ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებამდე, ქუთაისის საკრებულოს
მაჟორიტარი დეპუტატების საქმიანობას, თავად მოსახლეობა აფასებს.
რას პირდებოდნენ მაჟორიტარები თავიანთ ამომრჩევლებს, რა შეასრულეს და
რა პრობლემები რჩება დღემდე მოსახლეობას?
"ქუთაისიპოსტი" ყველა მაჟორიტარის საქმიანობის შეჯამებას კვირაში
ერთხელ გთავაზობთ.
რუბრიკის ფარგლებში, მათივე მაჟორიტარის სამწლიანი მუშაობის
შედეგებზე, ავტოქარხნის ოლქის მცხოვრებლები საუბრობენ.
ავტოქარხანაში მურმან გუბელაძეს ქუთაისიპოსტის მიერ გამოკითხული
მოსახლეობის ნაწილი იცნობს. მათი თქმით, იგი უბნებში ხშირად დადის,
ნაწილს კი მაჟორიტარ დეპუტატი მხოლოდ საარჩევნო პლაკატებზე
ახსოვს.
თავად მურმან გუბელაძე ამბობს, რომ მაჟორიტარმა დეპუტატობამ მას ბევრი
გამოცდილება შესძინა, რასაც უკეთ გამოიყენებს იმ შემთხვევაში, თუ
მმართველი გუნდი კვლავ გადაწყვეტს მისი კანდიდატურის დასახელებას.
დეპუტატი სამი წლის განმავლობაში მის სამაჟორიტარო ოლქში გაკეთებულ
ინფრასტრუქტურულ პროექტებზე საუბრობს და იმ დანაპირებსაც იხსენებს,
რომლის შესრულებაც ვერ შეძლო.
ქუთაისის მერიამ, მუნიციპალური ტრანსპორტის შემოყვანიდან ერთი წლის
განმავლობაში, საწვავსა და ხელფასებში 3 727 337 ლარი დახარჯა,
შემოსავლის სახით კი, ორნახევარჯერ ნაკლები მიიღო.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.
მასალის გამოყენების პირობები