განათლება
სიახლეები ახალი სასწავლო წლიდან – მინისტრის მოადგილე ცვლილებების შესახებ
FaceBook
დაწყებით საფეხურზე ეროვნული სასწავლო გეგმის ცვლილება, ახალი სახელმძღვანელოები, მცირედი ცვლილება საგაკვეთილო საათებში, მეხუთე კლასში სკოლის მიერ ორი უცხოური ენის შეთავაზება; ასევე, V კლასის მოსწავლეებისთვის პირველ სემესტრში განმსაზღვრელი შეფასების გაუქმება და შემაჯამებელი დავალებების შემცირება – ეს იმ სიახლეების არასრული ჩამონათვალია, რომლებიც 17 სექტემბერს, 2018-2019 სასწავლო წლის პირველი დღიდან სკოლაში მისულ მოსწავლეებსა და მასწავლებლებს ელით.

„სექტემბრიდან ინერგება I-VI კლასის ახალი ეროვნული სასწავლო გეგმა, ეს არის რეფორმირებული ეროვნული სასწავლო გეგმა, რომლის მეთოდოლოგიაც განსხვავებულია. ახალი სახელმძღვანელოები დაინერგება დაწყებით საფეხურზე, პარალელურად სახელმძღვანელოების გრიფირებასთან დაკავშირებით კონკურსს ვაცხადებთ საბაზო საფეხურისთვისაც, ვინაიდან საბაზო საფეხურის არსებითად განახლებული სტანდარტები და დეტალურად გაწერილი წლიური პროგრამებიც უკვე დამტკიცდა.

დაწყებით საფეხურზე I-VI კლასებში სწავლა-სწავლების პროცესის ორგანიზების კუთხით განხორციელდა შემდეგი ცვლილებები:

II კლასში 5 წუთით შემცირდა გაკვეთილების ხანგრძლივობა. პირველ კლასში ეს დრო 35 წუთია, მეორე კლასში – 40 წუთი გავხადეთ და შემდგომ უკვე 45–წუთიან საგაკვეთილო რეჟიმზე გადავლენ მოსწავლეები. ეს ხელს უწყობს საგაკვეთილო პროცესის ორგანიზებას, რადგან უფროსი ბავშვების დასვენებას არ დაემთხვევა პირველი, მეორე კლასის ბავშვების დასვენების პერიოდები და ერთმანეთს მოძრაობაშიც არ შეუშლიან ხელს. გადაწყვეტილება მივიღეთ ბავშვების შესაძლებლობებიდან გამომდინარე“, – განმარტავს მინისტრის მოადგილე.

იცვლება შეფასების სისტემაც. V კლასის პირველ სემესტრში მოსწავლეები არ შეფასდებიან ქულებით. ამასთან, მასწავლებლებს აღარ მოუწევთ საშინაო დავალებების შეფასება, ისინი ორიენტირებულნი იქნებიან განმავითარებელ შეფასებაზე.

“I კლასიდან V კლასის პირველი სემესტრის ჩათვლით, მოსწავლეები არ შეფასდებიან განმსაზღვრელი შეფასებით. ამ დრომდე, ნიშნები არ იწერებოდა I-IV კლასებში. მეხუთე კლასში გადასულ მოსწავლეებს კი უკვე შეხება უწევთ ახალ (საგნობრივ) პედაგოგებთან, იწყება ნიშნების წერა, ისინი ერთგვარად უცხო გარემოში ხვდებიან, რასაც ხშირად ახლავს დემოტივირება და ჩავარდნა სწავლაში. ზოგადად, მოსწავლის პროგრესისთვის გადამწყვეტია განმავითარებელ შეფასებებზე აქცენტირება. მასწავლებელმა უნდა მისცეს შესაბამისი რეკომენდაციები მოსწავლეს, დააფიქროს რა არის მისი ძლიერი მხარეები, რა მიმართულებით სჭირდება უფრო მეტად ყურადღების გამახვილება, რა სტრატეგიებს მიმართოს, როგორ იმუშაოს და არა ის, რომ პირველივე დღიდან პირდაპირ ნიშანი დაუწეროს და ბავშვს შიში, დემოტივაცია გაუჩინოს საგნობრივ სწავლებასთან და პედაგოგებთან ურთიერთობის კუთხით.

“სწორედ ამიტომ, მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ V კლასის პირველი სემესტრი იყოს ერთგვარი მოსამზადებელი პერიოდი და მხოლოდ განმავითარებელი შეფასება დავტოვეთ; მოსწავლეებიც შეეჩვევიან ახალ პედაგოგებს და II სემესტრიდან, როცა ნიშნებით შეფასება დაიწყება, პედაგოგებიც მეტად აიღებენ პასუხისმგებლობას პირველ სემესტრში მათ მიერ განხორციელებულ სწავლა-სწავლების პროცესზე.

„გარდა ამისა, მთლიანად დაწყებით საფეხურზე (I-VI კლასებში) მასწავლებლებს აღარ მოუწევთ საშინაო დავალებების ქულებით შეფასება. შეფასებები მხოლოდ საკლასო აქტივობებში იქნება თუმცა საშინაო დავალებები ექნებათ, მაგრამ უფრო მცირე მოცულობის, რადგან მასწავლებელმა მოსწავლესთან კლასში უნდა იმუშაოს“, – განაცხადა ლია გიგაურმა.

„მეორე უცხო ენასთან დაკავშირებით გავაჩინეთ ვალდებულება, რომ მეხუთე კლასში სკოლამ მოსწავლეს არ შესთავაზოს მხოლოდ ერთი უცხოური ენა, არამედ მისცეს საშუალება, რომ მოსწავლეებმა აირჩიონ კიდევ ერთი ევროპული უცხოური ენა, რომელსაც სახელმწიფო სრულად დააფინანსებს, რაც აგრეთვე მნიშვნელოვანი ცვლილებაა”, – განაცხადა ლია გიგაურმა.

წყარო: edu.aris.ge
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო
პროგრამის სტუდენტი საბა ხუჯაძე სწავლას ჯორჯ ვაშინგტონის სახელობის
უნივერსიტეტში გააგრძელებს.
10:03 / 29.03.2024
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი საბა ხუჯაძე სწავლას ჯორჯ ვაშინგტონის სახელობის უნივერსიტეტში გააგრძელებს.
საჯარო სკოლების დირექტორის შესარჩევ კონკურსში მონაწილე
კანდიდატებისათვის ტესტირება 10 მარტს ჩატარდება.
14:07 / 07.03.2024
საჯარო სკოლების დირექტორის შესარჩევ კონკურსში მონაწილე კანდიდატებისათვის ტესტირება 10 მარტს ჩატარდება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.