განათლება
წერეთლის უნივერსიტეტში 100%-იანი გრანტით 13-მა ადამიანმა ჩააბარა
FaceBook
ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად, ქუთაისის აკაკი წერეთლის სახელობის უნივერსიტეტში წელს 2 122 სტუდენტი ჩაირიცხა, რაც წინა წლის მონაცემთან შედარებით გაზრდილი მაჩვენებელია.
2022 წელს წერეთლის უნივერსიტეტის საბაკალავრო პროგრამებბზე 1918-მა აბიტურიენტმა ჩააბარა.

ჩარიცხული 2122 სტუდენტიდან 100%-იანი გრანტი 13-მა მათგანმა მიიღო, 70%-იანი დაფინანსება 34-მა სტუდენტმა მოიპოვა, ხოლო 50%-იანი გრანტით -128 ადამიანი ჩაირიცხა.

,,წელს ადგილები თითქმის სრულად შეივსო, მხოლოდ 100 ადგილი დაგვრჩა. მაღალი მიღება გვაქვს და განსაკუთრებული პოპულარობით სარგებლობენ შემდეგი საბაკალავრო პროგრამები: სამართალი, ინგლისური, საჯარო მმართველობა, საერთაშორისო ურთიერთობები, მედიცინა, პედაგოგიური, ქართული ფილოლოგია და ისტორია,’’ - ამბობს წერეთლის უნივერსიტეტის რექტორი შალვა კირთაძე. 

სასწავლო პროცესი 18 სექტემბერს განახლდება.

პირველკურსელთა რეგისტრაცია 7 სექტემბრიდან დაიწყება და 27 სექტემბრის ჩათვლით გაგრძელდება.

სამაგისტრო გამოცდები კი 22 და 23 სექტემბერს არის ჩანიშნული. საბუთების მიღება 11 სექტემბრიდან 21 სექტემბრის ჩათვლით იწარმოებს.

წერეთლის უნივერსიტეტში საბაკალავრო პროგრამებზე ჯამში 9000 სტუდენტზე მეტი სწავლობს.

2023 წლის ეროვნული გამოცდების შედეგად სტუდენტი 34 843 აბიტურიენტი გახდა.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო
პროგრამის სტუდენტი საბა ხუჯაძე სწავლას ჯორჯ ვაშინგტონის სახელობის
უნივერსიტეტში გააგრძელებს.
10:03 / 29.03.2024
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი საბა ხუჯაძე სწავლას ჯორჯ ვაშინგტონის სახელობის უნივერსიტეტში გააგრძელებს.
საჯარო სკოლების დირექტორის შესარჩევ კონკურსში მონაწილე
კანდიდატებისათვის ტესტირება 10 მარტს ჩატარდება.
14:07 / 07.03.2024
საჯარო სკოლების დირექტორის შესარჩევ კონკურსში მონაწილე კანდიდატებისათვის ტესტირება 10 მარტს ჩატარდება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.