განათლება
მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსზე 892 პედაგოგი წარადგინეს
FaceBook
2023 წლის მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს კონკურსზე აპლიკაციების მიღება დასრულდა.
სულ 102 განაცხადია შესული, წარდგენილია 892 მასწავლებელი.

"მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ ინფორმაციით, ამჟამად მიმდინარეობს განაცხადების ტექნიკური შემოწმება და შემდეგ ეტაპზე გადასული ყველა აპლიკანტი შეტყობინებას ელექტრონულ ფოსტაზე მაისის ბოლოს მიიღებს.

განათლების კოალიციის ინიციატივითა და ორგანიზებით, კონკურსი წელს მეშვიდედ ტარდება და მიზნად ისახავს წარმატებული მასწავლებლების გამოვლენას, საზოგადოებისთვის გაცნობას და ამ გზით პროფესიის პრესტიჟის ზრდას.

კონკურსის პირველ ეტაპზე აპლიკაციები ტექნიკურად შემოწმდება, მეორე ეტაპისთვის გამოვლინდება კონკურსანტთა ათეული, ხოლო მესამე ეტაპზე, მიმდინარე წლის 5 სექტემბერს, ცნობილი გახდება იმ ხუთი ფინალისტის ვინაობა, რომელთაგან ერთ-ერთი, 5 ოქტომბერს, მასწავლებლის მსოფლიო დღეს, მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს მფლობელი გახდება.

კონკურსანტთა შერჩევის პროცესს 20 წევრისგან დაკომპლექტებული ჟიური წარმართავს. ჟიურის შემადგენლობაში განათლების სპეციალისტები, მეცნიერები, პედაგოგები და მედიის წარმომადგენლები არიან.

მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს ვებ-გვერდზე მასწავლებლების ნომინირება და აპლიკაციების მიღება 17 მარტიდან 30 აპრილის ჩათვლით იყო შესაძლებელი. მასწავლებლების წარდგენა ფიზიკურ პირებს, ორგანიზაციებს და საზოგადოებრივ ჯგუფებს შეეძლოთ.

„მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ კონკურსი პირველად 2017 წელს ჩატარდა, რითიც მასწავლებლის პროფესიის განვითარებისა და პოპულარიზაციის მასშტაბურ კამპანიას დაედო საფუძველი.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ევროკავშირი, როგორც განათლების, კეთილდღეობის, მშვიდობის,
სტაბილურობისა და დემოკრატიული განვითარების ერთ-ერთი მთავარი
გარანტი, დიდ როლს ასრულებს ახალგაზარდების განათლებაში, მათთვის
უკეთესი მომავლის შექმნასა და განვითარებაში.
15:34 / 17.07.2024
ევროკავშირი, როგორც განათლების, კეთილდღეობის, მშვიდობის, სტაბილურობისა და დემოკრატიული განვითარების ერთ-ერთი მთავარი გარანტი, დიდ როლს ასრულებს ახალგაზარდების განათლებაში, მათთვის უკეთესი მომავლის შექმნასა და განვითარებაში.
2024 წლის გამოცდებისთვის ქუთაისში სამი საგამოცდო ცენტრი
იფუნქციონირებს.
15:14 / 22.06.2024
2024 წლის გამოცდებისთვის ქუთაისში სამი საგამოცდო ცენტრი იფუნქციონირებს.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.