განათლება
საკლასო ოთახებში საგაკვეთილო პროცესი სავარაუდოდ ოქტომბერში აღდგება
FaceBook
სავარაუდოდ, საკლასო ოთახებში საგაკვეთილო პროცესი ოქტომბერში აღდგება.
ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ პაატა იმნაძემ განაცხადა.

პაატა იმნაძის ვარაუდით, ეპიდსიტუაცია ოქტომბერში გაუმჯობესდება.

''რისკი იმის, რომ ვირუსი სკოლის გარეშეც გადასდონ ერთმანეთს, არსებობს, თუმცა რისკები განსხვავებულია როცა ბავშვი ეზოში, ღია სივრცეში თამაშობს და როცა ბევრ თანაკლასელს ხვდება ერთ ოთახში. იმედი გვაქვს, რომ ავადობა იკლებს ქვეყანაში იმ დროისთვის, რაც გათვლილი გვქონდა და ოქტომბრის დასაწყისში, როდესაც მაჩვენებლები მინიმუმადე ჩამოვა, სასკოლო განათლების სასკოლო სივრცეში აღდგენა შესაძლებელი გახდება", - განაცხადა პაატა იმნაძე.

2019 წლიდან, კორონავირუსის გავრცელების გამო, სკოლები სწავლების დისტანციურ რეჟიმზე რამდენჯერმე გადავიდნენ. ამ ხნის განმავლობაში მოსწავლეებს სრულყოფილად თითქმის არ უსწავლიათ. ონლაინ რეჟიმი განსაკუთრებით რთული აღმოჩნდა პირველი კლასის მოსწავლეებისთვის, რომლებმაც 2020-2021 წლის სასწავლო წელი ისე დაასრულეს, რომ მათი ნაწილი პედაგოგს არც შეხვედრია. მათაც, ვინც წელს გახდა პირველკლასელი, სწავლის დაწყება სახლში, კომპიუტერთან მოუწევს.

ონლაინ რეჟიმში დაიწყო სწავლა უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლის სტუდენტებისთვისაც. მათაც, ლექციების აუდიტორიებში მოსმენა მხოლოდ 4 ოქტომბრიდან შეეძლებათ.

15 სექტემბერს საქართველოს მასშტაბით ახალი სასწავლო წელი დაიწყო, თუმცა, ონლაინ რეჟიმში.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო
პროგრამის სტუდენტი საბა ხუჯაძე სწავლას ჯორჯ ვაშინგტონის სახელობის
უნივერსიტეტში გააგრძელებს.
10:03 / 29.03.2024
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი საბა ხუჯაძე სწავლას ჯორჯ ვაშინგტონის სახელობის უნივერსიტეტში გააგრძელებს.
საჯარო სკოლების დირექტორის შესარჩევ კონკურსში მონაწილე
კანდიდატებისათვის ტესტირება 10 მარტს ჩატარდება.
14:07 / 07.03.2024
საჯარო სკოლების დირექტორის შესარჩევ კონკურსში მონაწილე კანდიდატებისათვის ტესტირება 10 მარტს ჩატარდება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.