განათლება
ძალადობის არაიდენტიფიცირება და ავტორიტარი მასწავლებლები - სკოლებში ძალადობა განათლების სახელით
FaceBook
2017 წლის ოქტომბერში სახალხო დამცველის აპარატმა ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში ბავშვთა მიმართ ძალადობის კუთხით ბოლო ორი წლის კვლევის შედეგები გამოაქვეყნა. მონიტორინგის შედგებით გამოიკვეთა, რომ სასწავლო დაწესებულელებში ხშირია ბავშვის მიმართ როგორც ფსიქოლოგიური, ისე ფიზიკური ძალადობის შემთხვევები უფროსებისა და თანატოლების მხრიდან.

არაიდენტიფიცირებული ძალადობა და სკოლებში შემორჩენილი ავტორიტარი მასწავლებლები - ასე ხსნის ფსიქოლოგი იაგორ ბალანჩივაძე სკოლებში მასწავლებლების მხრიდან მოსწავლეების მიმართ განხორციელებულ ძალადობას.

იაგორ ბალანჩივაძის თქმით, სასწავლო დაწესებულებებში დღეს ისევ შემორჩენილია ავტორიტარი მასწავლებლები, რომლებიც მოსწავლის თავისუფალ ქცევას შეურაცხყოფად აღიქვამს.

"სკოლებში დღესაც არიან პედაგოგები, რომლებიც საბჭოთა კავშირის დროიდან მუშაობენ. იმ დროს გაკვეთილზე სუნთქვაშეკრული უნდა ყოფილიყავი, რადგან მასწავლებელს უნდოდა ასე. ახლა შეიცვალა მიდგომა. დღეს უკვე დიდი მუშაობა მიდის რომ მასწავლელბელი გადავიდეს ბავშვზე ორიენტირებულ სწავლებაზე. ახლა მოსწავლეს მეტი თავისუფლებულება უნდა მიეცეს , ის არ უნდა შეიზრუდოს. სამწუხაროდ ახალ მიდგომებს მასწავლებლების ნაწილი დღემდე ვერ ერგება"- ამბობს ჩვენთან საუბარში ფსიქოლოგი, იაგორ ბალანჩივაძე.

მისი თქმით, მასწავლებლის მიერ მოსწავლეების მიმართ განხორციელებული ძალადობა ხშირად ძალადობად არც აღიქმება. ფსიქოლოგი აღნიშნავს, რომ მასწავლებლები ყვირილს, შეურაცხმყოფელ სიტყვებს, ყურის აწევას ძალადობა არ მიიჩნევენ. ძალადობის დათრგუნვა ხდება ასევე მოსწავლეებშიც, რადგან მოზარდები მასწავლებლის ხმამაღალ სიტყვას უარყოფითად ვერ აღიქვამენ და მასწავლებელს მოძალადის სტატუსს არ ანიჭებენ.

"არის ისეთი ფაქტები ძალადობის, რომელიც სკოლის კედლებს ვერ ცდება. ეს მხოლოდ იმიტომ ხდება, რომ ძალადობა არ არის იდენტიფიცირებული. როდესაც მასწავლებელი ხელს მაღლა წევს და მოსწავლე თავს გვერდზე გაწევს რა ხდება მაშინ? ეს რა თქმა უნდა, შიშია მოსწავლეში, თუმცა, ამას ვერ იაზრებს ვერცერთი მხარე", - ამბობს ფსიქოლოგი.

გარდა მოსწავლეთა ფსიქოლოგიური კონსულტაციებისა, იაგორ ბალანჩივაძე მასწავლებელთა გადამზადების კურშიც აქტიურად მონაწილებს. ის პედაგოგებს ტრენინგებს უტარებს,რომელიც მასწავლებლებს საშუალებას აძლევს ისწავლონ, როგორი უნდა იყოს მოსწავლეებზე ორიენტირებული სწავლება, რომელიც თავის მხრივ, სკოლებში ბულინგის ფაქტების შემცირებასაც მოიცავს. ფსიქოლოგი სკოლებში ძალადობის შემცირების ერთ-ერთ გზად სწორედ მასწავლებელთა და დირექტორთა გადამზადებას მიიჩნევს და ამბობს, რომ ჯერ ის უნდა გააცნობიეროს მასწავლებელმა რა არის ძალადობა და რატომ ხდება ის გაუაზრებლად თუ გააზრებულად მოძალადე.

მასწავლებელთა გადამზადების პროგრამას უკვე ახორციელებს მასწავლებელთა გადამზადების ეროვნული ცენტრი. სადაც სპეციალური ტრენინგები არის დაგეგმილი, თუ როგორ უნდა მოხდეს სკოლებში ბულინგის შემცირება.

"მასწავლებლებისა და დირექტორებისთვის უკვე მიმდინარეობს გადამზადების კურსები, რომელშიც უკლებლივ ყველა მასწავლებელი ეტაპობრივად ჩაერთვება. გარდა იმისა, რომ ეს სწავლების ხარისხის გაუმჯობესებას მოიცავს ასევე არსებობს ძალადობის შემცირების მიზნით განსახორციელებელი სამუშაობის ჩამონათვალიც. რაც მოიცავს კონფლიქტის არიდების, შემცირების და პრევენციის გზებს ბულინგის აღკვეთას, მასწავლებელსა და მოსწავლეს და თავას მოსწავლეებს შორის", - ამბობს მასწავლებელთა განვითარების ეროვნული ცენტრის წარმომადგენელი, თაია მახარაძე.

ზოგადსაგანმანათლებლო დაწესებულებებში მოსწავლეთა მიმართ ძალადობის კუთხით არსებული მდგომარეობის მონიტორინგი გაეროს ბავშვთა ფონდის (UNICEF) მიერ მხარდაჭერილი პროექტის, "ბავშვის უფლებების ცენტრის შესაძლებლობების გაძლიერება", ფარგლებში ჩატარდა. აღზრდის დაწესებულებებში ძალადობის შესახებ კვლევა UNICEF-მა 2007 და 2013 წელსაც ჩაატარა.

ორგანიზაციაში  აცხადებენ, რომ 2017 წელს ჩატარებული მონიტორინგის შედეგები შეიცავდა ისეთივე მონაცემებს, როგორიც დაფიქსირდა თუნდაც 2013 წელს, როდესაც გამოკითხული საზოგადოების 50% ამართლებდა ბავშვთა მიმართ ძალადობას. გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს ოფისის კომუნიკაციების პროგრამის ხელმძღვანელის, მაია ქურციკიძის განცხადებით სკოლაც იმ საზოგადოების ნაწილია, სადაც მიიჩნევენ, რომ მოზარდის აღზრდისთვის დასჯის გამოყენება დანაშაული არ არის.

"მასწავლებელი თუ დირექტორი არის საზოგადოების წევრი, სადაც ამბობენ რომ ბავშვის დასჯა შესაძლებელია. ამიტომ ამ მონიტორინგის შედეგებში განსხავავებული მაჩვენებელი ვერ გამოიკვეთებოდა. ასევე, არის მოსწავლეც, როცა ხედავ რომ სკოლის გარეთ ერთი ადამიანი მეორეზე ძალადობს, ის იმავეს გაიმეორებს სკოლაშიც", - ამბობს მაია ქურციკიძე.

მისი თქმით, სკოლებში ძალადობის შემცირებისთვის აუცილებლად უნდა მოხდეს პედაგოგობის გადამზადება და ეს არ უნდა იყოს ერთჯერადი ხასიათის, რადგან მასწავლებელი უნდა იაზრებდეს რა არის პოზიტიური პედაგოგიკა.

როგორ  იყო ადრე  და როგორია ახლა მოსწავლისა და მასწავლებლის დამოკიდებულება ერთმანეთის მიმართ ნახეთ 3 ნოემბერს ქუთაისიპოსტის ქუჩის გამოკითხვა. 





 

 

Print E-mail
FaceBook Twitter
მსგავსი სიახლეები
ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და
სტუდენტთა საგრანტო კონკურსის ჩატარების განრიგი ცნობილია.
ინფორმაციას შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრი
აქვეყნებს.
17:10 / 10.06.2020

ერთიანი ეროვნული გამოცდებისა და სტუდენტთა საგრანტო კონკურსის ჩატარების განრიგი ცნობილია. ინფორმაციას შეფასების და გამოცდების ეროვნული ცენტრი აქვეყნებს.

ქუთაისში, აკაკი წერეთლის
სახელმწიფო უნივერსიტეტში, მეორე შუალედური გამოცდები ხარვეზებით
ჩატარდა.
09:55 / 04.06.2020
ქუთაისში, აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტში, მეორე შუალედური გამოცდები ხარვეზებით ჩატარდა.

მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.