განათლება
პირბადით და ზარის გარეშე - პანდემიური გაკვეთილები ქუთაისში
FaceBook
დისტანცია, პირბადე, სანიტაიზერი - გაკვეთილი ზარის გარეშე, დასვენება - თამაშის გარეშე. ეს ის შეზღუდვებია, რომელიც კორონავირუსის პრევენციის მიზნით სკოლებში დაწესდა.
,, კლასელებთან თამაში და ჩახუტება მომენატრა"-, გვეუბნება 7 წლის თომა.

თომას საგაკვეთილო პროცესი თერმოსკრინინგით ცხრა საათზე იწყება.

თერმოსკრინინგის ჩასატარებლად თომა და მისი თანატოლები ერთ მეტრიან დისტანციას იცავენ.

" ტემპერატურა თუ არც ერთს არ დაგვიფიქსირდა სკოლაში შევდივართ და ხელებს ხსნარით ვიმუშავებთ"

თომას საგაკვეთილო პროცესი 30 წუთამდე შემცირდა. 



,, შედარება არ შეიძლება ონლაინ და საკლასო ოთახებში სწავლებისა. ბავშვებს სჭირდებათ ურთიერთობა. რაც შეეხება პრევენციას მასწავლებლებს თვითონ გაყავთ ცალ-ცალკე კლასიდან ბავშვები, დისტანციით" -, გვეუბნება თომას დედა ნინო.

საკლასო ოთახში სწავლა განაახლა 17 წლის ბარბარემაც. თომასგან განსხვავებით მას კლასში პირბადე უკეთია.




" არც გაკვეთილზე ვიხნით და არც დასვენებაზე, ერთმანეთთანაც დისტანციით ვართ, მაგრამ დისტანციურ გაკვეთილებს სჯობს"

განსხვავებით თომასა და ბარბარეს მშობლებისგან,  მესამე კლასელი მარიამის დედამ გადაწყვიტა, ბავშვი სკოლაში არ გაუშვას და შვილისთვის დისტანციური სწავლების ფორმა არჩიოს.



,, ვფიქრობ ჯერ კიდევ საშიშია, ჩემმა მეგობრებმა წაიყვანეს ბავშვები და მათ სკოლაში დაფიქსირდა ვირუსი, მირჩევნია ისევ დისტანციურად ისწავლოს დაცული იქნება", - ამბობს ნინო.

ნინოს მსგავსად ქუთაისში ონლაინ სწავლება 1250-მა მშობელმა აირჩია.

საკლასო ოთახებში სწავლა 26 785 მოსწავლემ განაახლა.

,,შეგვიძლია ვთქვათ, რომ სკოლებში თითქმის 100 %-იანი დასწრებაა. ყველა სკოლაში განახლდა სასწავლო პროცესი. 1250 მოსწავლის მშობელმა გამოთქვა სურვილი. მონაცემები მომავალ ოთხშაბათს განახლდება, რადგან მშობლებს არჩევანის შეცვლა კვირაში ერთხელ, სწორედ ამ დღეს შეუძლიათ",- ამბობს რესურსეცნტრის ხელმძღვანელი მაია ცქიტიშვილი.


სასწავლო პროცესის წარმართვისთვის განათლების სამინისტრომ როგორც სკოლებისთვის, ისე მშობლებისთვის რეკომენდაციები შეიმუშავა.

, ჯანდაცვის სამინისტროს რეკომენდაციების დაცვაში გასნაკუთრებული სირთულე არ არის.მართალია შრომა მოემატათ მასწავლებლებს, მაგრამ ყველას გააზრებული აქვს რამდენად მნიშვნელოვანია ამ რეკომენდაციების შესრულება. თუ ამას არ ვიზამთ ისევ დავიხურებით. ამას ხვდებიან ბავშვები. მათაც ბოლომდე გააზრებული აქვთ“, - ამბობს ქუთაისის მე-12 საჯარო სკოლის დირექტორი ნათია სულავა.

მე-12 სკოლა იმითაც გამოირჩევა, რომ აქ სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე ყველაზე მეტი მოსწავლე დადის. სკოლას ამ მხრივ ქალაქის სკოლებში ყველზე დიდი გამოცდილება აქვს

ზოგადი რეკომენდაციების დოკუმენტში ცალკე პუნქტებად არის შემუშავებული რეკომენდაციები სპეციალური საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებისთვის. რაც ბევრ სხვა რეკომენდაციასთან ერთად გულისხმობს ყველა იმ ზედაპირის დამუშავებას მათ შორის, ეტლი, ყავარჯენი, სათვალე და სხვა რომელთანაც შეხება უწევს სსსმ მოსწავლესა და მასთან მომუშავე სპეციალისტს.
დეზინფექციის თუ ყველა სხვა რეკომენდაციის დაცვის პროცესში სპეციასლიტი უნდა დაეხმაროს მოსწავლეს. 

სსსმ მოსწავლესთან მომუშავე სპეციალისტმა უნდა დაიცვას ჰიგიენის წესები სამუშაო ადგილზე, ასევე, დაეხმაროს სსსმ მოსწავლეებს ჰიგიენის წესების დაცვაში

სსსმ მოსწავლესთან მომუშავე სპეციალისტი შეძლებისდაგვარად უნდა დაეხმაროს სსსმ მოსწავლეებს უსაფრთხო დისტანციის დაცვაში“, -აღნიშნულია დოკუმენტში.

სპეციალური საჭიროების მქონე ბავშვებიდან ვისაც დახმარება ნაკლებად ჭირდება ყველა ის ბავშვი დადის სკოლაში. სკოლა მზად არის ყველას გაუწიოს დახმარება, მაგრამ სხვებმა  დისტანციური სწავლება არჩიეს. ეს მათი არჩევანი იყო, “ - ამბობს ნათია სულავა.

განათლების სამინისტროს მიერ შემუშავებული რეკომენდაციები ვალდებულებებს უჩენენ სასწავლო პროცესში ჩართულ ყველა მხარეს. მათ შორის მშობლებს. მათ სკოლაში წასვლამდე უნდა აკონტროლონ მოსწავლის ტემპერატურა, ცხელების ან სხვა სიმპტომების გამოვლენისთანავე დროულად მიაწოდონ ინფორმაცია სკოლას, დაესწრონ სკოლის მიერ ორგანიზებულ საინფორმაციო ონლაინ შეხვედრებს და სხვა.

თავის მხრივს, სკოლებმა უნდა უზრუნველყონ  მაქსიმალურად უსაფრთხო გარემოს შექმნა. დაიცვან სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები, აკონტროლონ ბავშვების ნაკადი და პირბადის ტარების ვალდებულება, განახორციელონ თერმოსკრინინგი  და სხვა.

ძალაში რჩება 2020-2021 სასწავლო წლის დასაწყისში სამინისტროს მიერ გაცემული რეკომენდაციები სასწავლო პროცესის ორგანიზებასთან დაკავშირებით. კერძოდ, სკოლას შეუძლია თავად განსაზღვროს: გაკვეთილის ხანგრძლივობა, საგაკვეთილო პროცესის დაწყების დრო საფეხურების/კლასების მიხედვით, მოქნილად დაგეგმოს ცვლები, მოსწავლეების უსაფრთხოებისა და სკოლის ინფრასტრუქტურის გათვალისწინებით დაგეგმოს შერეული სწავლების საკუთარი მოდელი, შერეული მოდელის დაგეგმვისას I-IV კლასის მოსწავლეებისთვის სავალდებულოდ განსაზღვროს ფიზიკურად სასკოლო სივრცეში გაკვეთილების ჩატარება.

უწყებათაშორისი საბჭოს გადაწყვეტილებით, საქართველოს ტერიტორიაზე ყველა სკოლაში V-XII კლასის მოსწავლეებისთვის აუცილებელია პირბადის ტარება, თუმცა ეს არ ეხება განსაკუთრებული საგანმანათლებლო საჭიროების მქონე მოსწავლეებს. ისინი ამ რეგულაციისაგან თავისუფლდებიან.

მოსწავლეებისთვის პირბადე სკოლაში არ დარიგდება და ის მოსწავლეებს მშობლებმა უნდა გაატანონ.

სასწავლო პროცესის განახლება პირველ მარტს იყო დაგეგმილი, თუმცა ეპიდვითარების გაუმჯობესების გამო თარიღი შეიცვალა და მოსწავლეებს საკლასო ოთახებში დაბრუნება, სურვილის შემთხვევაში, 15 თებერვლიდან შეუძლიათ.
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო
პროგრამის სტუდენტი საბა ხუჯაძე სწავლას ჯორჯ ვაშინგტონის სახელობის
უნივერსიტეტში გააგრძელებს.
10:03 / 29.03.2024
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი საბა ხუჯაძე სწავლას ჯორჯ ვაშინგტონის სახელობის უნივერსიტეტში გააგრძელებს.
საჯარო სკოლების დირექტორის შესარჩევ კონკურსში მონაწილე
კანდიდატებისათვის ტესტირება 10 მარტს ჩატარდება.
14:07 / 07.03.2024
საჯარო სკოლების დირექტორის შესარჩევ კონკურსში მონაწილე კანდიდატებისათვის ტესტირება 10 მარტს ჩატარდება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.