განათლება
პირველკლასელთა რეგისტრაცია დღეს დაიწყო
FaceBook
განათლების სამინისტროს ინფორმაციით, დღეს, 20 მაისს, 09:00 საათიდან, პირველკლასელთა რეგისტრაცია დაიწყო. 

13 ივნისის ჩათვლით მშობლებს შესაძლებლობა აქვთ, შვილები მათთვის სასურველ სკოლაში, განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე დაარეგისტრირონ.

''ბავშვის სისტემაში რეგისტრაციას უზრუნველყოფს მშობელი ან კანონიერი წარმომადგენელი. ელექტრონულად რეგისტრირებული მოსწავლის ჩასარიცხად აუცილებელი დოკუმენტაციის წარდგენა სკოლებში 14 ივნისიდან 25 ივნისის ჩათვლით განხორციელდება. დადგენილ ვადებში დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.

პირველ კლასში ჩასარიცხი დოკუმენტები: მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილისა და ტელეფონის ნომრის თაობაზე ინფორმაციას და უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 78-ე მუხლით დადგენილ სხვა მოთხოვნებს, კანონიერი წარმომადგენლის პირადობის დამადასტურებელი მოწმობის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე).

მოსწავლის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში). დოკუმენტების უცხოურ ენაზე წარდგენის შემთხვევაში, მათ უნდა დაერთოს საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით შესრულებული თარგმანი ქართულ ენაზე).

პირველ კლასებში არსებული ადგილების რაოდენობის შესახებ ინფორმაციის ნახვა მოქალაქეებს შემდეგ ბმულზე შეუძლიათ: https://skolebi.emis.ge/.  პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაციის ინსტრუქციის ნახვა კი შესაძლებელია აქ",- ნათქვამია განათლების და მეცნიერების სამინისტროს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

„ზოგადი განათლების შესახებ“ საქართველოს კანონში ცვლილებების მიხედვით, 2024-2025 სასწავლო წელს, პირველ კლასში დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვები, რომლებსაც 6 წელი 1-ელ დეკემბრამდე შეუსრულდებათ.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ევროკავშირი, როგორც განათლების, კეთილდღეობის, მშვიდობის,
სტაბილურობისა და დემოკრატიული განვითარების ერთ-ერთი მთავარი
გარანტი, დიდ როლს ასრულებს ახალგაზარდების განათლებაში, მათთვის
უკეთესი მომავლის შექმნასა და განვითარებაში.
15:34 / 17.07.2024
ევროკავშირი, როგორც განათლების, კეთილდღეობის, მშვიდობის, სტაბილურობისა და დემოკრატიული განვითარების ერთ-ერთი მთავარი გარანტი, დიდ როლს ასრულებს ახალგაზარდების განათლებაში, მათთვის უკეთესი მომავლის შექმნასა და განვითარებაში.
2024 წლის გამოცდებისთვის ქუთაისში სამი საგამოცდო ცენტრი
იფუნქციონირებს.
15:14 / 22.06.2024
2024 წლის გამოცდებისთვის ქუთაისში სამი საგამოცდო ცენტრი იფუნქციონირებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.