განათლება
ინდოელ სტუდენტებს წერეთლის უნივერსიტეტში სტატუსი აღუდგათ
FaceBook
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის 80 ინდოელ სტუდენტს, რომლებსაც სტატუსი შეჩერებული ჰქონდათ, სწავლის გაგრძელების შესაძლებლობა მიეცათ.

უნივერსიტეტის რექტორი შალვა კირთაძე ამბობს, რომ „გლობალ ედიუქეიშენ ინსტიტუტი“, რომლიდანაც აწსუ-მდე ამ სტუდენტების სწავლის საფასური მოდიოდა, მოლაპარაკებაზე წამოვიდა.

სწორედ აღნიშნულ კომპანიას ადანაშაულებდნენ ინდოელი ახალგაზრდები თაღლითობაში. ისინი ამტკიცებდნენ, რომ სწავლის გადასახადი „გლობალ ედიუქეიშენ ინსტიტუტს“ ჩაურიცხეს, თუმცა ამ უკანასკნელის მიერ თანხა საგანმანათლებლო დაწესებულების ანგარიშზე ასახული არ იყო, რის გამოც სტუდენტებს სწავლის გაგრძელების უფლება არ ეძლეოდათ.

„საკითხი მოგვარების დასკვნით ეტაპზეა. ამ მომენტში ყველა სტუდენტი სასწავლო პროცესშია ჩართული. აღნიშნული ფირმა წამოვიდა ხელშეკრულების ურთიერთშესაბამისს ხელმოწერაზე. დაახლოებით 10 დღეში უნდა გაირკვეს ყველაფერი, მათ უნდა ჩადონ თავიანთი ქონებები დავალიანების დაფარვის გარანტად“,- განმარტავს შალვა კირთაძე.

„გლობალ ედიუქეიშენ ინსტიტუტს“ აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტთან ნახევარ მილიონ ლარზე მეტი დავალიანება აქვს.

ინდოელი სტუდენტები დამამთავრებელ კურსზე არიან.


ამავე თემაზე:


80 სტუდენტს სტატუსი შეუჩერდა - რას ითხოვენ წერეთლის სტუდენტები


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო
პროგრამის სტუდენტი საბა ხუჯაძე სწავლას ჯორჯ ვაშინგტონის სახელობის
უნივერსიტეტში გააგრძელებს.
10:03 / 29.03.2024
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი საბა ხუჯაძე სწავლას ჯორჯ ვაშინგტონის სახელობის უნივერსიტეტში გააგრძელებს.
საჯარო სკოლების დირექტორის შესარჩევ კონკურსში მონაწილე
კანდიდატებისათვის ტესტირება 10 მარტს ჩატარდება.
14:07 / 07.03.2024
საჯარო სკოლების დირექტორის შესარჩევ კონკურსში მონაწილე კანდიდატებისათვის ტესტირება 10 მარტს ჩატარდება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.