ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის (KIU) კურსდამთავრებულმა დიმიტრი
იოსებაძემ Amazon-ში დაიწყო მუშაობა.
დიმიტრიმ ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კომპიუტერული
მეცნიერების ინგლისურენოვანი საბაკალავრო პროგრამა დაამთავრა
(დამატებითი პროგრამა მათემატიკა). KIU-ში სწავლისას სტაჟირება
გერმანიაში, Forschungszentrum Jülich-ში, გაიარა. სწავლის დასრულების
შემდეგ კი შეთავაზება მიიღო Amazon-ის ბერლინის ოფისიდან.
დიმიტრი Amazon Simple Storage Service-ის ჯგუფს შეუერთდა, სადაც
აპროექტებს და ავითარებს სისტემებს, რომლებიც უზრუნველყოფენ
მონაცემების უსაფრთხო შენახვას და მათზე წვდომას.
“მიხარია, რომ დღესაც ვაგრძელებ თანამშრომლობას KIU-თან. პროფესორ
რამაზ ბოჭორიშვილის ხელმძღვანელობით, ჩართული ვარ პროექტში, რომელიც
მიზნად ისახავს მოწინავე ხელოვნური ინტელექტის ინფრასტრუქტურისა და
საერთაშორისო თანამშრომლობის ინტეგრირებას კომპიუტერული მეცნიერებისა
და მათემატიკის სასწავლო პროგრამაში” - ამბობს დიმიტრი.
მასალის გამოყენების პირობები