განათლება
დაბალი ანაზღაურება და ბევრი საქმე - აღმზრდელ-პედაგოგის ნაკლებად მიმზიდველი პროფესია
FaceBook
2024 წლიდან სკოლამდელი აღზრდის დაწესებულებაში დასაქმების მსურველს უმაღლესი განათლება მოეთხოვება.
ხოლო უკვე დასაქმებულ აღმზრდელებს ტრენინგ-მოდულების გავლა და კრედიტქულების დაგროვება მოუწევთ. ახალ რეფორმას დადებითად აფასებენ ქუთაისის საბავშვო ბაღებში დასაქმებული აღმზრდელები. თუმცა, აღნიშნავენ, რომ შრომის სანაცვლოდ, მნიშვნელოვანია ანაზღაურების მომატებაც მოხდეს. აღმზრდელის პოზიცია კი, მიმზიდველი აღარ არის იმ სტუდენტებისთვის, რომლებიც საბავშვო ბაღებში, შესაძლოა, დასაქმდნენ.


"ხელფასის ოდენობაც უნდა აისახოს მუშაობის ხარისხზე" - პედაგოგები ახალ რეფორმაზე

ქუთაისის "აააიპ ბაგა-ბაღების გაერთიანების" ფილიალებში განმარტავენ, რომ სტანდარტების შემუშავება დროული და აუცილებელი იყო, რადგან აღსაზრდელთა მიდგომები მუდმივად იცვლება.

მანანა რუხაძე ქუთაისის ბაგა-ბაღების გაერთიანების #2 ფილიალში უკვე 8 წელია მუშაობს. ამბობს, რომ რეფორმა სრულად მოიცავს მასწავლებლის სრულ გადამზადებას და საბავშვო ბაღებში ახალი სტანდარტების დანერგვას. მისი თქმით, ის უკვე აქტიურად ემზადება იმ ტრენინგებისთვის, რომელმაც მას აღმზრდელ პედაგოგის სტატუსი უნდა მოუტანოს. ეს კი, იმას ნიშნავს, რომ მომავლშიც შესაძლებლობა ექნება საბავშვო ბაღში მუშაობა გააგრძელოს.

"მასწავლებელმა უნდა იცოდეს რა უნდა ბავშვს, რა შეუძლია მას, თითოეული ბავშვი ინდივიდუალური არის, ინტელექტით, ტემპერამენტით. აუცილებელია მოერგოს ეს პროგრამა თითოეულის შესაძლებლობებს, თუ სათანადოთ არ არის აღმზრდელი მომზადებული ამას თავს ვერ გაართმევს", - ამბობს მანანა რუხაზე.

საბავშვო ბაღის აღმზრდელების თქმით, მათთვის ანაზღაურება ერთ-ერთი მნიშვნელოვანი საკითხია და იმედოვნებენ, რომ საბავშვო ბაღებში სტანდარტების გაუმჯობესების შემდეგ მათთვის ეტაპობრივად ხელფასების მომატებაც მოხდება.

"ხელფასის ოდენობაც უნდა აისახოს მუშაობის ხარისხზე, ჩვენ ასე ვმუშაობთ მონდომებით და ენთუზიაზმით. რა თქმა უნდა, სასურველია მოხდეს ხელფასების მომატებას, რადგან ბაღის აღმზრდელის შრომა ნამდვილად დიდია, ხოლო ანაზღაურება შედარებით ცოტაა", - ამბობს ქუთაისის #34 საბავშვო ბაღის ფილიალის აღმზრდელი, თინათინ ვაშაყმაძე.

"ახალი სტანდარტი მორგებულია ამერიკულ მოდელზე, რაც ძალიან კარგია. თუმცა, ჩვენთან საბავშვო ბაღებში მთავარ პრობლემად კვლავ რჩება საბავშვო ბაღებში აღსაზრდელთა დიდი რაოდენობა. რთულია ისაუბრო კარგ ხარისხზე, როდესაც ერთ ჯგუფში 50 ბავშვი ზის. მე, იმედი მაქვს ეს საკითხი თანდათან დარეგულირდება. რაც შეეხება, ტრენინგებს და გადამზადებას ეს სირთულეს არ წარმოადგენს ჩვენი აღმზრდელებისთვის და, ვფიქრობთ, ამ მხრივ, 2024 წელს ძალიან კარგი შედეგებიც გვექნება", - გვიხსნის ააიპ ბაგა-ბაღების გაერთიანების სასწავლო პროცესის და მეთოდური მართვის სამსახურის კოორდინატორი, ნუნუ ფერაძე.
ადრეული და სკოლამდელი დაწესებულელების ახალი რეფორმა, რომლის განხორციელებასაც საქართველოს მთავრობა მუნიციპალიტეტებთან ერთად იწყებს, საბავშვო ბაღების გაერთიანებების დაშალას და თითოეული აღზრდის დაწესებულების ცალკე იურიდიულ პირად ჩამოყალიბებას ითვალისწინებს. კონრეტუალდ რა მოთხოვნებს ითვალისწიენებს ახალი რეფორმა, ვრცლად ნახეთ აქ.

სურთ თუ რა სტუდენტებს ბაღებში დასაქმება
"როდესაც პედაგოგიურზე ვაბარებდი გააზრებული მქონდა, რომ უნდა მემუშავა ან ბაღში ან სკოლაში, ვიცი რომ არის დაბალი ანაზღაურება, თუმცა, შანსი, რომ მქონდეს ახლაც კი მივიდოდი პრაქტიკაზე რადგან ეს არის ჩემი საქმე. თუმცა, ერთი რაც არ მომწონს ის არის რომ მაღალია მოთხოვნები და არ აქვთ გაწერილი მოვალეობები. ისინი ლამის ყველაფერს აკეთებენ", - ამბობს აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერისტეტის პედაგოგიური ფაკულტეტის მესამე კურსის სტუდენტი, ქრისტინე გაბრიჭიძე.

"პირველ რიგში, მიჩნდება კითხვა ამდენი მოთხოვნის თუ აისახება ეს ხელფასზე. რადგან ისტორიულზე ვსწავლობ არც მიფიქრია, რომ გავმხდარიყავი საბავშვო ბაღის პედაგოგი. მაგრამ, რომ გამიჩნდეს შანსი არ დავთანხმდები მხოლოდ იმიტომ, რომ ანაზღაურება რაც დღეს არის დაახლოებით, 200 ლარი ეს ჩემთვის წარმოუდგენელია", - ამბობს სტუდენტი მედეა ჯეჯელავა.

ასეთია ქუთისში იმ სტუდენტების დამოკიდებულება ახალი რეფორმის დაგემვის შემდეგ საბავშვო ბაღებში მუშაობის დაწყებასთან დაკავშირებით, რომლებიც ბაღების პოტენციური
აღმზრდელები არიან.

სტუდენტების მხოლოდ ნაწილი იწონებს საბავშვო ბაღებში განსახორციელებელ რეფორმას და ამბობენ, მზად არიან მომავალში საბავშვო ბაღში აღზრდელად დასაქმდენ მიუხედავად დაბალი ანაზღაურებისა.

განათლების და მეცნიერების სამინისტროს მიერ შემუშავებული აღმზრდელ-პედაგოგის პროფესიული სტანდარტის მიხედვით, 2024 წლის 1 სექტემბრიდან საბავშვო ბაღებში მხოლოდ პროფესიონალი, კვალიფიციური და დიპლომირებული კადრები უნდა დასაქმდნენ. ახალი სტანდარტი ასევე, ითვალისწინებს იმ აღმზრდელების გადამზადებასაც, რომლებიც საბავშვო ბაღებში ამ დროისთვის არიან დასაქმებულნი.

ქუთაისში სულ 37 საბავშვო ბაღია, სადაც 642 აღმზრდელია დასაქმებული. აქედან, 321 პირველი ცვლის პედაგოგი, ხოლო დანარჩენი მეორე ცვალაზე მუშაობენ. ააიპ ბაგა–ბაღების გაერთიანებაში განმარტავენ, რომ პირველ ცვლაში მომუშავე პედაგოგების შრომის ანაზღუარება თვეში 320 ლარს შეადგენს, ხოლო მეორე ცვლის მასწავლებლის ხელფასი 160 ლარია. რაც შეეხება, ხელფასის მომატებას დაგეგმილი , მათი თქმით, დაგეგმილი არ აქვთ.


ამავე თემაზე:

ცვლილებები და ახალი სტანდარტები – საბავშვო ბაღებში რეფორმა იწყება

საბავშვო ბაღებში მხოლოდ აღმზრდელ-პედაგოგის დიპლომის მქონე პირები დასაქმდებიან
Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო
პროგრამის სტუდენტი საბა ხუჯაძე სწავლას ჯორჯ ვაშინგტონის სახელობის
უნივერსიტეტში გააგრძელებს.
10:03 / 29.03.2024
აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტის სამართლის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტი საბა ხუჯაძე სწავლას ჯორჯ ვაშინგტონის სახელობის უნივერსიტეტში გააგრძელებს.
საჯარო სკოლების დირექტორის შესარჩევ კონკურსში მონაწილე
კანდიდატებისათვის ტესტირება 10 მარტს ჩატარდება.
14:07 / 07.03.2024
საჯარო სკოლების დირექტორის შესარჩევ კონკურსში მონაწილე კანდიდატებისათვის ტესტირება 10 მარტს ჩატარდება.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.