განათლება
მასწავლებლებისა და მასწავლებლობის მსურველებისათვის რეგისტრაციის გავლა 20 მარტიდან დაიწყება
FaceBook
გამოცდების ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მასწავლებლის საგნისა და უფროსი სპეციალური მასწავლებლის გამოცდებისათვის რეგისტრაციის გავლა 20 მარტის 10:00 საათიდან 3 აპრილის 18:00 საათამდეა შესაძლებელი.

რეგისტრაცია მხოლოდ ელექტრონულად, შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის სარეგისტრაციო გვერდზე მიმდინარეობს. საგნის გამოცდაში მონაწილეობა შეზღუდული არ არის.

რეგისტრაციის დროს გამოსაცდელი უთითებს მხოლოდ: პირად ნომერს; საკონტაქტო ტელეფონის ნომერს; საგანს, რომლის ჩაბარებაც სურს (შესაძლებელია მხოლოდ ერთი საგნის არჩევა); სასურველ საგამოცდო ქალაქს;

გამოსაცდელებმა, რომლებსაც ესაჭიროებათ სპეციფიკური საგამოცდო გარემოს შექმნა, რეგისტრაციის დროს უნდა მონიშნონ - „სპეციალური პირობები“ და შეფასებისა და გამოცდების ეროვნულ ცენტრში (მის.: თბილისი, ე. მინდელის N9) ან ადგილობრივ საგანმანათლებლო რესურსცენტრში (რესურსცენტრების მისამართები) 13 აპრილის 18:00 საათამდე შესაბამისი ჯანმრთელობის ცნობა (ფორმა N100) უნდა წარმოადგინონ.

რეგისტრაციის ვიდეოინსტრუქცია იხილეთ აქ.

საგამოცდო ცენტრის ინფორმაციით, პროგრამა არ მოგცემთ რეგისტრაციის დასრულების საშუალებას, თუ გადახდილი არ გაქვთ ტესტირებაში მონაწილეობის საფასური - 50 ლარი. პრაქტიკოსი და სპეციალური პრაქტიკოსი მასწავლებლებისათვის კი რეგისტრაცია შესაბამისი გამოცდისათვის უფასოა.

ამასთან, გამოსაცდელს რეგისტრაციის დასრულების შემდეგ არ აქვს უფლება შეცვალოს სარეგისტრაციო განცხადებაში მითითებული მონაცემები.

გამოცდების რეგისტრაციასთან დაკავშირებით მეტი ინფორმაციის გასაგებად ეწვიეთ საიტს: https://naec.ge/#/ge/post/2891

რაც შეეხება პროფესიული უნარების გამოცდისა (წამყვანი და მენტორი მასწავლებლის სტატუსის მოპოვების მსურველთათვის) და წამყვანი სპეციალური მასწავლებლის გამოცდის ჩაბარების მსურველებს, მათთვის რეგისტრაცია უახლოეს მომავალში დაიწყება. ამ საკითხთან დაკავშირებით ინფორმაცია შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ვებგვერდზე გამოქვეყნდება და ყველა საგანმანათლებლო რესურსცენტრს მიეწოდება.


Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო
პროგრამის სტუდენტი საბა ხუჯაძე სწავლას ჯორჯ ვაშინგტონის სახელობის
უნივერსიტეტში გააგრძელებს.
10:03 / 29.03.2024
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი საბა ხუჯაძე სწავლას ჯორჯ ვაშინგტონის სახელობის უნივერსიტეტში გააგრძელებს.
საჯარო სკოლების დირექტორის შესარჩევ კონკურსში მონაწილე
კანდიდატებისათვის ტესტირება 10 მარტს ჩატარდება.
14:07 / 07.03.2024
საჯარო სკოლების დირექტორის შესარჩევ კონკურსში მონაწილე კანდიდატებისათვის ტესტირება 10 მარტს ჩატარდება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.