განათლება
ექსტერნის გამოცდებზე რეგისტრაცია დაიწყო
FaceBook
I-XII კლასების პროგრამის ექსტერნატის ფორმით დაძლევის მსურველთათვის რეგისტრაციისა და გამოცდების ჩატარების ვადები ცნობილია.
მსურველი პირები გამოცდაზე დარეგისტრირებას 13 მარტის ჩათვლით შეძლებენ, ხოლო გამოცდები 18 მარტიდან 29 მარტის ჩათვლით ჩატარდება.

განათლების სამინისტროს ინფორმაციით, გამოცდაზე გასვლის უფლება პირს იმ შემთხვევაში აქვს, თუ მისი ასაკი შეესაბამება ან აღემატება ექსტერნის წესით დასაძლევი კლასის მოსწავლეთა ასაკობრივ ჯგუფს და დაძლეული აქვს წინმსწრები კლასის საგანმანათლებლო პროგრამა.

"ექსტერნად რეგისტრაციის თაობაზე სრულწლოვანი დაინტერესებული პირი ან არასრულწლოვანი დაინტერესებული პირის კანონიერი წარმომადგენელი განცხადებას რეგისტრაციისთვის დადგენილ ვადებში აუცილებელ დოკუმენტაციასთან ერთად რესურსცენტრში წარადგენს, შემდეგი წესის დაცვით: თუ პირი, რომელსაც სურს ექსტერნატის ფორმით ზოგადი განათლების მიღება, სწავლობს სკოლაში, განცხადებას წარადგენს იმ რესურსცენტრში, რომლის სამოქმედო ტერიტორიაზე მდებარეობს შესაბამისი სკოლა და მეორე, თუ პირი არ სწავლობს სკოლაში, განცხადებას წარადგენს ნებისმიერ რესურსცენტრში, პირის სურვილის შესაბამისად",- განმარტავენ განათლების სამინისტროში. 

გამოცდებზე რეგისტრაციის მიზნით რესურსცენტრისთვის წარსადგენი აუცილებელი დოკუმენტების ნუსხა ნახეთ აქ.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
KIU-ს მათემატიკის სკოლის მეოთხე კურსის სტუდენტი ზაურ ბოკელავაძე
სრული დაფინანსებით ჩაირიცხა მიუნსტერის (გერმანია) უნივერსიტეტის
მათემატიკის სამაგისტრო პროგრამაზე, ალგებრა-ტოპოლოგიის მიმართულებით.
10:00 / 10.07.2025
KIU-ს მათემატიკის სკოლის მეოთხე კურსის სტუდენტი ზაურ ბოკელავაძე სრული დაფინანსებით ჩაირიცხა მიუნსტერის (გერმანია) უნივერსიტეტის მათემატიკის სამაგისტრო პროგრამაზე, ალგებრა-ტოპოლოგიის მიმართულებით.
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერების
პროგრამის სტუდენტი თომა ფირცხელანი მობილური აპლიკაციების ევროპის
ყველაზე დიდი დეველოპერული კომპანიის ციფრული პროდუქტების მენეჯერია.
11:02 / 17.06.2025
ქუთაისის საერთაშორისო უნივერსიტეტის კომპიუტერული მეცნიერების პროგრამის სტუდენტი თომა ფირცხელანი მობილური აპლიკაციების ევროპის ყველაზე დიდი დეველოპერული კომპანიის ციფრული პროდუქტების მენეჯერია.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.