განათლება
ჩრდილოეთ პოლუსზე ყინული შესაძლებელია ერთ წელიწადში გაქრეს
FaceBook
შოკისმომგვრელ პროგნოზს ავრცელებს კლიმატოლოგი კემბრიჯიდან.

მისი ინფორმაციით, ჩრდილოეთ პოლუსზე ერთი წლის შემდეგ ყინული არ იქნება.

სხვა მეცნიერები ამ სცენარს რეალურად მიიჩნევენ. თუმცა, შესაძლებელია მის ასრულებას უფრო ხანგრძლივ დროს აკუთვნებენ, წერს La Stampa.

კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორი, პიტერ ბოდჰემსი მრავალი წლის მანძილზე იკვლევდა არქტიკი სკლიმატურ ცვლილებებს. იგი განუწყვეტლივ აგზავნიდა განგაშის სიგნალებს პოლარული ყინულის სწრაფი დნობის გამო, მაგრამ ამას ყურადღებას არავინ აქცევდა.

მეცნიერმა, რომელიც  National Snow and Ice Data Centre მონაცემებს იკვლევდა, შეამჩნია, რომ ყინულის ზედაპირი არქტიკაში შემცირდა 11,1 მილიონი კვადრატული კილომეტრით. მოკლე დროში გაქრა ისეთი სიდიდის ყინული, რომელიც იტალიის მოედნის მოცულობის ტერიტორიას იკავებს. ეს ერთ რამეს ნიშნავს, რომ კატასტროფა ახლოსაა.

პროფესორმა ბოდჰემსმა 40 პოლარული ექსპედიცია მოაწყო და ექსპედიციების კვლევები  შეადარა National Snow and Ice Data Centre -ის მონაცემებს. კვლევამ აჩვენა, რომ ჩრდილოეთ პოლუსი შესაძლებელია სრულიად გათავისუფლდეს ყინულიდან. ეს მოვლენა ბოლოს 100 ათასი წლის წინ მოხდა.

სხვა მეცნიერები, რომლებიც კლიმატის ცვლილებებს იკვლევენ უფრო ფრთხილ პოზიციას იკავებენ. თუმცა, იზიარებენ ბოდჰემსის შეშფოთებას. პიტერ გლეიკი Pacific Institute -დან თვლის, რომ მოვლენები მართლაც ისე განვითარდება, როგორც ამას ბოდჰემსი ამტკიცებს, თუმცა სრული დადნობა 2030-2050 წლებისთვის მოხდება. გლეიკი ამბობს: "ჩვენ თითქოს აღმოვჩნდით გაგიჟებულ მატარებელზე, სადაც მეცნიერები განუწყვეტლივ განგაშის საყვირში ბერავენ მაშინ, როდესაც პოლიტიკოსები მთავარ საქვაბეში საწვავს უმატებენ".
La Stampa
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო
პროგრამის სტუდენტი საბა ხუჯაძე სწავლას ჯორჯ ვაშინგტონის სახელობის
უნივერსიტეტში გააგრძელებს.
10:03 / 29.03.2024
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი საბა ხუჯაძე სწავლას ჯორჯ ვაშინგტონის სახელობის უნივერსიტეტში გააგრძელებს.
საჯარო სკოლების დირექტორის შესარჩევ კონკურსში მონაწილე
კანდიდატებისათვის ტესტირება 10 მარტს ჩატარდება.
14:07 / 07.03.2024
საჯარო სკოლების დირექტორის შესარჩევ კონკურსში მონაწილე კანდიდატებისათვის ტესტირება 10 მარტს ჩატარდება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.