განათლება
"უწყვეტ განათლებას მოაქვს პროგრესი" - გეგუთის სკოლის პედაგოგი საუკეთესო მასწავლებლად დასახელდა
FaceBook

წყალტუბოს მუნიციპალიტეტის სოფელ გეგუთის პირველი საჯარო სკოლის პედაგოგი ნათია კილაძე გერმანულ ენაში საქართველოს საუკეთესო მასწავლებლად დასახელდა.

2022 წლის საუკეთესო მასწავლებლის კონკურსის ფარგლებში, მას განათლებისა და მეცნიერების მინისტრმა საპატიო ჯილდო – საუკეთესო მასწავლებლის სამკერდე ნიშანი და შესაბამისი სერტიფიკატი გადასცა.

ნათია კილაძე ამბობს, რომ წარმატებისა და აღიარების გზა მარტივი არ იყო და მას წინ ბევრი შრომა, ძალისხმევა, საქმისა და მოსწავლეების დიდი სიყვარული უძღვოდა.

წლის საუკეთესო მასწავლებელი მიიჩნევს, რომ უწყვეტ განათლებას მოაქვს პროგრესი.

„ეს ტიტული ჩემთვის ძალიან დიდი მოტივაცია და პასუხისმგებლობაა, რა თქმა უნდა, ჩემი მოსწავლეების, კოლეგების წინაშე. 21-ე წელი დაიწყო, რაც გერმანული ენის მასწავლებელი ვარ და ის გამოცდილება, რაც მივიღე, წარმატება და აღიარების გზა ნამდვილად არ იყო მარტივი. ამას ძალიან დიდი შრომა, ძალისხმევა და პასუხისმგებლობა უდევს საფუძვლად, რადგან მასწავლებელი აუცილებლად უნდა ვითარდებოდე, პროფესიულად წინ მიდიოდე და შეგეძლოს, თითოეული მოსწავლის შედეგზე გასვლა. ამიტომ ეს ტიტული დიდი პასუხისმგებლობაა ჩემთვის. ამასთან, მაძლევს მოტივაციას, კიდევ მეტი გავაკეთო ჩემს პროფესიაში. მადლობა იმ კომისიას, რომელმაც საქართველოში ამდენ მასწავლებელს შორის გამომარჩია და ეს ტიტული მომანიჭა“,- ამბობს პედაგოგი.

აღსანიშნავია ისიც, რომ ნათია კილაძეს საქართველოს გოეთეს ინსტიტუტმა (რომელიც ამ კონკურსის ერთ-ერთი პარტნიორია) სტიპენდიაც გადასცა და ის აგვისტოში, გერმანიაში, სრული დაფინანსებით გაემგზავრება, სადაც ორკვირიან პროფესიული განვითარების კურსს გაივლის.

ნათია კილაძე თამარ მეფის სახ. გეგუთის პირველ საჯარო სკოლაში 20 წელია გერმანულ ენას ასწავლის. პარალელურად, 10 წელია, ქართულ-ამერიკულ სკოლა „პროგრესში“ მოღვაწეობს და აკადემიის აღმასრულებელი დირექტორია.

გარდა ამისა, ის გოეთეს ინსტიტუტის სამგზის სტიპენდიანტი, საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტის საჯარო მმართველობის დოქტორანტი, ლიდერობის განვითარების ექსპერტი, არაერთი საერთაშორისო კონფერენციის მონაწილე, ორგანიზატორი და ინიციატორია.

საუკეთესო მასწავლებლის სტატუსი სულ ოთხ პედაგოგს მიენიჭა: ჩხოროწყუს (ქართულ ენაში), მარნეულის (ქართული, როგორ მეორე ენა), წალკისა (ინგლისური) და წყალტუბოს (გერმანული ენა) წარმომადგენლებს.

საუკეთესო მასწავლებლის კონკურსი, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს ინიციატივით, მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ ყოველწლიურად ტარდება და მის მთავარ მიზანს მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაცია, პრესტიჟის ზრდის ხელშეწყობა და წარმატებული პედაგოგიური პრაქტიკის გამოვლენა წარმოადგენს.

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო
პროგრამის სტუდენტი საბა ხუჯაძე სწავლას ჯორჯ ვაშინგტონის სახელობის
უნივერსიტეტში გააგრძელებს.
10:03 / 29.03.2024
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი საბა ხუჯაძე სწავლას ჯორჯ ვაშინგტონის სახელობის უნივერსიტეტში გააგრძელებს.
საჯარო სკოლების დირექტორის შესარჩევ კონკურსში მონაწილე
კანდიდატებისათვის ტესტირება 10 მარტს ჩატარდება.
14:07 / 07.03.2024
საჯარო სკოლების დირექტორის შესარჩევ კონკურსში მონაწილე კანდიდატებისათვის ტესტირება 10 მარტს ჩატარდება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.