განათლება
რა უნდა ვიცოდეთ 2023 წლის გამოცდების რეგისტრაციის შესახებ? - ყველაზე ხშირად დასმული კითხვები
FaceBook
გამოცდების ეროვნული ცენტრი 2023 წლის გამოცდების შესახებ ყველაზე ხშირად დასმულ კითხვებს პასუხობს.

ცენტრის ინფორმაციით, გამოცდებისთვის რეგისტრაცია 3 აპრილს, 18:00 საათზე სრულდება. ამის შემდეგ გამოცდებში მონაწილეობის მსურველი ვეღარ დარეგისტრირდება.

ამ თარიღის შემდეგ აბიტურიენტებს 13 აპრილის 18:00 საათამდე მხოლოდ საგნის შეცვლა ან დამატება, ასევე გამოცდის ენის შეცვლა შეეძლებათ; პროგრამების წაშლის, არჩევისა და შეცვლის საშუალება აბიტურიენტებს კიდევ რამდენიმე თვის განმავლობაში აქვთ. ეს პროცესი აპელაციის შედეგების გამოქვეყნების მომდევნო დღის 18:00 საათზე შეწყდება (კონკრეტული თარიღი გამოქვეყნდება).

ამასთან, ერთიან ეროვნულ გამოცდებში მონაწილეობის საფასური (ერთი გამოცდისათვის) 10 ლარია. ამავე თანხას იხდის სტუდენტთა საგრანტო კონკურსში მონაწილეც. პრაქტიკოსი მასწავლებლებისათვის დარეგისტრირება უფასოა, ხოლო მაგისტრანტობის კანდიდატებისა და მასწავლებლობის მსურველი პირებისათვის რეგისტრაციის საფასური 50 ლარია.

„რეგისტრაციის დასრულებისას თუ თქვენ მიიღეთ სისტემაში შესასვლელი ხუთნიშნა კოდი, რეგისტრაცია წარმატებით გაქვთ გავლილი. არ გაანდოთ სხვას კოდი, მხოლოდ თქვენ ხართ პასუხისმგებელი სარეგისტრაციო გვერდზე შეტანილ ცვლილებებზე“, - აცხადებენ გამოცდების ეროვნულ ცენტრში.

მათივე ინფორმაციით, ცენტრის ვებგვერდზე უკვე გამოქვეყნებულია ელექტრონული კრებული „ცნობარი აბიტურიენტებისათვის", სადაც მოცემულია ყველა უმაღლესი სასწავლებელი და ასევე ყველა ის საგანმანათლებლო პროგრამა, რომლებზეც მიმდინარეობს მიღება მიმდინარე სასწავლო წელს. ცნობარში იხილავთ დეტალურ ინფორმაციას საგანმანათლებლო პროგრამების, საგამოცდო პროცესის, შედეგების გამოქვეყნების, აპელაციის პროცედურის, ჩარიცხვისა და სახელმწიფო სასწავლო გრანტის მოპოვების წესის შესახებ.

შემოქმედებით ტურს ირჩევთ რეგისტრაციის დროს თანხის გადახდის გარეშე. დამატებითი ინფორმაციის მისაღებად კი უნდა მიმართოთ შესაბამისი უმაღლესი სასწავლო დაწესებულების ადმინისტრაციას.

ამასთან, სპეციალური პირობის მონიშვნა და შემდგომ ფორმა N100 -ის წარმოდგენა 13 აპრილის 18:00 საათამდე ევალებათ იმ პირებს, რომლებიც საჭიროებენ გამოცდების დროს სპეციფიკური გარემოს შექმნას. მხედველობის სათვალის გამო სპეციალური პირობის მონიშვნა საჭირო არ არის. ასევე მნიშვნელოვანია, რომ ჩარიცხვის მომენტში პროგრამა იყოს აკრედიტებული, რადგან სხვა შემთხვევაში გრანტს ვერ მიიღებთ.

„ცნობარში მითითებული ინფორმაცია განახლებადია და გარკვეული პერიოდულობით შეგიძლიათ გადაამოწმოთ აკრედიტაციის გახანგრძლივების ვადები ცენტრის ვებგვერდზე“,- აღნიშნულია საგამოცდო ცენტრის ინფორმაციაში.

Print E-mail
FaceBook Twitter
თეგები: #გამოცდები
მსგავსი სიახლეები
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო
პროგრამის სტუდენტი საბა ხუჯაძე სწავლას ჯორჯ ვაშინგტონის სახელობის
უნივერსიტეტში გააგრძელებს.
10:03 / 29.03.2024
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი საბა ხუჯაძე სწავლას ჯორჯ ვაშინგტონის სახელობის უნივერსიტეტში გააგრძელებს.
საჯარო სკოლების დირექტორის შესარჩევ კონკურსში მონაწილე
კანდიდატებისათვის ტესტირება 10 მარტს ჩატარდება.
14:07 / 07.03.2024
საჯარო სკოლების დირექტორის შესარჩევ კონკურსში მონაწილე კანდიდატებისათვის ტესტირება 10 მარტს ჩატარდება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.