBოოკ II 15"; საბეჭდი მოწყობილობა (მულტი ფუნქციონალური შავ თეთრი ბეჭდვით) +2, სათადარიგო კარტრიჯ და ერთი პროექტორი უნდა შეესყიდა.

KutaisiPost

უნივერსიტეტის რექტორის, გიორგი ღავთაძის განმარტებით, მან ჩავარდნილი ტენდერებისა და არსებული პრობლემის შესახებ იცის და ირწმუნება, რომ უახლოეს მომავალში საკითხი მოგვარდება.
"ვიცი ამ პრობლემის შესახებ და ყოველ შეხვედრაზე სტუდენტებთანაც და მიმართულების ლექტორებთან მაქვს ამ საკითხზე საუბარი. მესმის, ძალიან ცუდია როცა უნივერსიტეტის კურსდამთავრებულს უჭირს ფოტო ან ვიდეოგადაღება. მაგრამ ამ საკითხზე ვმუშაობთ", - ირწმუნება გიორგი ღავთაძე.
რექტორი ამბობს, რომ არშემდაგრი ტენდერი არის მიზეზი ლაბორატორიის არარსებობის, ხოლო ტექნიკის შეძენა ტენდერის გარეშე ვერ მოხდებოდა.
"ახლა კანონში შევიდა ცვლილება, სადაც უკვე შესაძლებლობა გვაქვს, ერთ პირთან მოლაპარაკების შედეგად ხელშეკრულება გავაფორმოთ", - აღნიშნავს ღავთაძე.
თეკლე მორგოშია
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო
პროგრამის სტუდენტი საბა ხუჯაძე სწავლას ჯორჯ ვაშინგტონის სახელობის
უნივერსიტეტში გააგრძელებს.
10:03 / 29.03.2024
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი საბა ხუჯაძე სწავლას ჯორჯ ვაშინგტონის სახელობის უნივერსიტეტში გააგრძელებს.
საჯარო სკოლების დირექტორის შესარჩევ კონკურსში მონაწილე
კანდიდატებისათვის ტესტირება 10 მარტს ჩატარდება.
14:07 / 07.03.2024
საჯარო სკოლების დირექტორის შესარჩევ კონკურსში მონაწილე კანდიდატებისათვის ტესტირება 10 მარტს ჩატარდება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.