განათლება
15 მარტიდან პირველკლასელთა რეგისტრაცია იწყება
FaceBook
15 მარტს პირველკლასელთა საყოველთაო რეგისტრაციისთვის შესაბამისი პორტალი გაიხსნება.

მშობლებს, შვილების დარეგისტრირება ელექტრონულად შეუძლიათ. პროცესი ოთხ ეტაპად ჩატარდება.

პირველ ეტაპზე, რომელიც 2022 წლის 15 მარტს დაიწყება და 26 მარტს დასრულდება, სკოლაში მისაღებად საჭირო პროცედურის გავლა შეეძლებათ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების ბავშვებს. რეგისტრაციის გავლის შემდეგ, მშობლებმა დოკუმენტები უნდა წარადგინონ 29 მარტიდან 29 აპრილის ჩათვლით.

II ეტაპის ვადებია 2 - 13 მაისი. ამ პერიოდში სკოლებში დარეგისტრირებას შეძლებენ ის ბავშვები, რომელთა და-ძმაც სწავლობს იმავე სკოლაში; მშობელი/მეურვე/მზრუნველი იმავე სკოლის თანამშრომელია ან ოჯახიდან ერთდროულად ორი ან მეტი ბავშვი შედის პირველ კლასში.

III ეტაპი ითვალისწინებს საყოველთაო რეგისტრაციას. ეს პროცესი 17 მაისიდან დაიწყება და 8 ივნისის ჩათვლით გაგრძელდება.

IV ეტაპზე, გამოთავისუფლებულ ვაკანტურ ან დარჩენილ თავისუფალ ადგილებზე დარეგისტრირდებიან ის ბავშვები, რომლებმაც წინა ეტაპებზე ეს ვერ მოახერხეს. პროცესი 28 ივნისს დაიწყება და 12 ივლისის ჩათვლით გაგრძელდება.

რეგისტრაცია ხორციელდება განათლების მართვის საინფორმაციო სისტემის ოფიციალურ ვებგვერდზე registration.emis.ge.

რეგისტრაციის შემდეგი ეტაპია მოსწავლის ჩარიცხვა, რისთვისაც აუცილებელი დოკუმენტები მშობლებმა 13 ივნისიდან 24 ივნისის ჩათვლით უნდა წარადგინონ. დადგენილ ვადებში დოკუმენტაციის წარუდგენლობის შემთხვევაში, რეგისტრაცია ავტომატურად გაუქმდება.

პირველ კლასში ჩასარიცხი დოკუმენტებია:

მოსწავლის კანონიერი წარმომადგენლის განცხადება, რომელიც უნდა შეიცავდეს კანონიერი წარმომადგენლის საცხოვრებელი ადგილისა და ტელეფონის ნომრის თაობაზე ინფორმაციას;

მოსწავლის დაბადების მოწმობის ან პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი და საქართველოში ბინადრობის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი (ასეთის არსებობის შემთხვევაში).

2022-2023 სასწავლო წლისთვის სკოლებში დარეგისტრირებას შეძლებენ ბავშვები, რომლებსაც 6 წელი15 სექტემბრის ჩათვლით უსრულდება.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო
პროგრამის სტუდენტი საბა ხუჯაძე სწავლას ჯორჯ ვაშინგტონის სახელობის
უნივერსიტეტში გააგრძელებს.
10:03 / 29.03.2024
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი საბა ხუჯაძე სწავლას ჯორჯ ვაშინგტონის სახელობის უნივერსიტეტში გააგრძელებს.
საჯარო სკოლების დირექტორის შესარჩევ კონკურსში მონაწილე
კანდიდატებისათვის ტესტირება 10 მარტს ჩატარდება.
14:07 / 07.03.2024
საჯარო სკოლების დირექტორის შესარჩევ კონკურსში მონაწილე კანდიდატებისათვის ტესტირება 10 მარტს ჩატარდება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.