განათლება
თომა ფირცხელანი ევროპის ყველაზე დიდი დეველოპერული კომპანიის ციფრული პროდუქტების მენეჯერია
FaceBook
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერების პროგრამის სტუდენტი თომა ფირცხელანი მობილური აპლიკაციების ევროპის ყველაზე დიდი დეველოპერული კომპანიის ციფრული პროდუქტების მენეჯერია.

Bending Spoons-ის სათავო ოფისი მილანში მდებარეობს, კომპანია ფლობს ისეთ ცნობილ პროდუქტებს, როგორებიცაა: WeTransfer, Remini, Brightcove, Evernote, Meetup და სხვა.

თომა, Product Manager-ის როლში, ამჟამად, AI ფოტოგრაფიის გუნდში, პროდუქტ Remini-ზე მუშაობს, რომელსაც მსოფლიოს მასშტაბით, დღეის მონაცემებით, 100 მილიონზე მეტი ყოველთვიური აქტიური მომხმარებელი ჰყავს.

“უკვე თითქმის ერთი წელია, ვავითარებ ხელოვნური ინტელექტის მეორე ყველაზე დიდ აპლიკაციას მსოფლიოში — Remini-ს, რომელიც ყოველთვიურად 130 მილიონზე მეტ მომხმარებელს აძლევს შესაძლებლობას, ხელოვნური ინტელექტის საშუალებით გააუმჯობესონ არსებული ან შექმნან ახალი ფოტოები.

KIU-მ ჩემს შემთხვევაში მნიშვნელოვანი როლი შეასრულა როგორც ინტელექტუალური, ისე პიროვნული განვითარების თვალსაზრისით. მჯერა, მთავარი - სტუდენტის მონდომებაა, უნივერსიტეტი შესაძლებლობებს გვთავაზობს, ის, თუ როგორ გამოვიყენებთ ამ შესაძლებლობებს, სწორედ ჩვენი მონდომების შედეგია” - ამბობს თომა ფირცხელანი.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულმა დიმიტრი
იოსებაძემ Amazon-ში დაიწყო მუშაობა.
10:48 / 16.06.2025
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულმა დიმიტრი იოსებაძემ Amazon-ში დაიწყო მუშაობა.
ComCom-მა, მასწავლებლებისა და მოსწავლეებისთვის გამოცხადებული,
მედიაწიგნიერების ოლიმპიადის გამარჯვებულად ქუთაისის N45 საჯარო სკოლა
გამოავლინა.
14:05 / 03.02.2025
ComCom-მა, მასწავლებლებისა და მოსწავლეებისთვის გამოცხადებული, მედიაწიგნიერების ოლიმპიადის გამარჯვებულად ქუთაისის N45 საჯარო სკოლა გამოავლინა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.