განათლება
"საოცარი შეგრძნებაა, როცა შენი მიზანი რეალობად იქცევა'' - აბიტურიენტები ქუთაისიდან 100%-იანი გრანტით
FaceBook
ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად, წელს საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში 34 843 სტუდენტი ჩაირიცა, აქედან – 100%-იანი სახელმწიფო გრანტი 1 000-ზე მეტმა აპლიკანტმა მოიპოვა.

იმ აბიტურიენტებს შორის, რომლებიც სწავლას სრული დაფინანსებით გააგრძელებენ, ერთ-ერთია ქუთაისელი საბა ლოსაბერიძე. მან თავისუფალ უნივერსიტეტში, კომპიუტერულ მეცნიერებასა და მათემატიკაზე ჩააბარა. ამბობს, რომ შედეგი მისთვის მოულოდნელი არ ყოფილა, რადგან საკუთარ ცოდნაში დარწმუნებული იყო, თუმცა საბოლოო პასუხის გაგებას მაინც მოუთმენლად ელოდა. იმითვის, რომ მიზნისთვის მიეღწია, საბა ბევრს შრომობდა, როგორც ამბობს, წინა წლებში უფრო მეტი შრომა მოუწია, ვიდრე - უშუალოდ აბიტურიენტების პერიოდში, საკუთარ თავზე გამუდმებულმა მუშაობამ კი ნაყოფი გამოიღო და უკვე სტუდენტობისთვის ემზადება.

"ცოტა არ იყოს ვღელავ, რომ ახალ ეტაპზე მიწევს გადასვლა, მაგრამ ვფიქრობ, მზად ვარ. პროფესია იმის გათვალისწინებით ავირჩიე, რაც ყველაზე მეტად მომწონს და ამავე დროს, შემოსავლიანია. კომპიუტერული მეცნიერები ბავშობიდან მაინტერესებს, გარდა ამისა, ამ მიმართულებით მაღალაანაზღაურებად სამსახურში შემეძლება დასაქმება. ბედნიერი, ვარ რომ მალე უნივერსიტეტის კარი ჩემთვისაც გაიღება", - ამბობს საბა ლოსაბერიძე.

საბას მსგავსად, 100%-იანი დაფინანსება მოიპოვა ქუთაისელმა მარიტა გეწაძემ. ის კავკასიის უნივერსიტეტში, არქიტექტურის მიმართულებით ჩაირიცხა. მარიტა იმ ემოციებს იხსენებს, როცა გაიგო, რომ სასურველ უნივერსიტეტში, სასურველ პროფესიაზე მოხვდა, თან - სრული დაფინანსებით.

"როცა შედეგები დაიდო, ჩემს სიხარულს საზღვარი არ ჰქონდა. საოცარი შეგრძნებაა, როცა შენი ოცნება და მიზანი რეალობად იქცევა. ფაქტია, ოჯახისა და ახლობლების გაბედნიერება შევძელი, რაც ჩემს ემოციებს აორმაგებს,"-გვიყვება მარიტა.

აბიტურიენტობის პერიოდს სასიამოვნოდ და სახალისოდ იხსენებს. ამბობს, რომ სწავლას რეპეტიტორებთან არსებული თბილი გარემო უადვილებდა, რამაც ასევე ხელი შეუწყო მიზნის მიღწევაში. მალე მისთვის უნივერსიტეტის კარი გაიღება, რაც ახალ პასუხისმგებლობებთან არის დაკავშირებული. ახალი ახალი გარემო, ახალი ეტაპი ცოტას აშფოთებს, მაგრამ სწამს, რომ ყველაფერს მარტივად დაძლევს და წარმატებული სტუდენტი იქნება.

ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად, 2023 წელს დაფინანსდა 12 000-ზე მეტი გამოსაცდელი. სახელმწიფო გრანტი მოიპოვა 6 540-ზე მეტმა გამოსაცდელმა. აქედან – 100%-იანი სახელმწიფო გრანტი მიიღო 1 000-ზე მეტმა აპლიკანტმა, 70%-იანი – 1 450-ზე მეტმა გამოსაცდელმა, 50%-იანი გრანტი კი – 4 080-ზე მეტმა აბიტურიენტმა.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო
პროგრამის სტუდენტი საბა ხუჯაძე სწავლას ჯორჯ ვაშინგტონის სახელობის
უნივერსიტეტში გააგრძელებს.
10:03 / 29.03.2024
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი საბა ხუჯაძე სწავლას ჯორჯ ვაშინგტონის სახელობის უნივერსიტეტში გააგრძელებს.
საჯარო სკოლების დირექტორის შესარჩევ კონკურსში მონაწილე
კანდიდატებისათვის ტესტირება 10 მარტს ჩატარდება.
14:07 / 07.03.2024
საჯარო სკოლების დირექტორის შესარჩევ კონკურსში მონაწილე კანდიდატებისათვის ტესტირება 10 მარტს ჩატარდება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.