განათლება
საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა დღეიდან იქნება შესაძლებელი
FaceBook
აბიტურიენტებისათვის, სტუდენტთა საგრანტო კონკურსის მონაწილეებისათვის, მაგისტრანტობის კანდიდატებისა და მასწავლებლის გამოცდაზე რეგისტრირებულებისათვის საგამოცდო ბარათების ამობეჭდვა დღეიდან, 20 ივნისიდანაა, შესაძლებელი.

შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრი გამოსაცდელებს შეახსენებს, რომ გამოცდებზე დაშვების აუცილებელ პირობაა პირადობის დამადასტურებელ დოკუმენტთან ერთად საგამოცდო ბარათის წარდგენა.

"ბარათზე მოცემულია: საგამოცდო ცენტრის მისამართი, თითოეული გამოცდის თარიღი, გამოცდაზე რეგისტრაციის დაწყების დრო და სხვა მნიშვნელოვანი რეკომენდაციები. ცენტრი სთხოვს მონაწილეებს, ყურადღებით გაეცნონ ბარათზე მითითებულ ინფორმაციას და გაითვალისწინონ, რომ რეგისტრაციის დასრულების შემდეგ გამოცდაზე აღარ დაიშვებიან.

საგამოცდო ბარათის ამოსაბეჭდვად, გამოსაცდელი ვებგვერდზე online.naec.ge გამოყოფილ სპეციალურ ველებში უთითებს პირად თერთმეტნიშნა ნომერს, ცენტრის მიერ გაგზავნილ ხუთნიშნა კოდს და შედის საკუთარ გვერდზე, რომელზეც გაიარა რეგისტრაცია. გამოსაცდელი მიჰყვება ბმულს - „დაბეჭდეთ თქვენი საგამოცდო ბარათი“. ბარათი შეგიძლიათ დაიმახსოვროთ და ამობეჭდოთ ნებისმიერ დროს მთელი საგამოცდო პროცესის განმავლობაში.

მნიშვნელოვანია, რომ ბარათზე მითითებული ყველა ინფორმაცია დაიბეჭდოს მკაფიოდ, ხარვეზების (წყვეტის, ლაქებისა და ა. შ.) გარეშე. ბარათის ამობეჭდვა გამოსაცდელებს შეუძლიათ შავ-თეთრად სტანდარტულ თაბახის ფურცელზე (A4)",- აღნიშნულია გამოცდების ეროვნული ცენტრის განცხადებაში. 

საგამოცდო პროცესი წელს 3 ივლისს ერთიანი ეროვნული გამოცდებით დაიწყება. პირველ გამოცდას აბიტურიენტები ქართულ ენასა და ლიტერატურაში ჩააბარებენ, 26 ივლისს კი ფიზიკის გამოცდით დასრულდება. საგნისა და სპეციალური მასწავლებლის გამოცდაზე დარეგისტრირებულები პროცესში 5 ივლისიდან ჩაერთვებიან. 5 ივლისს ჩატარდება სტუდენტთა საგრანტო კონკურსიც. მაგისტრანტობის კანდიდატები კი საერთო სამაგისტრო გამოცდას 17 და 18 ივლისს ჩააბარებენ.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
მასწავლებლის ეროვნული პრემიის ჯილდოს მფლობელი ქუთაისის 41-ე საჯარო
სკოლის მასწავლებელი ივანე გოქაძე გახდა.
14:29 / 14.09.2024
მასწავლებლის ეროვნული პრემიის ჯილდოს მფლობელი ქუთაისის 41-ე საჯარო სკოლის მასწავლებელი ივანე გოქაძე გახდა.
წელს, უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელების უფლება 32 000-ზე
მეტმა აბიტურიენტმა მოიპოვა.
10:56 / 28.08.2024
წელს, უმაღლეს სასწავლებელში სწავლის გაგრძელების უფლება 32 000-ზე მეტმა აბიტურიენტმა მოიპოვა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.