განათლება
ტყიბულელი მოსწავლეები ამერიკაში უფასოდ ისწავლიან
FaceBook
ტყიბულელი მოსწავლეები მარიამ გვენეტაძე და ერეკლე კუბლაშვილი FLEX-ის ფინალისტები გახდნენ.

მომავალ ლიდერთა გაცვლითი პროგრამის (FLEX) ფარგლებში, ისინი განათლებას, აშშ-ში, ერთი წლის მანძილზე, უფასოდ მიიღებენ.

მარიამ გვენატაძე და ერეკლე კუბლაშვილი ტყიბულის N1 საჯარო სკოლის მე-10 და მე-11 კლასების მოსწავლეები არიან.

მათთან ერთად ამერიკაში უფასოდ ისწავლის 16 წლის მარიამ ნაკაშიძე ბაღდათიდან და ქუთაისელი მოსწავლეები თამარ ახვლედიანი და ნუცა ღოღობერიძე.

FLEX-ის შესარჩევ კონკურსში საქართველოდან 6000-ზე მეტი მოსწავლე მონაწილეობდა, მათგან გამარჯვებული 70 აპლიკანტი გახდა.

FLEX-ი უკვე 29-ე წელია, ქართველ უფროსკლასელებს შესაძლებლობას აძლევს, ისწავლონ ამერიკულ სკოლებში და იცხოვრონ ამერიკულ ოჯახებში, გააცნონ თავიანთი კულტურა ამერიკელებს და ასევე, გაეცნონ ამერიკულ კულტურას სკოლაში სწავლის, ოჯახური ცხოვრებისა და სხვადასხვა ღონისძიებაში მონაწილეობის გზით.

მომავალ ლიდერთა გაცვლით პროგრამას ამერიკის მთავრობა აფინანსებს, ადმინისტრირებას კი საერთაშორისო განათლების ამერიკული საბჭოები უწევს.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო
პროგრამის სტუდენტი საბა ხუჯაძე სწავლას ჯორჯ ვაშინგტონის სახელობის
უნივერსიტეტში გააგრძელებს.
10:03 / 29.03.2024
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი საბა ხუჯაძე სწავლას ჯორჯ ვაშინგტონის სახელობის უნივერსიტეტში გააგრძელებს.
საჯარო სკოლების დირექტორის შესარჩევ კონკურსში მონაწილე
კანდიდატებისათვის ტესტირება 10 მარტს ჩატარდება.
14:07 / 07.03.2024
საჯარო სკოლების დირექტორის შესარჩევ კონკურსში მონაწილე კანდიდატებისათვის ტესტირება 10 მარტს ჩატარდება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.