ახალი ამბები
ქუთაისში 100-მდე პედაგოგმა სკოლიდან წასვლის გადაწყვეტილება უკვე მიიღო
FaceBook

55 წლიანი პედაგოგიური მოღვაწეობის შემდეგ, რეიდა ბუაძემ სკოლიდან წასვლა გადაწყვიტა.


78 წლის ასაკში ფიქრობს, რომ ჯერ კიდევ ბევრის გაკეთება შეუძლია, თუმცა,  დროსთან ერთად იცვლება სწავლების მეთოდები,  შეხედულებები, ამიტომ, ჯობია  გზა  ახალ თაობას  დაუთმოს.


23 წლის იყო ქუთაისის პირველ საშუალო სკოლაში დაწყებითი საგნების მასწავლებლად რომ დაიწყო მუშაობა. ზუსტად არ ახსოვს, მაგრამ ყველაზე მცირე 14 თაობა გაზარდა.


წელს,  ბოლო მეოთხე კლასის გამოსაშვები საღამო ჰქონდა. უკვე იცის, რომ მომავალი წლიდან ახალ ჯგუფს აღარ აიყვანს.


ამბობს, რომ  მის ენერგიას, მონდომებას და სიყვარულს ოჯახს და შვილიშვილებს მოახმარს.


რეიდა ბუაძე საპენსიო ასაკის პედაგოგებს შორის ერთ-ერთია, რომელიც განათლების სამინისტროს შეთავაზებას დასთანხმდა და ფულადი ჯილდოს სანაცვლოდ სკოლიდან წასვლა გადაწყვიტა.


პირველ საჯარო სკოლაში სასერთიფიკაციო გამოცდების ჩაბარებაზე უარი ხუთმა პრაქტიკოსმა პედაგოგმა უკვე თქვა.

სკოლებში ახალგაზრდა კადრების შეყვანის მიზნით, განათლების სამინისტრომ პრაქტიკოს პედაგოგებს სკოლის დატოვების სანაცვლოდ ორი წლის ხელფასი ჯილდოს სახით შესთავაზა. ამასთანავე, სქემის მიხედვით მათ სიცოცხლის ბოლომდე შეუნარჩუნდებათ დაზღვევა.

მათ კი ვინც საპენსიო ასაკის მიუხედავად პედაგოგიურ საქმიანობაზე უარს არ იტყვის, სკოლაში მუშაობის გაგრძელება დროებითი ხელშეკრულებით შეეძლება, თუმცა,  იმავე ხელფასით რაც აქვს  და სკოლის საჭიროების გათვალისწინებით, რასაც  სკოლის ადმინისტრაცია გადაწყვეტს.


ქვეყნის მასშტაბით უკვე ასეულობით პედაგოგმა მოითხოვა ორწლიანი კომპენსაცია სკოლიდან წასვლის სანაცვლოდ.


ქუთაისის განათლების რესურსცენტრის ინფორმაციით, ქუთაისში კომპეტენციის დამადასტურებელი გამოცდის ჩაბარებაზე უარი 100-მდე პედაგოგმა უკვე თქვა.


პედაგოგებს,  ფულადი ჯილდოს სანაცლოდ  სკოლიდან წავლის შესახებ გადაწყვეტილების მისაღებად, დრო  2019 წლის ბოლომდე აქვთ.


 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
“არა რუსულ კანონს” - ამ სლოგანით, ქუთაისში, უკვე მეცხრე დღეა,
საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.
12:32 / 24.04.2024
“არა რუსულ კანონს” - ამ სლოგანით, ქუთაისში, უკვე მეცხრე დღეა, საპროტესტო აქციები მიმდინარეობს.
USAID-ის სასამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ გამოცხადებული
რეგიონული კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.
14:59 / 23.04.2024
USAID-ის სასამართლის უზენაესობის პროგრამის მიერ გამოცხადებული რეგიონული კონკურსის გამარჯვებულები გამოვლინდნენ.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.