ახალი ამბები
ტყიბულელი პედაგოგი, ჟენევის ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრში, სასწავლო ვიზიტით გაემგზავრა
FaceBook
ტყიბულის მუნიციპალიტეტის სოფელ ცუცხვათისა და გელათის საჯარო სკოლების პედაგოგი თეა ღვინიანიძე შვეიცარიაში, "CERN"-ში, გაემგზავრა.

ის, ჟენევაში მდებარე ბირთვული კვლევების ევროპულ ცენტრში, ერთკვირიან სტაჟირებას გადის, რომელიც გუშინ, 26 მარტს დაიწყო და 1 აპრილის ჩათვლით განხორციელდება.

სასწავლო ვიზიტი მიზნად ისახავს საბუნებისმეტყველო საგნების, კერძოდ ფიზიკის სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას, საბუნებისმეტყველო საგნებით დაინტერესებასა და სამეცნიერო კვლევების პოპულარიზაციას სკოლებში.

„ვეცნობით ძალაინ საინტერესო ინფორმაციებს სამყაროს წარმოშობის შესახებ და ბევრ საჭირო თემას. გვაქვს საინტერესო ვორქშოფები და რაც ძალიან სასიხარულოა, ამ ყველაფერს ქართველები უძღვებიან მსოფლიოს სხვა ქვეყნის მეცნიერებთან ერთად. ვფიქრობ დიდ გამოცდილებას მივიღებ, რომელსაც შემდეგ ჩემს მოსწავლეებსაც გავუზიარებ“,- ამბობს თეა ღვინიანიძე.



უცხოეთში სასწავლო ვიზიტამდე თეამ „მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის“ მიერ გამოცხადებულ კონკურსში მიიღო მონაწილეობა, რომელიც ზოგადსაგანმანათლებლო საჯარო და კერძო სკოლების ფიზიკის მასწავლებლებისთვის იყო განკუთვნილი. პედაგოგთა სტაჟირებაც სწორედ ეროვნულმა ცენტრმა დააფინანსა.

რაც შეეხება "CERN"-ს, ის მსოფლიო და ევროპულ სამეცნიერო-კვლევით ცენტრს წარმოადგენს, რომელიც მეცნიერებს წარუდგენს სხვადასხვა შესაძლებლობას კვლევების ჩატარებისათვის ექსპერიმენტალური და თეორიული ფიზიკის, ელექტრონიკის, ინფორმატიკისა და ტექნიკის სფეროში.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
325 789 700 ლარი გრანტის მოცულობაა, რომლითაც საქართველოს 2023 წლის
ბიუჯეტი შეივსო.  ინფორმაციას ამის შესახებ აუდიტის
სამსახური ავრცელებს.
13:54 / 08.05.2024
325 789 700 ლარი გრანტის მოცულობაა, რომლითაც საქართველოს 2023 წლის ბიუჯეტი შეივსო.  ინფორმაციას ამის შესახებ აუდიტის სამსახური ავრცელებს.
13:27 / 08.05.2024

"ქართული ოცნების" პოლიტსაბჭოს გადაწყვეტილებით, შეიქმნება მონაცემთა ბაზა, სადაც განთავსდება ინფორმაცია იმ ადამიანების შესახებ, რომლებიც ''ძალადობაში, სხვა კანონსაწინააღმდეგო ქმედებებში, მუქარასა და შანტაჟში არიან ჩართულნი, ან ამგვარ ქმედებებს საჯაროდ იწონებენ".

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.